ნეირომონიტორინგი ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიაში
ნეირომონიტორინგი ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიაში
ფარისებრი ჯირკვლის ქირურგია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული ოპერაციაა.…
ანოტაცია:
ფარისებრი ჯირკვლის ქირურგია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული ოპერაციაა. მისი , იშვიათი მაგრამ მთავარი გართულებაა ხორხის შებრუნებული (RLN) ნერვის დაზიანება, რაც იწვევს ხმის ტემბრის შეცვლას და ზოგჯერ სუნთქვის პრობლემებსაც. ინტრაოპერაციული ნეიროფიზიოლოგიური მონიტორინგი (IONM) თანამედროვე მეთოდია, რომელიც ნერვის იდენტიფიკაციასა და გამტარებლობის ფუნქციის კონტროლს უზრუნველყოფს. მოცემული სტატია მიმოიხილავს IONM-ის გამოყენების პრინციპებს, მისი ეფექტურობის შეფასებას და კლინიკურ შედეგებს.
ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული ჩარევები ხშირად ტარდება კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პათოლოგიების დროს. მიუხედავად ქირურგიული ტექნიკის პროგრესისა, გართულებაა ხორხის შებრუნებული (RLN) ნერვის დაზიანება რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გართულებად. მისი სიხშირე აღწევს 2–5%-ს, განსაკუთრებით რევიზიული ოპერაციებისას. IONM-ის დანერგვამ ქირურგებს მოგვცა საშუალება დროულად ამოვიცნოთ და თავიდან ავიცილოთ ნერვის დაზიანება.
მეთოდოლოგია:
IONM-ის ტექნოლოგია ეფუძნება ნერვის ელექტრული სტიმულაციისას მიღებული ელექტრომიოგრაფიული სიგნალის ჩაწერასა და ანალიზს. ოპერაციის დროს ენდოტრაქეალური მილის ელექტროდები აფიქსირებენ სიგნალს ხორხის კუნთებიდან, რაც ქირურგს აძლევს ინფორმაციას ნერვის ფუნქციაზე. ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
- ნერვის იდენტიფიკაციისთვის
- ფუნქციის შემოწმებისა და კონტროლისთვის
- ნერვის შესაძლო დაზიანების პრევენციისთვის
შედეგები:
ბოლო ათწლეულის კვლევები აჩვენებს, რომ ინტრაოპერაციული ნეიროფიზიოლოგიური მონიტორინგის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს შებრუნებული ნერვის დაზიანების სიხშირეს. ქვემოთ მოცემულ ცხრილსა და დიაგრამაში ნაჩვენებია მონაცემები რამდენიმე მნიშვნელოვან კვლევიდან:
კვლევა | ნერვის დაზიანება IONM-ის გარეშე | ნერვის დაზიანება IONM-ით |
Dralle et al., 2012 | 3.0% | 0.9% |
Barczyński et al., 2013 | 2.7% | 0.6% |
მეტა-ანალიზი (2018) | 2–5% | 0.5–1% |
განხილვა:
IONM მნიშვნელოვნად ზრდის ოპერაციის უსაფრთხოებას და ამცირებს ნერვის დაზიანების რისკს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის გამოყენებას მაღალი სირთულის ოპერაციებში, როგორიცაა რევიზიული ქირურგია ან ავთვისებიანი სიმსივნის დროს ჩატარებული თირეოიდექტომია, ასევე რეციდიული დაავადების დროს რეოპერაცია, კისრის ცენტრალური VI-VII ზონების ლიმფოდისექცია. მისი შეზღუდვები მოიცავს აპარატურის მაღალ ღირებულებას, სპეციალური მომზადების საჭიროებას და ზოგჯერ სიგნალის არასტაბილურობას, თუმცა მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში აღნიშნული აპარატურული ტექნიკა 10 წელზე მეტია რაც გამოიყენება და მეთოდი დიდი წარმატებით სარგებლობს ყოველდღიურ პრაქტიკაში. ასეთივე წარმატებით ხდება ზემოაღნიშნული აპარატურული მეთოდის გამოყენება ყბაყურა სანერწყვე ჯირკვალძე ჩატარებული ოპერაციების დროს სახის ნერვის იდენტიფიცირების და მისი გამტარობის შემოწმების მიზნით.
დასკვნა:
ნეიროფიზიოლოგიური ინტრაოპერაციული მონიტორინგი წარმოადგენს თანამედროვე ქირურგიული პრაქტიკის სტანდარტს ფარისებრი ჯირკვლის მაღალი რისკის ოპერაციებში. მისი გამოყენება ამცირებს ნერვის დაზიანების სიხშირეს, აუმჯობესებს პოსტოპერაციულ შედეგებს და ზრდის პაციენტის ცხოვრების ხარისხს.