ვარიკოცელე, გამომწვევი მიზეზები, გართულებები და მკურნალობა
რა არის ვარიკოცელე?
– ეს არის მამაკაცის სათესლე ჯირკვლებისა და სათესლე ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერება…
სტატისტიკურად იგი აღენიშნება მამაკაცების 15-20%. აქედან დაახლოებით 40%-ში იგი იწვევს სპერმის ხარისხის გაფუჭებას და იშვიათად სრულ უნაყოფობასაც კი. იგი ვითარდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში. მიმდინარეობის მხრივ იყოფა 4 ხარისხად: 0 – კლინიკური გასინჯვით არ ისინჯება, მაგრამ დგინდება ულტრასონოგრაფიულად დოპლეროგრაფიით, I – გაფართოებული ვენები ისინჯება ფეხზე დგომისას, II – გაფართოებული ვენები ისინჯება ფეხზე დგომის და ასევე წოლისას, III – გაფართოებული ვენები ჩანს გამოკვეთილად შეუიარაღებელი თვალით. მე-2-3 ხარისხის ვარიკოცელეს დროს პარალელურად უფრო ხშირია ტკივილები და დისკომფორტი სათესლე პარკის არეში, სპერმაში დარღვევები, თუმცა ისინი პირველი სტადიების დროსაც შესაძლოა იყოს.
– რა იწვევს ვარიკოცელეს?
დღემდე ზუსტად უცნობია. იგი უმეტესწილად – 90%-ში გვხდება მარცხნივ, არსებობს ორმხრივი ვარიკოცელეს შემთხვევებიც – თუმცა იშვიათია. გამომდინარე იქიდან, რომ იგი უმეტესწილად მარცხენამხრივია, მიზეზები იხრება უფრო ანატომიური თვისებურებებით. კერძოდ: მარცხნივ სათესლე ვენა უერთდება თირკმლის ვენას ხშირად 45 გრადუსის კუთხით, რაც ბუნებრივ დაბრკოლებას იწვევს სისხლის გადინებისთვის გულისკენ. ასევე ხდება რომ სათესლე ვენა მოყოლილია აორტასა და მეზენტერიალურ არტერიებს შორის, რაც ასევე იწვევს ვენური სისხლის გადინების პრობლემებს. შესაბამისად წარმოიქმნება სარქველები, რაც იწვევს ვენური სისხლის დაგუბებას, ვენის კედლების ვარიკოზულ გაგანიერებას, რაც შეიძლება აისახოს თვითონ სათესლე ჯირკვალზე ატროფიული გადაგვარების სახით.
– რა გართულებებს იწვევს ვარიკოცელე და რატომ არის აუცილებელი მასზე შემოწმება?
ხშირად ვარიკოცელე უსიმპტომოდ ან ნაკლებ გამოხატულად მიმდინარეობდეს და მისი არსებობის შესახებ პაციენტები გებულებენ მხოლოდ განაყოფიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან შეჯახებით. უნაყოფო მამაკაცების დაახლოებით 40%-ს ვარიკოცელე აღენიშნება, რაც დგინდება კლინიკური და დოპლეროგრაფიული შემოწმებით, სპერმომორფოგრამით.
– მკურნალობის რა მეთოდები არსებობს ვარიკოცელეს დროს?
მკურნალობის მეთოდები მხოლოდ ოპერაციულია. აქაც არსებობს ვარიანტები. 1. ლიგირების – ანუ ვარიკოზული ვენების გადაკვანძვის მეთოდი, რაც მოიგონა არგენტინელმა ქირურგმა და პოლიტიკოსმა ოსკარ ივანისევიჩმა 1918 წელს. მას დაგროვილი ჰქონდა 4000 ვარიკოცელეს ოპერაცია 42 წლის განმავლობაში, რისი შედეგებიც აღიარებულ იქნა და დღემდე რჩება მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდად – ამ ოპერაციის მიზანია, რომ ვარიკოზული ვენები გადაიკვანძოს რაც შეიძლება მაღლა საზარდულის არხთან, რომ მის დაბლა დარჩენილმა ვენებმა გაიკეთონ კოლატერალები (ახალი გზები/ვენულები) ვენური სისხლის გადინებისთვის, მაგრამ ამ ოპერაციის რეციდივის სტატისტიკა დაახლოებით 20%-მდე აღწევს. 2. – ემბოლიზაციის მეთოდი – ითვალისწინებს საზარდულიდან ან კისრის რომელიმე ვენიდან სპეციალური ენდოვასულარული მოწყობილობით და ტექნიკით მისვლა ვარიკოზულ ვენებამდე და მათი დახშობა/ჩაკეტვა – მიზანი აქაც ვენების გადაკეტვაა. ამ მეთოდს კიდევ უფრო მეტი რეციდივი ახასიათებს ივანისევიჩის მეთოდთან შედარებით. 3. ყველაზე ოპტიმალურ, გამართლებულ და ფიზიოლოგიურ მეთოდად კი თანამედროვე ლიტერატურით და მიდგომებით მტკიცდება, რომ ვარიკოცელეს მიკროქირურგიულ შუნტირებას აქვს ყველაზე კარგი შედეგები და რეციდივების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 1-3%-მდე!
– რას ითვალისწინებს ვარიკოცელეს მიკროქირურგიული შუნტირება?
ტექნიკურად იგი ბევრად რთული და იუველირული სამუშაოა, თუმცა ვისაც ასეულობით აქვს უკვე გაკეთებული მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ოპერაცია ტარდება სპინალური ან ზოგადი ანესთეზიით, იშვიათად ადგილობრივი გაუტკივარებითაც – საზარდულის 6 სმ-იანი განაკვეთით ხდება მოქმედი ვარიკოზული ვენის მიერთება ქვედა ეპიგასტრალურ ვენასთან მიკროქირურგიული ტექნიკის, ინტრუმენტების და მიკროსკოპის გამოყენებით. ოპერაციის ხანგრძლივობა 1-1,5 საათი. დაყოვნება კლინიკაში – 1 დღე. აღდგენითი პროცესები იწყება მომენტალურად. ჩემს მიერ ჩატარებულია 250-მდე ვარიკოცელეს შუნტირების ოპერაცია, აქედან რეციდივი – 2.
– რისკები და უკუჩევენებები
პაციენტს ოპერაციამდე უტარდება წინასაოპერაციო კვლევები, კარდიოლოგის და ანესთეზიოლოგის კონსულტაციები. წინააღმდეგჩვენებები არ არსებობს. ერთადერთი ნაკლი პაციენტთათვის – არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის მიერ. არის შედარებით ძვირი (3000 ლარამდე).
– კლინიკაში დაყოვნება და შემდგომი მოვლა რეაბილიტაცია.
პაციენტი კლინიკაში ოპერაციის შემდგომ ყოვნდება 1 დღით. სრული რეაბილიტაცია – 2-3 კვირა. 3 თვეში ხდება გადაკონტროლება კლინიკურად/დოპლეროგრაფიულად და სპერმოგრამის ანალიზით.
– 40 წლიანი შედეგები მიკროქირურგიული შუნტირების ტექნიკის გამოყენებით
ეს მეთოდი დანერგა ჯერ კიდევ მამაჩემმა – პროფესორმა თამაზ შიოშვილმა 1980-იან წლებში. გაკეთებულია 1000-ზე მეტი ოპერაცია. გამოქვეყნებული აქვს სტატიები და პუბლიკაციები როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ მედია/ჟურნალებში,


