ექიმები საზღვრებს გარეთ
ამ კატეგორიაში ჩვენ გაგაცნობთ წარმატებულ ქართველ ექიმებს, ჩვენს საამაყო პროფესიონალებს საზღვარგარეთ, ასევე მათ უცხოელ კოლეგებს, ვისგანაც შეგიძლიათ გაიგოთ „მეორე აზრი“ პაციენტის სამედიცინო ისტორიის შესახებ ტელემედიცინის საშუალებით. დღეს-დღეობით, ტელემედიცინა პაციენტთა დიაგნოსტიცირების და მკურნალობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეთოდს წარმოადგენს და მსოფლიო ჯანდაცვის სექტორში მედიცინის ეს მიმართულება სულ უფრო აქტუალური ხდება. შეგიძლიათ დაგეგმოთ ონლაინ კონსულტაცია ჩვენს ექიმებთან მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში, შეიტყოთ მათგან უფრო მეტი მკურნალობის ახალ მიდგომებზე, რომელიც აპრობირებულია საზღვარგარეთ.