ჯანმრთელი ცხოვრებისათვის

ჰიალურონის მჟავა ოსტეართროზი-გონართროზის დროს

ჰიალურონის მჟავა სახსარშიდა ინექცია

ჰიალურონის მჟავა სახსარშიდა ინექცია მუხლის სახსრის ოსტეართროზი-გონართროზის დროს.

იალურონის მჟავა. სახსარშიდა ინექცია მუხლის სახსრის ოსტეართროზი-გონართროზის დროს.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ძვალკუნთოვანი სისტემის დაავადებათა სამკურნალო საშუალება, ძვლოვანი და სახსროვანი ქსოვილების მეტაბოლიზმის კორექტორი

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: ინექცია კეთდება სახსარშიდა სივრცეში

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ჰიალურონატი (Sodium hyaluronate).

წყარო / წარმოშობა: ეს პროდუქტი ნატრიუმის ჰიალურონატი მიღებულია ფერმენტაციის გზით და გამოიყენება სახსარშიდა ვისკოელასტიურობის გასაუმჯობესებლად, სსაინექციო მიზნით სტერილიზებულია ორთქლით.

შემადგენლობა: 1 მლ ხსნარი შეიცავს ფერმენტაციით მიღებულ, სტერილურ, იზოტონურ, უპიროგენებო, სუსტი ფოსფატის ბოფერის მქონე ნატრიუმის ჰიალურონატს, ph და საინექციო წყალი.

თერაპიული სფერო: დეგენერაციული ან ტრავმული მიზეზით გამოწვეული მუხლის ან სხვა სინოვიალურ სახსარის ტკივილი და სახსრის შეზრუდული მობილობა.

თვისებები და მოქმედების მექანიზმი: სახსარშიდა სითხე ჩვეულებრივ შეიცავს ჰიალურონატს, სითხეს რომელიც განაპირობებს სასრის ელასტიურობას და უზრუნველყოფს უმტკივნეულო მოძრაობას მისი საპოხი და დარტყმის ჩამქრობი თვისებების წყალობით. გარდა ამისა სახსარშიდა სითხე კვებავს სახსრის ხრტილოვან ქსოვილს. დეგენერაციული დაავადების დროს სახსარშიდა სითხის საპოხი თვისება მნიშვნელოვნად მცირდება რაც იწვევს მოძრაობის შეზღუდვას, ტკივიოლს, სახსრის დაზიანებას. ჰიალურონატის სახსარშიდა ინექციის გზით სახსარშიდასითხის ჩანაცვლება აუმჯობესებს სახსარშიდა სითხის საპოხ თვისებას პირველივე ინექციისთანავე, სახსრის მოქნილობა უმჯობესდება და დაზიანებულ ადგილებში ტკივილი მცირდება.

ფორმა: ყოველი კოლოფი შეიცავს სტერილური ნემსით, რომელიც ცალკე სტერილურად არის შეფუთული. მხოლოდ ექიმის მიერ უნდა იქნას გამოყენებული.

რევმატოლოგ ირაკლი შელიასთან ჩასაწერად დარეკეთ
ტელ: +995 555 787 772

თბილისში რეგისტრირებულ პენსიონერებზე მოქმედებს დაფინანსება ჰიალურონის მჟავაზე.

მის: ლუბლიანას 66

ექიმი
ირაკლი შელია
რეაბილიტოლოგი-რევმატოლოგი
საკონტაქტო ინფორმაცია
ღუდუშაურის კლინიკა
ლუბლიანას ქ. 66 / ბოხუას ქ.-ის კვეთა 12, თბილისი
დაჯავშნეთ ვიზიტი
გესაჭიროებათ ექიმთან კონსულტაცია?
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!
გთხოვთ შეავსოთ ფორმა და დაელოდოთ დასტურს
დაჯავშნეთ ეხლა!

სინოვიტი

სითხე მუხლის სახსარში სინოვიტი

გონართროზის დროს სახსარშიდა ინექცია რომელიც აჩერებს პროცეს.

