piris-grus-mkurnaloba

პირის ღრუს მკურნალობა

ღიმილს მომხიბვლელსა და სასიამოვნოს, პირველ რიგში, კბილებს თეთრი, ჯანსაღი ფერი და ბრწყინვალება ხდის.

nato-kikadze

ნატო კიკაძე

სტომატოლოგი, თერაპევტი

კბილების პროთეზირება

კბილის პროთეზირების მიზანია დაკარგული კბილების ნაწილობრივი ან მთლიანი აღდგენა. ეს ემსახურება არა მხოლოდ ესთეტიკას, არამედ ჯანმრთელობასა და ფუნქციურობას. პროთეზირების საშუალებით შესაძლებელია ღეჭვითი ფუნქციის 50%-მდე აღდგენა. “ნატალის დენტალ სტუდიო” გთავაზობთ მოსახსნელ პროთეზირებას. მოსახსნელი პროთეზები მზადდება კბილების სრული ან ნაწილობრივი არარსებობისას. შედგება ბაზისისაგან, ხელოვნური კბილებისაგან და ემატება საფიქსაციო ელემენტები. ბაზისის დამზადება შესაძლებელია განსხვავებული ელასტიურობისა და დრეკადობის მქონე მასალებისაგან. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენ უნდა ატაროთ მოსახსნელი პროთეზი, ის კომფორტული უნდა იყოს. ეს არის ის, რაზეც ჩვენ პირველ რიგში ყურადღებას ვამახვილებთ დიზაინისა და მასალის არჩევისას.

კბილების გათეთრება

კბილების პროფესიული წმენდა გულისხმობს ულტრა თანამედროვე აპარატურის გამოყენებით კბილის ქსოვილის ზედაპირიდან რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოშორებას უსაფრთხო აპარატურის გამოყენებით. ნადებისაგან კბილების წმენდა არა მარტო პირის ღრუსა და კბილების ვიზუალის გაუმჯობესების, არამედ პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკის ყველაზე პოპულარული მეთოდია. წმენდის შედეგად კბილის ქსოვილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი. გარდა ამისა, პროფესიული წმენდა და ჰიგიენის შენარჩუნება ღრძილების დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკაც არის. ამასთან ერთად, წმენდა იცავს უკვე არსებულ ბჟენებს დაზიანებისაგან და მათი ხანგრძლივი გამოყენების გარანტიაა.

ხშირად ისეთ საკვებს მივირთმევთ, რომელიც იწვევს კბილის ქსოვილის ფერის ცვლილებას (ყავა, ჩაი, წითელი ღვინო და ა.შ.), ამასთან ერთად, პირის ღრუში არსებული რბილი ნადები, გარკვეული პერიოდის შემდგომ განიცდის მინერალიზაციას, რომლის შედეგადაც ყალიბდება კბილის ქვა, რაც, თავისთავად, იწვევს ღრძილის რეტრაქციას (ე.წ ღრძილის დაწევა), რის შედეგადაც ვითარდება ღრძილის ანთება, ჩნდება პათოლოგიური ჯიბეები და ჰალითოზი (უსიამოვნო სუნი) პირის ღრუში.

სახლის პირობებში პირის ღრუს მოვლა, ვერ უზრუნველყოფს რთულად მისაწვდომ ადგილებში ნადების სრულყოფილ მოშორებას, ისე, რომ არ დავაზიანოთ ღრძილები, ამიტომ, 6 თვეში ერთხელ აუცილებელია პაროდონტოლოგთან ვიზიტი. პროფესიული წმენდა გულისხმობს: კბილის ქვების მოშორებას მექანიკური ინსტრუმენტებით ან/და ულტრაბგერების საშუალებით, ასევე ზედაპირული ნადების მოშორებას, რომელიც წარმოიქმნება კბილის ზედაპირზე ისეთი პროდუქტებისგან, როგორებიცაა ყავა, ჩაი, ნიკოტინი და ა.შ.

“ნატალის დენტალ სტუდიო” გთავაზობთ პროფესიული წმენდის მანიპულაციის მთელ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს პირი ღრუს ქსოვილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მასში შედის ულტრაბგერის აპარატის, Air-Flow-ის სისტემის გამოყენება, პოლირება სპეციალური პასტებით და რემთერაპიის (რემინერალიზაცია) პროცედურები.

