ღრძილების ჯანმრთელობა
ღრძილების ჯანმრთელობა
ღრძილების ჯანმრთელობა ჩემთვის მხოლოდ ესთეტიკა არ არის — ეს არის ქსოვილების ჯანმრთელობა, ფუნქცია და სწორი მკურნალობა.
ს აქართველოში მე დავნერგე ღრძილების PRP პლაზმოთერაპიის მეთოდი და ვარ ამ მიმართულებით ერთადერთი ლიცენზირებული სპეციალისტი.
PRP-ის მთავარი იდეა არის პაციენტის საკუთარი სისხლიდან მიღებული თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივი აღდგენის პროცესების გააქტიურებას.
ღრძილებზე PRP თერაპიას ვიყენებ, როგორც თანამედროვე რეგენერაციულ მიდგომას, რომელსაც შეუძლია:
- ხელი შეუწყოს ქსოვილების რეგენერაციას;
- გააუმჯობესოს შეხორცების პროცესი;
- შეამციროს ანთებითი პროცესის გამოვლინებები;
- ხელი შეუწყოს ღრძილების ქსოვილების ხარისხის გაუმჯობესებას;
- გააძლიეროს პაროდონტოლოგიური მკურნალობის შედეგი.
ჩემი მთავარი პრინციპია — თითოეულ პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. PRP არ არის უბრალოდ „კოსმეტიკური პროცედურა“ — მისი გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს სწორ დიაგნოსტიკასა და შესაბამის ჩვენებას.
მე ავირჩიე გზა, რომელიც აერთიანებს პაროდონტოლოგიას, თანამედროვე ტექნოლოგიებს და რეგენერაციულ მედიცინას.
ჯანმრთელი ღრძილები — ჯანმრთელი ღიმილის საფუძველია.