ყალი მუხლში – ზოგადი ტერმინია.

მუხლის სახსარში ზედმეტი სითხის დაგროვება თანამედროვე მედიცინაში ცნობილია სახელწოდებით სინოვიტი, რადგან სახსარში ხდება სწორედ სინოვიური სითხის დაგროვება.

სინოვიტი წარმოადგენს ანთებით პროცესს სახსრის სინოვიური გარსში, რომელიც ხელს უწყობს სინოვიური ჩანთებში ზედმეტი სითხის წარმოქმნას.

სინოვიტის სიმტომები: მუხლის სახსარში სითხის ჩაგროვების პირველი სიმტომია მუხლის ქალა ძვლის („ჩაშკის“) არეში შესამჩნევი, მკვეთრად გამოხატული შეშუპება (შესიება), რომელიც უფრო მუხლის ზედა ნაწილშია მობილიზებული და მეტად გავრცელებული.
გარკვეულ როლს თამაშობს შეშუპების ზომაც. რაც უფრო დიდი ზომისაა შეშუპება, მით უფრო მეტი სინოვიური სითხეა დაგროვილი მუხლის სახსარში.

მეორე სიმტომია კიდურების მოძრაობის ნაწილობრივი ან მთლიანი შეზღუდვა. დიდ რაოდენობით სითხე იწვევს მუხლის სახსრის დეფორმირებას და შესაბამისად შებოჭილობას.

მესამე სიმტომია ხშირი, ყრუ ტკივილები. ხშირად ტკივილის სინდრომის გაძლიერება. ცალკეულ შემთხვევაში, ავადმყოფს არ შეუძლია დააბიჯოს მტკივანი ფეხი და დაეყრდნოს მას.

შესაძლებელია ისეთი სიმტომებიც, როგორიცაა გამაგრებები, ან ზედმეტი ელასტიურობა შესიების არეში. ცალკეულ შემთხვევებში კანის გაწითლებაც.

არც თუ ისე იშვიათად, სინოვიტის დროს ადგილი აქვს სხეულის ტემპერატურის მატებას, ცხელებას, შეინიშნება საერთო სისუსტე. რაც პროვოცირებულია ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესებით.

თუ მუხლის სახსარში სითხეა ჩამდგარი, იზღუდება მოძრაობის დიაპაზონი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეძლებელი ხდება მუხლის ბოლომდე მოხრა და გაშლა.
სინოვიტის სავარაუდო მიზეზები როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სინოვიტის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ტრამვა ან მუხლის დაზიანება, მაგალითად როგორიცაა:

  • სხვადასხვა სახის მოტეხილობა
  • მენისკის დაზიანება;
  • მყესების გაგლეჯა;
  • იოგების დაზიანება;
  • სისხლჩაქცევა;
  • და სხვა…

თუ სინოვიტის მიზეზი ტრამვაა, შესაძლოა მუხლის ზედაპირზე და მის ირგვლივ გავრცელდეს ჩალურჯებები და დაბეჟილობები.

გარდა ტრამვებისა, პრობლემამ შესაძლოა თავი იჩინოს სხვადასხვა სახის ანთებითი პროცესების გამო (ასეპტიკური, ჩირქოვანი, იმუნური).

  • სეპტიკური ართრიტი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ბურსიტი (სახსრების ლორწოვანი ანთება);
  • პოდაგრა (ართრიტის ერთ-ერთი ფორმა, რომელი ხასიათდება მწვავე ტკივილით);
  • ფსევდოპოდაგრა;
  • სხვადასხვა ინფექციები;
  • ოსტეოართროზი (სახსრის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადება, რომელიც აზიანებს სახსრის ხრტილს, იწვევს მის დეფორმაციას);
  • სისხლის შედედების დარღვევა;
  • სიმსივნე;
  • კისტა;
  • და სხვა…

ყველაზე ხშირი და გავრცელებული მიზეზი მუხლის სახსარში სითხის ჩადგომისა არის რევმატიული დაავადებები და მუხლის სახსრების ოსტეოართროზი (ოსტეოართროზი ხასიათდება ხრტილის მდგომარეობის გაუარესებით, რომელიც ფარავს და იცავს სახსრის ზედაპირს.

