კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი

როდესაც გიყვარს საკუთარი საქმე, მას აუცილებლად საუკეთესოდ გააკეთებ, იბრძოლეთ საკუთარი წარმატებისთვის და არ შეუშინდეთ სიახლეებს!

კლინიკა დღეს

მისამართი

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი

თბილისი, 0159, ლუბლიანას ქ. № 5

(032) 2 516 800

info@ico.ge

კლინიკის ისტორია

ჩვენი სავიზიტო ბარათი – პროფესიონალიზმია!

  • მაღალკვალიფიციური და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი
  • მაღალი დონის მომსახურება
  • სასიამოვნო გარემო
  • ლაბორატორიული და ფუნქციურ-დიაგნოსტიკური კვლევის სრული სპექტრი
  • მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტები და უახლესი მეთოები.

კლინიკა დღეს

ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა – სიცოცხლის გადარჩენის რეალური შანსია. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ჩაიტაროთ კონსულტაციები უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტებთან – მამოლოგიური, თორაკალური, თავ-კისრის, აბდომინური, პროქტოლოგიური, უროლოგიური, გინეკოლოგიური, კანისა და რბილი ქსოვილების პათოლოგიის დროს, მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია დაავადების მკურნალობის უახლესი მეთოდების შესახებ, ექიმთან ერთად განსაზღვროთ და დაგეგმოთ მკურნალობის ეტაპები.

კლინიკაში პირველი ვიზიტისთანავე პაციენტი ექცევა მომსახურე პერსონალის მუდმივი ყურადღების ცენტრში, კომფორტულ, კეთილგანწყობილ და მეგობრულ გარემოში.
ჩვენ გვყავს მაღალკვალიფიციური ექთნების და ასისტენტების გუნდი, რომელებიც დაუღალავად ზრუნავს თქვენს კეთილდღეობაზე.

ჩვენ გვაქვს ამბიცია ვიყოთ ლიდერები ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დარგში. გვაქვს შესაძლებლობა შევთავაზოთ პაციენტებს ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის მოწინავე სერვისები. მუდმივად ვაუმჯობესებთ მომსახურების დონეს. მუდმივად ვზრუნავთ პაციენტის ინტერესებზე და ჩვენს ავტორიტეტზე.

მომსახურება

2005