spermatocele

სპერმატოცელე

სპერმატოცელე, ანუ სათესლე ჯირკვლის დანამატის კისტა – ყველაზე ხშირი მიზეზია დისკომფორტის და ტკივილისა სათესლე პარკის არეში. ეს არის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შევსებულია სითხით და ზეწოლის გამო შეიძლება გამოიწვიოს ზემოთჩამოთვლილი სიმპტომები.

temur-soziashvili

თემურ სოზიაშვილი MD.

უროლოგი, ანდროლოგი

სპერმატოცელე ვლინდება ყოველ მესამე მამაკაცში რუტინული გამოკვლევის დროს, თუმცა ტკივილი დამახასიათებულია უფრო მეტად დიდი ზომის კისტების შემთხვევაში.

დაავადების მიზეზები:

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სპერმატოცელის განვითარება, მათ შორისაა ინფექცია, ტრავმა ან გენეტიკური მიდრეკილება.

დაავადების დიაგნოსტიკა:

სათესლე ჯირკვლის კისტის დიაგნოსტიკა აბსოლუტურად უვნებელია და უმტკივნეულოა. პირველ რიგში, დიაგნოსტიკა ხდება ექიმის გასინჯვით, პალპაციის მეთოდით, რომელიც ჩივილებთან და ანამნეზთან ერთად იძლევა ინფორმაციას დაავადებაზე. შემდეგი მეთოდია – ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპია) – ეს ეხმარება სპერმატოცელის ლოკალიზაციისა და ზომის დაზუსტებაში.

მკურნალობის მეთოდები:

სპერმატოცელეს მკურნალობის ძირითადი მეთოდია – ქირურგიული – სპერმატოცელექტომია. სპინალური ანესთეზიის პირობებში ქირურგი აკეთებს გაკვეთას სკროტუმის არეში. კისტას ფრთხილად აშორებს, რათა არ დაზიანდეს სათესლე გარსი და ამის მერე ჭრილობა იხურება თვითშემწოვი ნაკერებით.

ოპერაციის შემდეგ, 2 კვირის განმავლობაში, რეკომენდირებულია ინტიმური ურთიერთობისა და ფიზიკური აქტივობის თავიდან არიდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

წინასწარი ჩაწერა: 032 222 24 42

მიღების საათები: ორშ.-პარ. 10:00 – 17:00

temur-soziashvili

თემურ სოზიაშვილი MD.

უროლოგი, ანდროლოგი

საკონტაქტო ინფორმაცია

სილკ მედიკალ მრავალპროფილური კლინიკა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 62;
დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, ბორის პაიჭაძის ქ. 5ა

032 222 24 42

info@silkmedical.ge

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

342