lali-tskhovrebashvili-interviu

ლალი ცხოვრებაშვილის ინტერვიუ

დედამ, ქალმა მაინც უნდა გააჩინოს შვილი! ეს ჩემი კრედოა.

lali-tskhovrebashvili

ლალი ცხოვრებაშვილი MD.

მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი

„როდესაც დაიბადება ბავშვი, მას სჭირდება დედის და არა უცხო ადამიანების მზრუნველობა.“ – ლალი ცხოვრებაშვილი

დედა! ეს არის სიტყვა, რომლის მოსმენაც ნებისმიერი ქალის ოცნებაა, მაგრამ ზოგჯერ ოცნება ოცნებად რჩება. მისი გამომწვევი მიზეზი კი ათასგვარია. რამდენი ქალბატონია, რომელთაც მიუმართავთ ექიმისთვის, უმკურნალიათ პარტნიორთან ერთად ამასობაში წლები გასულა, მაგრამ უშედეგოდ. როგორც უკვე ავღნიშნე ყველა ექიმს არ შეუძლია აჩუქოს წყვილს ბედნიერება შვილის სახით, ეს მხოლოდ მაღალკვალიფიციურ-პროფესიონალ, მრავალგზის გამოცდილ ექიმს შეუძლია. რომელიც არ გაუცრუებს იმედს პაციენტს და მდგომარეობას რეალურად შეაფასებს. საქართველოში ჩვენდა საბედნიეროდ მრავლად გვყავს ასეთი მაღალი დონის სეციალისტები, რომლებიც თანამედროვე რეპროდუქტოლოგიაში მწვერვალებს იპყრობენ. მინდა VIMED.GE- ს მკითხველს წარვუდგინო ჩვენს ქვეყანაში ერთერთი საუკეთესო ექიმი კლინიკა „კარაპს მედლაინი“-ს და რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსი“- ს რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი-ენდოსკოპისტი, მედიცინის დოქტორი ქ.ნ ლალი ცხოვრებაშვილი. რომელმაც არაერთგზის დაამარცხა უშვილობა და მიაღწია წარმატებას ამ საქმეში. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს თუ რა იწვევს ამ პრობლემას, შესაძლებელია თუ არა მრავალწლიანი უშვილობის შემდეგ დაფეხმძიმება, რამდენად რეალურია მივაღწიოთ სასურველ შედეგს რუბრიკაში „ინტერვიუ ექიმთან“ ქალბატონი ლალი დაწვრილებით გვპასუხობს.

-ქ.ნ ლალი, თუ შეგიძლიათ დაასახელეთ ის ვადა, რომელიც წყვილმა უნდა ჩათვალოს საჭიროდ, რომ გაიაროს კონსულტაცია რეპოდუქტოლოგთან.

-საერთოდ, როდესაც ოჯახი იგეგმება და წყვილი ოფიციალურად თუ არაოფიციალურად არის ერთად, ერთი წლის განმავლობაში თუკი ქალი თავს არ იცავს და არ ორსულდება, ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ-რეპროდუქტოლოგს და გაარკვიოს, რატომ არ დგება სასურველი ორსულობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი წელი თვალდახუჭულმა უნდა ელოდოს. იმ შემთვევაში თუ რაიმე ჩივილები აქვს პაციენტს დაკავშირებული ციკლთან, ჭარბთმიანობასთან ან წონის მატებასთან მან მაშინვე უნდა მიმართს ექიმს, რომც არ ყავდეს მეუღლე და არ ქონდეს დაგეგმილი შვილოსნობის განხორციელება.

-არის თუ არა აუცილებელი ქალბატონთან ერთად მამაკაცმაც გაიაროს კონსულტაცია?

-რასაკვირველია აუცილებელია, რომ ქალბატონთან ერთად მამაკაცმა გაიაროს კონსულტაცია იმიტომ, რომ ის სტერეოტიპი, როდესაც იყო ლაპარაკი წინა საუკუნეში, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქალია დამნაშავე, ეს უკვე დადგენილი და დამტკიცებულია, რომ უშვილობის შემთხვევაში აბსოლიტურად თანაბრად ნაწილდება ქალსა და მამაკაცს შორის რეპროდუქციული ფუნქციის გასწორების საკითხი.

-რას გულისხმობს უნაყოფობა და რა გზით ხდება დღესდღეობით ამ პრობლემასთან ბრძოლა?

-თუკი ქალბატონს რომელსაც, უნდა რომ ყავდეს შვილი და ის არ ოსრულდება 1 წლის მანძილზე, ან თუ დაორსულდა და განვითარდა თვითნებური აბორტი, ნებისმიერ ვადაზე თუნდაც 3-4 კვირის ვადაზე, თუნდაც 12 კვირის ვადაზე ან 20-30 კვირის ვადაზე და ნაყოფი დაიღუპა ამას უკვე ქვია უნაყოფობა. პირველ შემთხვევაში პირველადი უნაყოფობა, ხოლო თვითნებური აბორტების შემთხვევაში მეორადი უნაყოფობა.

-რამდენად დიდია რისკი იმასა, რომ ინფექციურმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა?