  • ზედმეტი წონა
  • ხანდაზმული ასაკი
  • სპორტი

სინოვიტის დიაგნოსტიკა: მუხლის სახსარში წყლის ჩადგომა დაკავშირებულია ან სახსრის დაზიანებასთან, ან რაიმე სხვა პათოლოგიასთან, რომელმაც გამოიწვია ეს მოვლენა.

რევმატოლოგ ირაკლი შელიასთან ჩასაწერად დარეკეთ
ტელ: +995 555 787 772

თბილისში რეგისტრირებულ პენსიონერებზე მოქმედებს დაფინანსება ჰიალურონის მჟავაზე.

მის: ლუბლიანას 66

ექიმი
ირაკლი შელია
რეაბილიტოლოგი-რევმატოლოგი
საკონტაქტო ინფორმაცია
ღუდუშაურის კლინიკა
ლუბლიანას ქ. 66 / ბოხუას ქ.-ის კვეთა 12, თბილისი
დაჯავშნეთ ვიზიტი
გესაჭიროებათ ექიმთან კონსულტაცია?
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!
გთხოვთ შეავსოთ ფორმა და დაელოდოთ დასტურს
დაჯავშნეთ ეხლა!

ჰიალურონის მჟავა კოქსართროზის დროს

კოქსართროზის დროს ჰიალურონის მჟავის სახსარშიდა ინექცია

კოქსართროზის დროს სახსარშიდა ინექცია რომელიც აჩერებს პროცეს.

ენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზი

ჰიალურონის მჟავა – სახსარშიდა ინექცია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ძვალკუნთოვანი სისტემის დაავადებათა სამკურნალო საშუალება, ძვლოვანი და სახსროვანი ქსოვილების მეტაბოლიზმის კორექტორი

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: ინექცია კეთდება სახსარშიდა სივრცეში

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ჰიალურონატი (Sodium hyaluronate).

წყარო / წარმოშობა: ეს პროდუქტი ნატრიუმის ჰიალურონატი მიღებულია ფერმენტაციის გზით და გამოიყენება სახსარშიდა ვისკოელასტიურობის გასაუმჯობესებლად, სსაინექციო მიზნით სტერილიზებულია ორთქლით.

შემადგენლობა: 1 მლ ხსნარი შეიცავს ფერმენტაციით მიღებულ, სტერილურ, იზოტონურ, უპიროგენებო, სუსტი ფოსფატის ბოფერის მქონე ნატრიუმის ჰიალურონატს, ph და საინექციო წყალი.

თერაპიული სფერო: დეგენერაციული ან ტრავმული მიზეზით გამოწვეული მუხლის ან სხვა სინოვიალურ სახსარის ტკივილი და სახსრის შეზრუდული მობილობა.

თვისებები და მოქმედების მექანიზმი: სახსარშიდა სითხე ჩვეულებრივ შეიცავს ჰიალურონატს, სითხეს რომელიც განაპირობებს სასრის ელასტიურობას და უზრუნველყოფს უმტკივნეულო მოძრაობას მისი საპოხი და დარტყმის ჩამქრობი თვისებების წყალობით. გარდა ამისა სახსარშიდა სითხე კვებავს სახსრის ხრტილოვან ქსოვილს. დეგენერაციული დაავადების დროს სახსარშიდა სითხის საპოხი თვისება მნიშვნელოვნად მცირდება რაც იწვევს მოძრაობის შეზღუდვას, ტკივიოლს, სახსრის დაზიანებას. ჰიალურონატის სახსარშიდა ინექციის გზით სახსარშიდასითხის ჩანაცვლება აუმჯობესებს სახსარშიდა სითხის საპოხ თვისებას პირველივე ინექციისთანავე, სახსრის მოქნილობა უმჯობესდება და დაზიანებულ ადგილებში ტკივილი მცირდება.

