ვიოლეტა აშიროვა - ცხოვრების კრედო
პასუხისმგებლობა, თანაგრძნობა, თანადგომა.
დაჯავშნეთ ვიზიტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა
ექიმის სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!
პროფესიული უნარები
პერსონალური ინფორმაცია
ვიოლეტა აშიროვა
დაბადების თარიღი: 09,01,1979
სპეციალობა: მეანობა-გინეკოლოგია, ექოსკოპია
სამუშაო ადგილი/თანამდებობა:
- კლინიკა ლავიტას ხელმძღვანელი, დამფუძნებელი.
საქმიანობის სფერო: მეანობა-გინეკოლოგია, ინვიტრო განაყოფიერება, ესთეტიკური გინეკოლოგოა, ექოსკოპია
საექიმო საქმიანობის სტაჟი: 2008 წლიდან
- გინეკოლოგიური და რეპროდუქციულ- ენდოკრინოლოგიური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, უნაყოფობის მიზეზების დადგენა და მკურნალობა.
- ფიზიოლოგიური და პოსტოპერაციული (საკვერცხეების ორმხრივი ამოკვეთა) კლიმაქტერული პერიოდის და საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომის მართვა.
- ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობა და მკურნალობა პათოლოგიის დადგენის შემთხვევაში.
- ნაყოფისმიერი ორსულობის დანაკარგების ( თვითნებითი აბორტები, მკვდრადშობადობა) მიზეზების დადგენა და მკურნალობა და განმეორებითი ორსულობის დანაკარგების პროფილაქტიკა.
- უნაყოფობის გამო ნამკურნალები და ენდოკრინული დარღვევების მქონე ქალების ორსულობის მართვა.
- რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნების ადრეული დიაგნოსტიკა,
- მცირე გინეკოლოგიური ოპერაციები.
- 1996-2002 – სამედიცინო უნივერსიტეტი „საქართველო“;
- 2003 – სახელმწიფო სერთიფიკატი – ზოგადი პროფილის ექიმი, მკურნალი;
- 2005-2007 – კლინიკური ორდინატურა უკრაინის სტომატოლოგიურ აკადემიაში- მეანობა- გინეკოლოგია;
- 2008 – სახელმწიფო სერთიფიკატი – მეანობა-გინეკოლოგია;
- 2011 – სუბსფეციალობა- გენიტალური ორგანოების ექოსკოპია;
- 2024 წელს – თურქეთი, ქ. ტრაბზონის სახელმწიფო კლინიკა – Faraab-ი, სტაჟირება ინვიტრო განაყოფირების 1 თვიანი კურსი და ესთეტიკური გინეკოლოგოა.
- 2008 წლიდან – დღემდე – ქ.რუსთავის კლინიკა „ ოჯახის ექიმი“ – მეან-გინეკოლოგი;
- 2010 წლიდან – დღემდე – „ავერსის კლინიკა“- რუსთავის ფილიალი- ექიმი მეან-გინეკოლოგი;
- 2013 წლიდან – დღემდე – კლინიკა „რუსთავი“ -ექიმი მეან-გინეკოლოგი
- 2014 -2020 – კლინიკა „ვივამედი“ – ექიმი მეან-გინეკოლოგი
- 2024 წლიდან კლინიკა ლავიტას ხელმძღვანელი, დამფუძნებელი.
- გინეკოლოგთა ასოცოაციის წევრი.
- საერთაშორისო ექიმთა ასოცოაციის წევრი.
- მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებზე.
ქართული – მშობლიური
რუსული – სრულყოფილად
ინგლისური – სრულყოფილად
აზერბაიჯანული და თურქული – კარგად