საზოგადოებაში გავრცელებულია მცდარი შეხედულება კბილების პროფესიულ წმენდასთან დაკავშირებით და ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტებს კბილების პროფესიული წმენდა კბილების გათეთრების ერთ-ერთი მეთოდი ჰგონიათ. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ კბილების პროფესიული წმენდის დროს, კბილების ზედაპირს შორდება ქვები და საკვებისგან წარმოქმნილი მუქიფერის ნადები. სწორედ ამიტომ, ეს პროცედურა პაციენტის კბილებს უბრუნებს ბუნებრივ ფერს და ვიზუალურად ღიმილი უფრო თეთრი და მომხიბვლელი ხდება, ვიდრე პროცედურამდე იყო. იმისთვის, რომ თქვენი კბილები ბუნებრივ ფერთან შედარებით რამდენიმე ტონით გათეთრდეს აუცილებელია კბილების გათეთრებისათვის საჭირო პროცედურების ჩატარება. ღიმილს მომხიბვლელსა და სასიამოვნოს, პირველ რიგში, კბილებს თეთრი, ჯანსაღი ფერი და ბრწყინვალება ხდის.

აღნიშნული პროცედურა არ არის ხანგრძლივი და ხასიათდება მაღალი ეფექტურობით. პროცედურა პაციენტისათვის სრულიად უმტკივნეულოა და შესაძლებელია კბილების გათეთრება 5-7 ტონით. მოსაზრება იმის შესახებ, რომ კბილის გათეთრების პროცედურა აზიანებს კბილის ქსოვილებს და ემალის საფარს საჭირო მინერალებს აკარგვინებს, მცდარია. კბილის გათეთრების თანამედროვე პროცედურები სრულიად უსაფრთხოა პაციენტის პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, არა მარტო იმ აპარატურას, რომელიც გამოიყენება უშუალოდ პროცდურის დროს, არამედ სტომატოლოგის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმსაც. სწორად ჩატარებული პროცედურა არ დააზიანებს თქვენს კბილებს და მიანიჭებს მას მიმზიდველ, კაშკაშა ფერს.

კბილის კარიესი

კვება – კარიესის წარმოქმნაში დიდი მნიშველობა აქვს კვების ხასიათს. მრავალრიცხოვანი კლინიკური და ექსპერიმენტული გამოკვლევებით დადგენილია, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება ზრდის კარიესის განვითარების რისკს.
გადატანილი დაავადებები – კბილის მინანქარი არის მაღალმინერალიზებული ქსოვილი, გადატანილი დაავადებები რომლებიც იწვევენ ნერწყვის შემადგენლობის ხარისხობრივ და რაოდენობრივ ცვლილებს ირიბად მოქმედებენ დემინერალიზაციის პროცესზე და შესაბამისად იწვევენ კარიესს.
მიკროორგანიზმების მნიშვნელობა – კბილის მინანქრის ზედაპირთან მიკროორგანიზმებისა და ნახშირწყლების კონტაქტის გარეშე კარიესი არ წარმოიქმნება. ბაქტერიების სიმრავლე კარიესის გამომწვევი ერთ-ერთი პირდაპირი მიზეზია.

კბილის ქსოვილების გარე ფაქტორების ზემოქმედება – ცნობილია, რომ სხივური თერაპიის შეეგად, განსაკუთრებით თავის და კისრის მიდამოში, 6-8 თვის შემდეგ ჩნდება კბილების დაზიანების ნიშნები თეთრი ლაქების სახით, შემდეგ კი ყალიბდება კარიესული ღრუები.

კბილის ნადები – ესაა ბაქტერიების გროვა, რომლებიც მჭიდროდ ეკვრიან კბილის ზედაპირს და განსაზღვრულ პირობებში გარკვეულ უბანზე შეუძლიათ შექმნან მინანქრის დემინერალიზაციისათვის საკმარისი მჟავე გარემო. კბილის ნადები არის გამჭვირვალე, რბილი, წებოვანი მასალა, რომელიც თითქმის მთლიანად შედგება ბაქტერიებისა და მათი ცხოველქმედების პროდუქტებისგან. მას აქვს მიმაგრების ამორჩეული ადგილები, რაც განსაზღვრავს კარიესული დაზიანების ლოკალიზაციას.

ნერწყვის დაცვითი მნიშვნელობა – ნერწყვის საშუალებით ორგანიზმი ახდენს პირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმების კონტროლს. პირის ღრუს ნორმალური ფლორა იცავს გარედან მოხვედრილი მრავალი პათოლოგიური მიკროორგანიზმებისგან. შესაბამისად ნერწყვის ჯანსაღ შემადგენლობაში (ორგანიზმში განვითარებული გარკვეული დაავადებების ფონზე) ნებისმიერი ცვლილება, შეიძლება გახდეს კარიესის განვითარების წინაპირობა.

კარიესის განვითარების პროცესის შეჩერების შემთხვევაში (სანამ ის დენტინის საზღვარს მიაღწევს), ფთორის დახმარებით შესაძლებელია კბილის მინანქრის ნორმალური სტრუქტურის აღდგენა, ანუ რემინერალიზაცია. ფთორით მკურნალობა გულისხმობს ფთორის ძლიერი შემცველი პირის სავლების დანიშვნას. როგორც კი კარიესული პროცესი დენტინის საზღვარს მიაღწევს, სტომატოლოგები ამუშავებენ დაზიანებულ უბანს, აცილებენ დარბილებულ მასას და დამუშავებულ სივრცეს საბჟენი მასალით (აღდგენა) ავსებენ. ადრეულ ეტაპზე კარიესის მკურნალობა ხელს უწყობს კბილის სიმტკიცის შენარჩუნებას და პულპის დაზიანების შანსს ამცირებს.