ფორმა: ყოველი კოლოფი შეიცავს სტერილური ნემსით, რომელიც ცალკე სტერილურად არის შეფუთული. მხოლოდ ექიმის მიერ უნდა იქნას გამოყენებული.

პრეპარატი მოქმედების ვადა: 12 თვე

პრეპარატი კეთდება ერთხელ ნებისმიერ სახსარში!

რევმატოლოგ ირაკლი შელიასთან ჩასაწერად დარეკეთ
ტელ: +995 555 787 772

თბილისში რეგისტრირებულ პენსიონერებზე მოქმედებს დაფინანსება ჰიალურონის მჟავაზე.

მის: ლუბლიანას 66

ექიმი
ირაკლი შელია
რეაბილიტოლოგი-რევმატოლოგი
საკონტაქტო ინფორმაცია
ღუდუშაურის კლინიკა
ლუბლიანას ქ. 66 / ბოხუას ქ.-ის კვეთა 12, თბილისი
დაჯავშნეთ ვიზიტი
გესაჭიროებათ ექიმთან კონსულტაცია?
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!
გთხოვთ შეავსოთ ფორმა და დაელოდოთ დასტურს
დაჯავშნეთ ეხლა!

ინვიტრო განაყოფიერება

ინვიტრო განაყოფიერება

ინვიტრო განაყოფიერების აუცილებლობა მაშინ დგება, როდესაც სხვა მეთოდებით მკურნალობა უშედეგოა…

ა არის ინვიტრო განაყოფიერება?!
როდის მიმართავენ პაციენტები ინვიტრო განაყოფიერებაზე ექიმებს?

GGRC-ის კლინიკური დირექტორის მოადგილე, ექიმი მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი – თამარ ნადირაშვილი, გვესაუბრება ინვიტრო განაყოფიერებაზე.

ექიმი
თამარ ნადირაშვილი MD. PhD.
მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი
საკონტაქტო ინფორმაცია
დაჯავშნეთ ვიზიტი
გესაჭიროებათ ექიმთან კონსულტაცია?
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!
გთხოვთ შეავსოთ ფორმა და დაელოდოთ დასტურს
დაჯავშნეთ ეხლა!

გარდამავალი პერიოდი ქალის ცხოვრებაში

გარდამავალი პერიოდი ქალის ცხოვრებაში

მთავარი და მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ქალებისათვის გარდამავალ პერიოდში ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დაცვაა.

ალის ცხოვრების საკვანძო პერიოდი, იგივე კლიმაქსი, გარდამავალი ეტაპია რეპროდუქციული ასაკიდან ხანშიშესულობამდე. თანამედროვე ქალის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 80 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ცხოვრების ერთ მესამედს, სწორედ ეს ეტაპი იკავებს. ამ დროს ძალზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შენარჩუნება, რადგან ორგანიზმში ფიზიოლოგიურად მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები უარყოფითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე, ემოციებზე, ფსიქიკაზე. ქვეითდება ცხოვრების ხარისხი.

გარდამავალ პერიოდში ქალის ორგანიზმში სასქესო ჰორმონების დონე ქვეითდება. ჯერ პროგესტერონის რაოდენობა იწყებს თანდათან კლებას, ხოლო შემდეგ რესტროგენების დონე ეცემა. ეს იწვევს პრაქტიკულად ყველა ორგანოთა სისტემაში არასასურველი ცვლილებების განვითარებას. პირველ ეტაპზე ვლინდება „ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დარღვევები“: ხასიათის შეცვლა, გაღიზიანება, კონფლიქტურობა, ემოციური დაძაბულობა, უმიზეზო ტირილი, შფოთვა, უგუნებობა, სიხარულისა და ინტერესის დაკარგვა ცხოვრების მიმართ, საერთო სისუსტე, უძილობა ან ძილიანობა, გულის ფრიალი, მეხსიერების პრობლემები, გულმავიწყობა. ეს სიმპტომები შესაძლებელია ქალმა ასაკობრივ ჰორმონულ დისბალანსს არც კი დაუკავშიროს, რადგან ისინი ჯერ კიდევ მენსტრუალური ციკლის დარღვევამდე ჩნდება. მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა − მენოპაუზა კლიმაქსური პერიოდის გარდამტეხი მოვლენაა. მისი საშუალო ასაკი 51±2 წელია.

