ციტოლოგია
კლინიკური ციტოლოგია - დამოუკიდებელი კლინიკური დისციპლინაა, რომელსაც მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური შესაძლებლობები გააჩნია განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ღია ბიოფსიის განხორციელება მიზანშეწონილი არ არის ან შეუძლებელია ორგანოს ანატომიური აგებულების, პათოლოგიური პროცესის სიმცირის, ლოკალიზაციის, დაავადების პროგრესირების საშიშროების ან სხვა გარემოებების გამო.
ციტოლოგიური კვლევა გულისხმობს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების უჯრედულ დონეზე შესწავლას და მიკროსკოპის მეშვეობით კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პროცესების დიფერენცირებას, რაც დაავადების ადრეულ სტადიაში განკურნების შესაძლებლობას იძლევა.
ციტოლოგიური მეთოდი არის მარტივი, უმტკივნეულო პროცედურა, მოითხოვს უმნიშვნელო დროს, ნაკლებად ტრავმულია და არ იწვევს გართულებებს.