სინოვიტი
სითხე მუხლის სახსარში სინოვიტი
გონართროზის დროს სახსარშიდა ინექცია რომელიც აჩერებს პროცეს.
წყალი მუხლში – ზოგადი ტერმინია.
მუხლის სახსარში ზედმეტი სითხის დაგროვება თანამედროვე მედიცინაში ცნობილია სახელწოდებით სინოვიტი, რადგან სახსარში ხდება სწორედ სინოვიური სითხის დაგროვება.
სინოვიტი წარმოადგენს ანთებით პროცესს სახსრის სინოვიური გარსში, რომელიც ხელს უწყობს სინოვიური ჩანთებში ზედმეტი სითხის წარმოქმნას.
სინოვიტის სიმტომები: მუხლის სახსარში სითხის ჩაგროვების პირველი სიმტომია მუხლის ქალა ძვლის („ჩაშკის“) არეში შესამჩნევი, მკვეთრად გამოხატული შეშუპება (შესიება), რომელიც უფრო მუხლის ზედა ნაწილშია მობილიზებული და მეტად გავრცელებული.
გარკვეულ როლს თამაშობს შეშუპების ზომაც. რაც უფრო დიდი ზომისაა შეშუპება, მით უფრო მეტი სინოვიური სითხეა დაგროვილი მუხლის სახსარში.
მეორე სიმტომია კიდურების მოძრაობის ნაწილობრივი ან მთლიანი შეზღუდვა. დიდ რაოდენობით სითხე იწვევს მუხლის სახსრის დეფორმირებას და შესაბამისად შებოჭილობას.
მესამე სიმტომია ხშირი, ყრუ ტკივილები. ხშირად ტკივილის სინდრომის გაძლიერება. ცალკეულ შემთხვევაში, ავადმყოფს არ შეუძლია დააბიჯოს მტკივანი ფეხი და დაეყრდნოს მას.
შესაძლებელია ისეთი სიმტომებიც, როგორიცაა გამაგრებები, ან ზედმეტი ელასტიურობა შესიების არეში. ცალკეულ შემთხვევებში კანის გაწითლებაც.
არც თუ ისე იშვიათად, სინოვიტის დროს ადგილი აქვს სხეულის ტემპერატურის მატებას, ცხელებას, შეინიშნება საერთო სისუსტე. რაც პროვოცირებულია ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესებით.
თუ მუხლის სახსარში სითხეა ჩამდგარი, იზღუდება მოძრაობის დიაპაზონი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეძლებელი ხდება მუხლის ბოლომდე მოხრა და გაშლა.
სინოვიტის სავარაუდო მიზეზები როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სინოვიტის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ტრამვა ან მუხლის დაზიანება, მაგალითად როგორიცაა:
- სხვადასხვა სახის მოტეხილობა
- მენისკის დაზიანება;
- მყესების გაგლეჯა;
- იოგების დაზიანება;
- სისხლჩაქცევა;
- და სხვა…
თუ სინოვიტის მიზეზი ტრამვაა, შესაძლოა მუხლის ზედაპირზე და მის ირგვლივ გავრცელდეს ჩალურჯებები და დაბეჟილობები.
გარდა ტრამვებისა, პრობლემამ შესაძლოა თავი იჩინოს სხვადასხვა სახის ანთებითი პროცესების გამო (ასეპტიკური, ჩირქოვანი, იმუნური).
- სეპტიკური ართრიტი;
- რევმატოიდული ართრიტი;
- ბურსიტი (სახსრების ლორწოვანი ანთება);
- პოდაგრა (ართრიტის ერთ-ერთი ფორმა, რომელი ხასიათდება მწვავე ტკივილით);
- ფსევდოპოდაგრა;
- სხვადასხვა ინფექციები;
- ოსტეოართროზი (სახსრის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადება, რომელიც აზიანებს სახსრის ხრტილს, იწვევს მის დეფორმაციას);
- სისხლის შედედების დარღვევა;
- სიმსივნე;
- კისტა;
- და სხვა…
ყველაზე ხშირი და გავრცელებული მიზეზი მუხლის სახსარში სითხის ჩადგომისა არის რევმატიული დაავადებები და მუხლის სახსრების ოსტეოართროზი (ოსტეოართროზი ხასიათდება ხრტილის მდგომარეობის გაუარესებით, რომელიც ფარავს და იცავს სახსრის ზედაპირს.
- ზედმეტი წონა
- ხანდაზმული ასაკი
- სპორტი
სინოვიტის დიაგნოსტიკა: მუხლის სახსარში წყლის ჩადგომა დაკავშირებულია ან სახსრის დაზიანებასთან, ან რაიმე სხვა პათოლოგიასთან, რომელმაც გამოიწვია ეს მოვლენა.
რევმატოლოგ ირაკლი შელიასთან ჩასაწერად დარეკეთ
ტელ: +995 555 787 772
თბილისში რეგისტრირებულ პენსიონერებზე მოქმედებს დაფინანსება ჰიალურონის მჟავაზე.
მის: ლუბლიანას 66