კლიმაქსის ყველაზე ტიპური სიმპტომებია: ალები, ცხელების შეგრძნება, ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, არტერიული წნევის ციფრების მატება. აღმოჩნდა, რომ ქალებს, რომლებსაც აღენიშნებათ ინტენსიური ალები, მაღალი აქვთ ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი. კლიმაქსური პერიოდის მომდევნო ეტაპზე ჩნდება შარდ-სასქესო სისტემის პათოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებული სიმპტომები: შარდის შეუკავებლობა, გახშირებული შარდვა, ღამის შარდვა, საშოს სიმშრალე, შემაწუხებელი ქავილი, ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს და ა.შ.

მენოპაუზურ პერიოდში ესტროგენების დეფიციტს უკავშირდება სახსრების ტკივილი, თვალის ლორწოვანის სიმშრალე. კანზე ჩნდება ნაოჭები, ასაკობრივი პიგმენტური ლაქები. ვითარდება გულ-სისხლძარღთა პათოლოგიები, მეტაბოლური დარღვევები, ოსტეოპოროზი.

კლიმაქსური სინდრომის მკურნალობა აუცილებელია, თუმცა ქალების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ განსხვავებულია. ნაწილს მიაჩნია, რომ კლიმაქსი ჩვეულებრივი მოვლენაა და ჩივილები თავისით გაივლის. ქალების ნაწილი რეკლამებს ადევნებს თვალს და თვითმკურნალობას ეწევა. სამწუხაროდ, მხოლოდ მცირე ნაწილი მიმართავს ექიმს. კლიმაქსური სინდრომის მკურნალობის ოქროს სტანდარტია ნატურალური ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპია. მენოპაუზური ჰორმონოთერაპიის მიმართ დამოკიდებულება ასევე არაერთგვაროვანია. ქალებს აქვთ ონკოლოგიური დაავადებებისა და წონაში მატების შიში, რაც ერთმნიშვნელოვნად ასე არ არის. მთავარია, რომ მენოპაუზური ჰორმონოთერაპია დაინიშნოს კვალიფიციური რეპროდუქტოლოგისა და გინეკოლოგის მიერ, რომელიც სწორად შეაფასებს რისკსა და სარგებელს.

კლიმაქსური სიმპტომების სამკურნალოდ საკმაოდ პოპულარულია ე.წ. ფიტოპრეპარატები. ბევრ მცენარეს აქვს ქალის ნატურალური ჰორმონების − ესტროგენების მსგავსი მოქმედება. ასეთია: სოიო, ბრინჯი, სვია, წითელი სამყურა, ციმიციფუგა. ცნობილი ფაქტია, რომ ჩინელ და იაპონელ ქალებს, რომელთა კვების რაციონი მდიდარია სოიოსა და ბრინჯის პროდუქტებით, კლიმაქსური სიმპტომები ნაკლებად აქვთ გამოხატული. ფიტოპრეპარატები ქალის ორგანიზმში უკავშირდებიან ესტროგენების რეცეპტორებს და იწვევენ ალების, ოფლიანობის, თავის ტკივილისა და კლიმაქსის სხვა სიმპტომების შემცირებას. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია „კლიმაქტოპლანი“ − გერმანული წარმოების მედიკამენტი, რომლის ეფექტიანობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია მრავალი კვლევით.

