thyroid-carcinoma

ფარისებრი ჯირკვლის პაპილური კარცინომა

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის კიბო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავთვისებიანი სიმსივნეა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ახალგაზრდა ქალებში (30-დან 50 წლამდე), ფარისებრი ჯირკვლის კიბო, ყველაზე გავრცელებული ძუძუს კიბოს შემდეგ, სიხშირით მეორე ადგილზეა.

giorgi-khardziani

გიორგი ხარძიანი MD.

ონკოქირურგი, ენდოკრინული ქირურგი

პრობლემის აქტუალობა

  • ახალი შემთხვევების მატება ყოველწლიურად
  • უსიმპტომო მიმდინარეობა
  • გვიანი დიაგნოსტიკა

ფარისებრი ჯირკვლის კიბო შეადგენს საერთო ონკოლოგიური დაავადებების 1.5%-ს, ხოლო ენდოკრინული სიმსივნეების 95%-ს რაც XXI საუკუნეში კიდევ უფრო მზარდი გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით

  •  სქესი: უპირატესად გავრცელებულია მდედრობითი სქესის პაციენტებში, თანაფარდობა შეადგენს 4:1
  • უფრო ხშირია 30წელს < ასაკის პაციენტებში
  • მეტად ვლინდება ისეთ გეოგრაფიულ არეალში სადაც გვხვდება, საკვებში რადიაქტიური ნივთიერებების შემცველობა, ახლო წარსულში მოხდა რადიაქტიური დაბინძურება.
  • ანამნეზში პაციენტს ჩატარებული აქვს სხივური თერაპია თავ-კისრის მიდამოში, გენეტიკური წინასწარგანწყობა.

ფარისებრი ჯირკვლის მაღალდიფერენცირებულ ავთვისებიან სიმსივნეებში 80% წილი მოდის პაპილურ კარცინომაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველადი სიმსივნის ზომის მიხედვით მოახდინა კლასიფიცირება.

ცალკე ჯგუფად გამოიყო პაპილური მიკროკარცინომა (PTMC) როგორც ყველაზე ხშირი ინციდენტობის მაჩვენებლის მქონე, მაღალდიფერენცირებული კიბო.

  • პირველადი სიმსივნის ზომა არ აღემატება 1სმ-ს

დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

დაავადების აღმოჩენა შემთხვევით ხდება, როდესაც პაციენტი მომართავს კლინიკას პროფილაქტიკური კვლევის მიზნით. ტექნოლოგიური დახვეწისა და სკრინინგის პროგრამის ჩართვის გამო შესაძლებელია 2- 3მმ. ზომის კვანძების აღმოჩენაც. კვანძის ზომის გარდა, ულტრასონოგრაფია ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პარენქიმის არაჰომოგენურობის, კვანძის ორიენტაციის, ჰიპერვასკულარიზაციისა და მიკროკალციფიკაციის შესახებ. გარდა ამ უკვე დადგენილი კრიტერიუმებისა ასევე სასურველია ზუსტი აღწერა ფარისებრი ჯირკვლის კაფსულასთან და ტრაქეასთან მიმართებაში. სონოგრაფიამ ასევე უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია ცენტრალური და ლატერალური ლიმფური კვანძების შესახებ. ჩვენს კლინიკაში აქტიურად გამოიყენება „TIRADS“ კლასიფიკაცია.

რადიოლოგიური მონაცემებით კვანძი მიეკუთვნება რისკის ჯგუფს, რომელზე
დაყრდნობითაც ვატარებთ წვრილნემსიან ასპირაციულ ბიოფსიას ციტოლოგიური კვლევით.

მაღალი დიაგნოსტიკური სანდოობის გამო, ულტრასონოგრაფიული კონტროლით მართული წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია (FNAB) ფართოდ იქნა მიღებული, როგორც პირველადი დიაგნოსტიკური ტესტი ფარისებრი ჯირკვლის საეჭვო კვანძებისთვის. FNA-ს ციტოლოგიური გამოკვლევა საჭიროებს კვალიფიციურ ციტოლოგს. ასევე სარწმუნობისთვის მიზანშეწონილია მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის ჩატარება მაგ. BRAF (V600E) მუტაციის გამოვლენამ შესაძლოა გაამყაროს PTC-ის ციტოლოგიური დიაგნოზი. მეტა-ანალიზში, BRAF (V600E)- დადებითი სიმსივნეების შემთხვევაში ასევე ხშირია კარცინომის მულტიფოკალურობა,
ექსტრათირეოიდულად სიმსივნის ზრდა და ლიმფური კვანძების მეტასტაზები საბოლოო ჰისტოპათოლოგიურ რეზულტატებში.

