უროლოგის კონსულტაცია და გამოკვლევა
უროლოგის კონსულტაცია და გამოკვლევა
კლინიკა „ულტრასეივი“ მაისის თვეში აგრძელებს სპეციალურ შეთავაზებებს, რომლებიც პაციენტების დიდი მოთხოვნის საფუძველზე შეიქმნა…
ერთ ვიზიტში შეგიძლიათ მიიღოთ როგორც სპეციალისტის კონსულტაცია, ასევე აუცილებელი საბაზისო კვლევები.
პაკეტი მოიცავს:
- უროლოგის კონსულტაცია და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა – 120 ლარი
- უროლოგის კონსულტაცია და საშარდე სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა – 120 ლარი
- უროლოგის კონსულტაცია და შარდის საერთო ანალიზი – 110 ლარი
ეს კვლევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აღენიშნება ხშირი შარდვა, ტკივილი და წვა მოშარდვისას, წელის ტკივილი, სისხლი ან სხვა ცვლილებები შარდში. ასევე რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ოჯახურ ანამნეზში აქვს თირკმლის ან საშარდე სისტემის დაავადებები.
კვლევის ჩატარება საჭიროა სიმპტომების გამოვლენისთანავე. ასევე. პროფილაქტიკის მიზნით, განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებში; ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში, მაგალითად შაქრიანი დიაბეტის დროს, რადგან ინფექციების რისკი მაღალია.
შეთავაზება განკუთვნილია როგორც მამაკაცებისთვის – განსაკუთრებით პროსტატის პრობლემების შემთხვევაში, ასევე ქალებისთვის ხშირი ცისტიტის ან სხვა ინფექციების დროს. იგი ასევე მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის, ვისაც აქვს საეჭვო სიმპტომები.
ამ პაკეტით თქვენ ერთ ვიზიტში მიიღებთ სრულფასოვან კონსულტაციას და საჭირო კვლევებს, რაც დიაგნოსტიკას უფრო სწრაფსა და ეფექტურს გახდის.