მთავარი და მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ქალებისათვის გარდამავალ პერიოდში ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დაცვაა. ცნობილია, რომ სიგარეტი, ალკოჰოლი, არაჯანსაღი კვება, ჭარბი წონა, სიმსუქნე ან მასის დეფიციტი უარყოფითად აისახება კლიმაქსური სინდრომის გამოვლინებებზე. დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ თავისებურებებს. რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, ცეკვა, ცურვა, სეირნობა, ძილის რეჟიმის მოწესრიგება, ახლობელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და დადებითი ემოციები, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კლიმაქსური პერიოდის მიმდინარეობას და ცხოვრების ხარისხს. კლიმაქსის სიმპტომების დაწყება სიბერესთან ასოცირდება, თუმცა ქალი საზოგადოებისათვის ყველაზე სასურველი სწორედ 50 წლის შემდეგ არის და თუ ის ინფორმირებულია მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, გარდამავალ პერიოდს ფსიქოლოგიურად მომზადებული ხვდება.

კლიმაქსური სინდრომის მართვა და ამ მიმართულებით ქალთა განათლება ჩვენი ინსტიტუტისა და საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის (დამაარსებელი და პრეზიდენტი − პროფესორი არჩილ ხომასურიძე) ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო და რჩება.

ექიმი
ლალი ფხალაძე MD. PhD.
გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი
დაჯავშნეთ ვიზიტი
გესაჭიროებათ ექიმთან კონსულტაცია?
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!
გთხოვთ შეავსოთ ფორმა და დაელოდოთ დასტურს
დაჯავშნეთ ეხლა!

კავკასიის მედიცინის ცენტრმა JCI აკრედიტაცია მიიღო

კავკასიის მედიცინის ცენტრმა JCI აკრედიტაცია მიიღო

კავკასიის მედიცინის ცენტრმა (CMC) ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს ოქროს ხარისხი მოიპოვა და JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში.

კრედიტაციისთვის მზადების პროცესში, 18 თვის განმავლობაში, ჰოსპიტალმა პაციენტთა უსაფრთხოების გლობალური მიზნების შესაბამისად, 1,200-მდე სტანდარტი დანერგა.

ჰოსპიტლის კომპლექსური შეფასების შედეგად, JCI-ის (Joint Commission International) აკრედიტაციის კომისიის დასკვნით, კავკასიის მედიცინის ცენტრი სრულად აკმაყოფილებს პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს: ამბულატორიული, გადაუდებელი და სტაციონარული მკურნალობის ხარისხით და ეფექტურობით, ინფექციის კონტროლისა და პრევენციის მექანიზმებით, საექთნო ზრუნვით, მედიკამენტების მართვის უსაფრთხო პოლიტიკით, სტრატეგიული მმართველობით და ხარისხის კულტურით, სამედიცინო პერსონალის კომპეტენციით, პაციენტის და მისი ოჯახის წევრების უფლებების დაცვით, ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურით, სამედიცინო მომსახურების უწყვეტი გაუმჯობესების პროცესებით.

JCI – Joint Commission International ჯანდაცვის აკრედიტაციის საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციაა, რომელიც ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხარისხისა და უსაფრთხოების გლობალურ გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ხარისხის ოქროს ბეჭედი (The Gold Seal of Approval), რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრს, როგორც JCI აკრედიტებულ ჰოსპიტალს მიენიჭა, ჯანდაცვის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობას აღნიშნავს.

ღრძილების ანთება – გინგივიტი და პაროდონტიტი

ღრძილების ანთება – გინგივიტი და პაროდონტიტი

რეკომენდებულია, მხოლოდ ზონდირების და პირის ღრუს რენტგენოგრაფიული გამოკვლევის შემდგომ დაისვას გინგივიტის და პაროდონტიტის დიაგნოზი!

ინგივიტი და პაროდონტიტი, ამ დაავადებების დამახასიათებელი ჩივილები…
რა შემთხვევაშია საჭირო რეგენერაციული ქირურგიული ჩარევა?!
რა არის პაროდონტოლოგიური ზონდი და როგორ ხდება დიაგნოზის დასმა მისი მეშვეობით?
გაწუხებთ გინგივიტი ან პაროდონტიტი?

