oral-treatment

რა უნდა იცოდეს პაციენტმა პირის ღრუს მკურნალობის შესახებ?

რეკომენდირებულია 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი და პირის ღრუს დათვალიერება…

tamar-barbakadze

თამარ ბარბაქაძე

სტომატოლოგი, თერაპევტი

როდის უნდა მივმართოთ სტომატოლოგს?

რეკომენდირებულია 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი და პირის ღრუს დათვალიერება. ფასდება პირის ღრუს ჰიგიენა, რბილი და მაგარი ქსოვილების მდგომარეობა, რათა პრევენციული ღონისძიებებით შემცირდეს ისეთი დაავადებების განვითარება პირის ღრუში, რომელთა მკურნალობაც ძალიან დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული ან/და ზოგიერთ შემთხვევაში შეუქცევადია.

რა არის კარიესი?

კარიესი – კბილის მაგარი ქსოვილების დესტრუქციული დაავადება, რომელიც შეუქცევადია.

კარიესის ხანდაზმულობა კარიესული ღრუს სიღრმის პირდაპირ პროპორციულია, რაც უფრო ღრმა არის ღრუ, მით უფრო მეტად აღინიშნება სიმპტომები. მგრძნობელობა ტემპერატურულ და ქიმიურ გამღიზიანებელზე, რომელიც გამღიზიანებლის მოხსნის შემდეგ უკვალოდ ქრება.
მაშინ, როდესაც ტკივილი თვითნებითია, გადაცემითი, ღამით ძლიერდება და პულსირებს – ეს უკვე დიაგნოზი პულპიტია, ნერვის ანთება.
ნერვი კბილის ღრუში მოთავსებულია მთელს სიგრძეზე, ფესვის მწვერვალამდე, ამიტომ პულპიტის დროს მკურნალობა მოიცავს როგორც გვირგვინოვან, ასევე არხოვან ნაწილს.

ხდება კბილის ენდოდონტიური დამუშავება ხელის, მექანიკური ინსტრუმენტებითა და ქიმიური საშუალებებით. შემდეგ არხოვანი ნაწილის დაბჟენა არხის საბჟენი საშუალებებით და გვიგვინის რესტავრაცია.
კბილის არხების რაოდენობა დაკავშირებულია, თუ რომელი კბილია დაზიანებული და კბილის ანატომიაზე.

რას წარმოადგენს პერიოდონტიტი და რა ჩივილები აქვს?

რაც შეეხება პერიოდონტიტს, ეს არის დიაგნოზი, რომლის დროსაც ინფიცირება გასცდა კბილს და პროცესში ერთვება ფესვის გარეთა ქსოვილები. ასეთ დროს, კბილი შეიძლება იყოს ადრე დაბჟენილი ენდოდონტიურად, ან/და პირველადი ენდიდინტია.

პაციენტს აღენიშნება განსხვავებული ჩივილები. კბილის დაგრძელების შეგრძნება, მიუთითებს უშუალოდ კონკრეტულ კბილზე. შეიძლება აღენიშნებოდეს შეშუპება და ასევე, ცვლილებები რენტგენოლოგიურად.
მკურნალობა მოიცავს ინფიცირებული ქცოვილების მოშორებას. არხების სრულფასოვან დამუშავებასა და სამკურნალო წამალის მოთავსებას. კლინიკური და რენტგენოლოგიური კონტროლით სამომავლოდ დაბჟენას.

რას ურჩევდით პაციენტებს?

როგორც თავდაპირველად ავღნიშნე, 6 თვეში ერთხელ, პრევენციის მიზნით, რეკომენდირებულია, სტომატოლოგთან ვიზიტი, პირის ღრუს დათვალიერების შემდეგ, ნაადრევად მოხდება კარიესის აღმოჩენა (საწყისს ეტაპზე) და მოხდება პრობლემის დროული აღმოფხვრა, რაც პაციენტს დაუზოგავს, როგორც დროს, ასევე ფინანსებს. ასევე, მნიშვნელოვანია 6 თვეში ერთხელ პირის ღრუს ჰიგიენური წმენდის ჩატარება.

tamar-barbakadze

თამარ ბარბაქაძე

სტომატოლოგი, თერაპევტი

საკონტაქტო ინფორმაცია

სტომატოლოგიური კლინიკა "დენტალ მედიკუსი"

თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას #13

+995 596 66 56 56

dentalmedicus@gmail.com

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

391