საბჟენი მასალები/შემავსებლები: ბჟენები მზადდება სხვადასხვა მასალისგან და მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც კბილის შიდა, ასევე გარე ზედაპირების დასაბჟენად. ვერცხლის ამალგამა (ვერცხლისწყლის, ვერცხლის, სპილენძის, კალისა და, ზოგჯერ თუთიის, პალადიუმის, ან ინდიუმის კომბინაცია) ყველაზე ხშირად გამოსაყენებელი საბჟენი მასალაა უკანა კბილების დაზიანების შემთხვევაში, სადაც მნიშვნელოვანია სიმაგრე და ვერცხლის ფერიც შედარებით შეუმჩნეველია. ვერცხლის ამალგამა გაცილებით იაფია და დაახლოებით 14 წლის განმავლობაში ძლებს. თუმცა, თუ დაბჟენა ყურადღებით არის შესრულებული, გამოყენებულია რაბერ დამი (Rubber Dam) და პაციენტი პირის ღრუს მკაცრ ჰიგიენას იცავს. ამალგამას ბჟენმა შესაძლებელია >;40 წლის განმავლობაში გაძლოს. ვერცხლის ამალგამადან გამოჟონილი ვერცხლისწყლის რაოდენობა ძალზე მცირეა იმისთვის, რომ პაციენტის ჯანმრთელობაზე გავლენა იქონიოს. ოქროს შემავსებლები (შიდა ჩანართები და იმპლანტები), ძალიან ეფექტურია, მაგრამ ძვირი მასალაა. ამასთან, მათ პერმანენტულად დასაფიქსირებლად აუცილებელია სულ მცირე, ორი ვიზიტი სტომატოლოგთან. წინა კბილების შემთხვევაში, სადაც ვერცხლი შეიძლება შესამჩნევი იყოს, იყენებენ კომპოზიტებს ფისისა და /ან ფაიფურის ბაზაზე. ეს მასალები სულ უფრო ხშირად გამოიყენება უკანა კბილების რესტავრაციისთვისაც. თუმცა, მათ აქვთ უპირატესობა, ფერი და გამჭვირვალობა უფრო მეტად მიუახლოვდეს ბუნებრივს, ისინი გაცილებით ძვირია ვერცხლის ამალგამასთან შედარებით და დიდხანს მათი შენარჩუნება რთულია, განსაკუთრებით ეს ეხება უკანა კბილებს, რომლებზეც ღეჭვის ძალა ნაწილდება.

მინაიონომერული ცემენტი აკმაყოფილებს ფერთან დაკავშირებულ ესთეტიკურ პარამეტრებს და ისეა ფორმირებული, რომ დაბჟენისთანავე გამოყოფს ფთორს, რაც ძალიან ეფექტურია კარიესისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებისთვის. მინაიონომერი კბილების გადამეტებული წმენდით (ჯაგრისით) დაზიანებული უბნების აღსადგენადაც გამოიყენება.

ფესვის არხის მკურნალობა და კბილის ექსტრაქცია/ამოღება: როდესაც კბილის კარიესული დაზიანება საკმარისად ღრმად ჩადის და პერმანენტულად აზიანებს პულპას, ტკივილის ელიმინაციის ერთადერთი გზა ფესვის არხიდან (ენდოდონტური) პულპის, რბილობის მოცილება ან კბილის ამოღებაა (ექსტრაქცია). კბილის ამოღების შემთხვევაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეფასდეს მისი ჩანაცვლების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეზობლად მდებარე კბილებმა შეიძლება შეიცვალონ პოზიცია და პაციენტის თანკბილვა შეცვალონ. კარიესის მკურნალობა გულისხმობს, კარიესის ღრუს წმენდას და შევსებას საჭირო საბჟენი მასალით. მკურნალობის შედეგად აღდგება კბილის ქსოვილის მთლიანობა და აღმოიფხვრება კარიესის პროგრესირება.

ჩაეწერეთ წინასწარ „ნატალის დენტალ სტუდიოში“ ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთს აწყის სტადიაზე გამოავლინოთ, უმკურნალოთ და შეინარჩუნოთ თქვენი კბილების ჯანმრთელობა.

nato-kikadze

ნატო კიკაძე

სტომატოლოგი, თერაპევტი

საკონტაქტო ინფორმაცია

ნატალის დენტალ სტუდიო

დ. აღმაშენებლის გამზ. #78, თბილისი,

+995 599 58 06 79

drnatalikikadze@gmail.com

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-შაბ. – 10:00 – 20:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

380