დაგვიკავშირდით: (032) 2 599 599

ექიმი
თამარ ნადირაშვილი MD. PhD.
მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი
საკონტაქტო ინფორმაცია
დაჯავშნეთ ვიზიტი
გესაჭიროებათ ექიმთან კონსულტაცია?
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!
გთხოვთ შეავსოთ ფორმა და დაელოდოთ დასტურს
დაჯავშნეთ ეხლა!

სს “ჯერარსი” მიიღო TEMOS საერთაშორისო აკრედიტაცია

ჯერასი მიიღო TEMOS საერთაშორისო აკრედიტაცია

სს “ჯერარი” TEMOS-ის პირველი ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი დაწესებულება საქართველოში.

TEMOS-ის აკრედიტაცია ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ხარისხის ნიშანია ჯანდაცვის სფეროში.

– ჯერარსის კლინიკის დირექტორი

სს

ჯერარსმა 2024 წლის ოქტომბერში ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა და გახდა TEMOS-ის (INTERNATIONAL HEALTHCARE ACCREDITATION – TEMOS) პირველი აკრედიტებული ჯანდაცვის დაწესებულება საქართველოში. ეს მიღწევა მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან სს ჯერარსი გახდა Temos-ის აკრედიტებული პირველი საავადმყოფო საქართველოში, რომელიც ფლობს და ნერგავს ახალ მსოფლიო დონის სტანდარტებს „ხარისხი სამედიცინო მომსახურებაში“ ჯანდაცვის ხარისხისა და პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვისთვის. TEMOS-ის აკრედიტაცია ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ხარისხის ნიშანია ჯანდაცვის სფეროში. იგი მოიცავს დეტალურ შეფასებასა და შემოწმებას. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთი კრიტერიუმების შესრულებას, როგორიცაა: პაციენტთა უსაფრთხოება; სამედიცინო მომსახურების ხარისხი; ინფექციების კონტროლი და პრევენცია; ექიმებისა და ექთნების პროფესიული კომპეტენცია; უწყვეტი განათლება; ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება; მენეჯმენტისა და მართვის პროცესები, სხვა.

სს ,,ჯერარსის” დირექტორის შეფასებით „ეს დიდი აღიარება არის ჩვენი კლინიკისა და მთელი ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. TEMOS-ის აკრედიტაციის მოპოვება გვაძლევს შესაძლებლობას, გავაფართოვოთ საერთაშორისო პარტნიორობა და კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები, როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ და გლობალურ დონეზე. TEMOS-ის აკრედიტაცია წარმოადგენს კლინიკის ხარისხის მენეჯმენტისა და ჯანდაცვის სერვისების მუდმივი გაუმჯობესების პროცესს, რომელიც ითვალისწინებს როგორც პაციენტთა უსაფრთხოებას, ისე პერსონალის კომპეტენციას და ინფრასტრუქტურულ უსაფრთხოებას”.

სს ჯერარსი ასევე ფლობს ‘’Diplomatic Council (DC)“-ის სერთიფიკატს „სასურველი პარტნიორი ჰოსპიტალი“ (Preferred Partner Hospital). Temos International-ს აქვს ექსკლუზიური პარტნიორობა DC-თან Temos-ის მიერ აკრედიტებული ობიექტებისთვის (დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ DC-ის ვებსაიტს www.diplomatic-council.org) სერთიფიკატის მფლობელი „ჯერარსი“ დასახელებულია, როგორც დიპლომატიური საბჭოს ‘’Preferred Partner Hospital“ (სასურველი პარტნიორი ჰოსპიტალი). ამ სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ – ამ მსოფლიო დონის უმაღლესი ხარისხის სერთიფიკატის მფლობელმა წარმატებით გაიარა დიპლომატიური საბჭოს უმაღლესი ჰოსპიტალური კვალიფიკაციის სტანდარტები, რაც შეფასდა Temos International Healthcare Accreditation (TIHA)-ს მიერ. თავად დიპლომატიური საბჭო არის გლობალური „think tank“, რომელიც აკრედიტირებულია გაეროს მიერ

ინტიმური ზონის სრული რეკონსტრუქციული ოპერაციები

ინტიმური ზონის სრული რეკონსტრუქციული ოპერაციები

ინოვაცია!
გთავაზობთ ინტიმური ზონის სრულ რეკონსტრუქციულ ოპერაციებს.