გენეტიკური კვლევის პანელი:

  • BRAF (V600E), NRAS (G12C, G12D, Q61R, Q61K) და HRAS (G12C, G13R, Q61R)
  • ადასტურებს ან გამორიცხავს ავთვისებიანობას
  • ადგენს კიბოს აგრესიულობის ხარისხს
  • რეციდივირების რისკს
  • იძლევა ინფორმაციას NIFTP შესახებ
  • გენეტიკური კვლევის წარმოება დიაგნოზის სარწმუნობას 75-80%მდე ზრდის

მკურნალობის სტრატეგია:

დაავადების დიაგნოსტირების და გავრცელების შეფასების, ასევე გენეტიკური რისკ-ჯგუფის გათვალისწინების მიხედვით იგეგმება შესაბამისი მასშტაბის ქირურგიული მკურნალობა, რომელიც მოიცავს სპექტრს დამზოგველი ქირურგიიდან აგრესიულ მკურნალობამდე დამატებით კისრის ლიმფოდისექციის ჩატარებით.

  • ლობექტომია
  • სუბტოტალური თირეოიდექტომია
  • თირეოიდექტომია
  • სრული თირეოიდექტომია+ცენტრალური ლიმფოდისექცია
  • სრული თირეოიდექტომია+ ცენტრალური+ სელექტიური ლატერალური ლიმფოდისექცია
  • სრული თირეოიდექტომია+ცენტრალური+სრული ლატერალური ცალმხრივი/ორმხრივი ლიმფოდისექცია

ქირურგიული მკურნალობის შემდგომ პათოლოგიური კვლევის საფუძველზე დამატებით მეთოდად გამოიყენება რადიაქტიური იოდით აბლაცია, რასაც გააჩნია როგორც სადიაგნოსტიკო ასევე სამკურნალო ეფექტი.
რადიაქტიური იოდით მკურნალობის სტრატეგია:

  • სისტემური უჯრედშიდა თერაპია რადიაქტიური იოდით ეფუძნება სიმსივნური უჯრედების მიერ რადიაქტიური იოდის შთანთქმის და დაგროვების უნარს.
  • მიზანი ოპერაციის შემდგომ ნარჩენი ქსოვილის ასევე არარეალიზებული მეტასტაზების აბლაცია;
  • ადგილობრივი რეციდივირების რისკის შემცირება;
  • ადგილობრივი და შორეული მეტასტაზირების პროცესის დროს სიცოცხლის გახანგრძლივება.

პროგნოზი:

PTMC-ის საერთო გამოჯანმრთელების 5 -წლიანი მაჩვენებელი არამეტასტაზური დაავადების შემთხვევაში აღწევს დაახლოებით 99.5%, დაავადების პროგრესირების და მეტასტაზირების შედეგად ლეტალური მაჩვენებელი არ აღემატება 0.5%. თუმცა, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის (ოჯახური ანამნეზი, დაავადების მულტიფოკალურობა), რეკომენდებულია რადიკალური მასშტაბის ქირურგიული მკურნალობა.

უნდა აღინიშნოს რომ საქართველოში დიაგნოსტირებული, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების დაახლოებით 80-85% ქირურგიული მკურნალობა მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში ხორციელდება.

რეკომენდაციები:

  • ონკო-დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში პაციენტს მიეცეს რეკომენდაცია სპეციალიზირებულ დაწესებულებაში მკურნალობის ჩატარებაზე.
  • თითოეული პაციენტი განხილულ იქნეს როგორც ინდივიდი.
  • აუცილებელი კომპონენტია მულტიდისციპლინარული მიდგომა (ქირურგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი, მორფოლოგი, ბირთვული მედიცინის სპეციალისტი)
  • პაციენტს აეხსნას და შეთავაზებულ იქნას ყოველი შესაძლო მკურნალობის ტაქტიკა, შესაბამისი რისკების გაანალიზებით
  • აუცილებელი და სავალდებულოა ონკოლოგიური პრინციპების დაცვა
  • ოპტიმალური ბალანსი მოიძებნოს სიცოცხლის ხარისხსა და რადიკალიზმს შორის
  • პაციენტების დინამიური მეთვალყურეობა გაგრძელდეს NCCN მოწოდებული გაიდლაინების გათვალისწინებით, ჩვენი პრაქტიკული და კლინიკური გამოცდილებით.
giorgi-khardziani

გიორგი ხარძიანი MD.

ონკოქირურგი, ენდოკრინული ქირურგი

საკონტაქტო ინფორმაცია

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი

თბილისი, ლევან ჩარკვიანის ქ. 8;
რუსთავი, იური გაგარინის ქ. 12.

(032) 243 01 00

service@mmc.ge

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

361