-გააჩნია ინფექციურ დაავადებებში რა იგულისხმება, ეს არის აღმავალი გზით გადამდები სხვადასხვა ინფექციები და ასევე ვირუსული ინფექციები. აღმავალი გზით გადამდებმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესი მცირე მენჯის ღრუს ორგანოების რაც შემდეგში უკვე ნიშანდობრივად იწვევს ფალობის მილების გამავლობის დაქვეითებას და ხშირად სრულიად დახურვას, ხოლო ვირუსულმა ინფექციებმა იმდენად შეიძლება ასეთი ანთებთი პროცესი არ გამოიწვიოს არამედ გამოიწვიოს თვითნებური აბორტი ან ნაყოფის სხვადასხვა პათოლოგია, ამიტომ რასაკვირველია ასეთ შემთხვევაში პაციენტმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა და შემდეგ სათანადო მკურნალობა.

-არის თუ არა აუცილებელი ქალბატონმა გამოიკვლიოს სასქესო ორგანოების მდგომარეობა, მანამ სანამ გადაწყვეტს შვილის გაჩენას?

-ყველა ქალბატონმა, ის გადაწყვეტს თუ არა შვილის გაჩენას, ან საერთოდ ყავს თუ არა შვილი, ან შეიძლება ჯერ არ აპირებს დაორსულებას აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ-რეპროდუქტოლოგს, ან მეან-გინეკოლოგს და წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროს გამოკვლევები, როგორც სარძევე ჯირკვლების, ასევე მცირე მენჯის ღრუს ორგანოების და ჰორმონალური კვლევებიც. იმიტომ, რომ ჰორმონალური დარღვევა იწვევს ამ ორგანოების დაზიანებას.

-შეიძლება თუ არა ჰორმონალურმა დარღვევებმა შეუშალოს ხელი დაფეხმძიმებას?

-რასაკვრიევლია ჰორმონალური დაღვევა პირდაპირ პროპორციულად არის განპირობებული რეპროდუქციასთან. ძირითადი ჰორმონები გიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლის, საკვერცხეების თითოეული მათგანის დარღვევა პირდაპირ იწვევს რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევას.

-უნდა მივაქციოთ თუ არა ყურადღება ციკლის დარღვევას?

-რასაკვირველია ციკლის დარღვევას უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ის გამოწვეულია ჰორმონალური დარღვევებით, რაც იწვევს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების პათოლოგიურ ცვლილებებს, რაც მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე. ამიტომ ციკლის დარღვევას უმალვე უნდა მიაქციოს ქალმა.

-კონტრაცეფციამ შეიძლება თუ არა შეუშალოს ხელი დაფეხმძიმებას სამომავლოდ და მითია თუ რეალობა, რომ პირველი აბორტის შემდეგ დიდი შანსია უშვილობის განვითარების?

-კონტრაცეფცია გახლავთ არამარტო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება. დღევანდელი კონტრაცეპტივები ის პრეპარატები, რომელიც გაყიდვაშია მთელ მსოფლიოში და რათქმა უნდა საქართველოშიც არამარტო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებაა, არამედ სამკურნალო საშუალებაც არის და ძალიან ბევრი პრეპარატი იხმარება სწორედ გასათხოვარ ქალბატონებში, ქალიშვილებში იმისთვის, რომ ქონდეთ ციკლი რეგულარული, არ ქონდეთ ტკივილები მენსტრუაციის დროს, არ ქონდეთ წონაში მატება და არ ქონდეთ ჭარბთმიანობა. ის მითი, რომ კონტრაცეპტივი იწვევს უშვილობას უკვე დიდი ხანია დარღვეულია. პირიქით კონტრაცეპტიული პრეპარატები არის სამკურნალო საშუალება სხვადასხვა დარღვევების შემთვხვევაში. რაც შეეხება მეორე კითხვას, რომ პირველი აბორტი იწვევს უშვილობას, ყველა შემთვხვევაში შეიძლება არ გამოიწვიოს, მაგრამ გააჩნია პირველი აბორტი რა პრიობებშია გაკეთებული დაცულია თუ არა ყველა ის პირობა, რომელიც არ გამოიწვევს აბორტის შემდეგ ანთებას, ამენორეას, შემდეგ მილების ობტურაციას ანუ დახურვას ეს ყველაფერი დამოკიდებულია რა პერიოდში და ვის მიერ არის ჩატარებული მკურნალობა. პირველი აბორტის შემდეგ ზოგჯერ არის აუცილებელი გარკვეული მიზეზების გამო, რომ პირველი ორსულობა იქნეს შეწყვეტილი, მაგრამ ეს უნდა იქნას შეწყვეტილი სტაციონარის პირობებში. კვალიფიციური ექიმის მეთვალყურეობით და შემდეგში სწორი მკურნალობა უნდა იქნეს ჩატარებული, რომ რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა არ მოხდეს. მაგრამ ჩემი საკუთარი შეხედულებაა და პირადი აზრი, რომ ქალი რომელიც დაორსულდება თუ ორსულობა პათოლოგიური არ არის სჯობს მან გააჩინოს შვილი ყავს თუ არა მეუღლე და მისი პარტნიორი ღირსია თუ არა იმისა, რომ დედამ აჩუქოს შვილი მამას. მან დედამ, ქალმა მაინც უნდა გააჩინოს შვილი! ეს ჩემი კრედოა.