აერთაშორისო მასშტაბით აღიარებული და გამოცდილი პლასტიკური ქირურგი, ესთეტიკური გინეკოლოგი – თინათინ თომაძე, ულტრათანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, ატარებს ინტიმური ზონის სრულ რეკონსტრუქციულ და გამაახალგაზრდავებელ ოპერაციებს.

  • ვაგინოპლასტიკა – საშოს კედლების აღდგენა ქირურგიული მეთოდით;
  • ლაბიოპლასტიკა – მცირე სასირცხო ბაგეების პლასტიკა ქირურგიული მეთოდით;
  • დიდი სასირცხო ბაგეების პლასტიკა ქირურგიული მეთოდით;
  • კონტურული პლასტიკა – დიდი ბაგეების პლასტიკა ფილერის ან ცხიმის გამოყენებით;
  • G წერტილის აუგმენტაცია – მგრძნობელობის მომატება;
  • ანორგაზმიის მკურნალობა;
  • ინტიმური ზონის პილინგი – პიგმენტური კანის გაღიავება რამდენიმე ტონით;
    მცირე ინვაზიური ვაგინოპლასტიკა – აპტოს ძაფების გამოყენებით.

აღნიშნული ოპერაციები სჭირდება ფიზიოლოგიურად ნამშობიარებ ყველა ქალს და არა მხოლოდ! დაჯავშნეთ თქვენი ვიზიტი და ჩაეწერეთ კონსულტაციაზე გამოცდილ პლასტიკურ ქირურგთან!

წინასწარი ჩაწერა: 032 009 009

მიღების საათები: 18:00-დან 22:00-მდე.

ექიმი
თინათინ თომაძე
მეან-გინეკოლოგი, ესთეტიკური გინეკოლოგი
საკონტაქტო ინფორმაცია
დაჯავშნეთ ვიზიტი
გესაჭიროებათ ექიმთან კონსულტაცია?
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!
გთხოვთ შეავსოთ ფორმა და დაელოდოთ დასტურს
დაჯავშნეთ ეხლა!

ულტრაბგერითი გამოკვლევა

აქცია ულტრაბგერითი გამოკვლევა

გთავაზობთ ჩაიტაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა თანამედროვე აპარატით VOLUSON E8

ეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი-ხელმ. პროფესორი არჩილ ხომასურიძე გთავაზობთ ჩაიტაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა თანამედროვე აპარატით VOLUSON E8, რომელიც იძლევა ექოსკოპიური დიაგნოსტიკის საშუალებას უახლესი 4D ტექნოლოგიით და ქმნის მოცულობითი სამგანზომილებიანი გამოსახულების მიღების შესაძლებლობას.

იგი საუკეთესოა ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების ნაადრევი დიაგნოსტიკის თვალსაზრისით.

გთავაზობთ შემდეგი სახის გამოკვლევებს:

  • სამეანო და გინეკოლოგიური,
  • მუცლის ღრუს ორგანოების,
  • საშარდე სისტემის,
  • ფარისებრი ჯირკვლის,
  • რბილი ქსოვილების

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა:  +995 599 10 40 60

გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

ექიმი
დაჯავშნეთ ვიზიტი
გესაჭიროებათ ექიმთან კონსულტაცია?
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!
გთხოვთ შეავსოთ ფორმა და დაელოდოთ დასტურს
დაჯავშნეთ ეხლა!