-შეგიძლიათ გაიხსენოთ გქონიათ თუ არა პრაქტიკაში, მრავალწლიანი უშედეგოდ ნამკურნალები პაციენტებისა, რომლებიც თქვენი მკურნალობის ფონზე დაორსულებულან და გაუჩენიათ ჯანმრთელი ნაყოფი?

-(იღიმის) მე საოცარი შედეგები მაქვს მრავალწლიანი უშვილობის შემთხვევაში, რათქმაუნდა გვარს და სახელს ვერ დავასახელებ, მაგრამ წყვილი რომელსაც 8 წლის მანძილძე შვილი არ ჰყავდათ მოვლილი ქონდათ, როგორც მოსკოვი, თურქეთი, ბაქო და ა.შ და იყვნენ უშვილოები, მათ არ ქონდათ დასმული ის დიაგნოზი, რომელიც იწვევდა უშვილობას, როგორც ყველა პაციენტს მათაც ჩავუტარე ყველანაირი კვლევა. დაუდგინდა დიაგნოზი და სწორი დიაგნოზის შემდეგ ჩატარებულმა სწორმა მკურნალობამ ამ წყვილს დღეს აჩუქა შვილი ბიჭი და ისინი არიან ძალიან ბედნიერები.

ასევე მქონდა მაგალითი, 12 წლის უშვილობის შემთხვევაში და მრავალ ადგილზე ნამკურნალები, იქაც დიაგნოზი არ იყო სწორად დასმული, იქაც მკურნალობა არ იყო სწორად ჩატარებული სწორედ ამიტომ დადიოდა ის უშვილოდ. თუმცა არსებობს მომენტები, როდესაც მრავალი მკურნალობის შედეგად აღმოჩნდებიან ჩემთან და დადგინდება ისეთი დიაგნოზი, როდესაც კონსერვატიული მკურნალობა, ან ქირურგიული მკურნალობა არარის საკმარისი იმისთვის, რომ ამ წყვილს ეღირსოს ბედნიერება შვილის სახით. ასეთ შემთხვევაში ამ პაციენტებისთვის ესეც შველაა, რომ ეუბნები მხოლოდ In Vitro განაყოფიერება, მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერება არის შენი საშველი და ხელოვნური განაყოფიერების შედეგად, როდესაც ეყოლება ამ წყვილს შვილი ესეც ჩემი გამარჯვებაა.

-დაფეხმძიმებისთვის რა ასაკი არის ადრეული-გვიანი და რატომ?

-არსებობს ოფიციალური ნაწილი, რომ სასურველია 18 წლიდან 40 წლამდე იყოს პირველი ორსულობა. თუმცა იმ შემთხვევაში როდესაც რაღაცის გამო ხდება რომ 16-17 წლის გოგონა ორსულდება, ასეთ შემთხვევაში აბორტის გაკეთების ნაცვლად მშობიარობა უფრო მიზანშეწონილია. თუმცა უნდა ავღნიშნო ისიც, რომ 14 -15 წლის ასაკში გოგონა ჯერ არც ზრდასრულია და არც გონებრივად არის ისე განვითარებული, რომ მან შეძლოს მომავალი თაობის აღზრდა. ჯერ თვითონ უნდა გაიზარდოს, უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა მიიღოს სრული განათლება და ფიზიკურად ჩამოყალიბდეს. ზრდასრულობის გარეშე კი როგორ შეიძლება ბავშვს მან მისცეს ყველა სასარგებლო პროდუქტი, რომელიც მუცლადყოფნის პერიოდში სჭირდება შემდეგ, როდესაც დაიბადება ბავშვი მას სჭირდება დედის და არა უცხო ადამიანების მზრუნველობა. სევე რაც უფრო ასაკში შედის ქალი ან მამაკაცი, მისი ქალის კვერცხუჯრედი და მამაკაცის სპერმატოზოიდი შეიძლება უფრო პათოლოგიურად იყოს განვითარებული. ისევე, როგორც თუ ქალი გათხოვდა 40 და 43 წლის მერე, რატომ არ უნდა გააჩინოს მან შვილი, თუკი ამის საშუალება არის: ციკლი რეგულარულია, ჰორმონალური სარკე ნორმალურია, რატომაც არა 45 და 46 წლის ასაკშიც მე მყოლია პაციენტები, რომელთაც პირველი შვილი გაუჩენიათ.

-როგორია პროცენტული შეფარდება უშვილო ქალებსა დამამაკაცებში?

-დღეს უკვე დადგენილია, რომ 50-50% ზე.

lali-tskhovrebashvili

ლალი ცხოვრებაშვილი MD.

მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი

საკონტაქტო ინფორმაცია

კარაპს მედლაინი

ლუბლიანას ქ. 48, 0159, თბილისი

(032) 251 60 60

contact@carapsmedline.ge

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

1141