ძუძუს ბიოფსია – რა სახეები არსებობს?
დროულად ჩატარებული ძუძუს ბიოფსია – დროული დიაგნოზის და გამოჯანმრთელების გარანტიაა.
მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი
ძუძუს ბიოფსია
ჩვეულებრივ ენაზე რომ ვთქვათ ბიოფსია ეს არის ჩხვლეტა მასალის მიღების მიზნით. ანუ თვით ბიოფსია კვლევა არაა და ბიოფსია დიაგნოზს არ წარმოადგენს.
არც დათესვაა ბიოფსია, და საერთოდ დათესვას არანაირი კავშირი არ აქვს ონკოლოგიასთან, ეს “აგრონომებს” მივანდოთ. რატომღაც ეს ტერმინი დამკვიდრდა ფართეთ საქართველოში, და არ არის სწორი.
ბიოფსიის მიზანია მივაწოდოთ ექიმ მორფოლოგს მასალა დასამუშავებლად და მიკროსკოპში შეაფასებლად. ამ მასალის შესწავლით ის დაწერს დიაგნოზს თუ რა სახის დაავადებაა.
მნიშვნელოვანია განვასხვავოთ მიკროსკოპში დანახული უჯრედები ქსოვილისგან და ამის მიხედვით არსებობს ციტოლოგიური კვლევა და მორფოლოგიური კვლევა.
ციტოლოგიური კვლევა ჰგავს პაზლის ნაწილების ცალკცალკე ნახვას და დასკვნის გამოტანას, იმის შესახებ თუ რაზეა პაზლი. ამიტომ ციტოლოგია არ გამოიყებება ძირითად მეთოდად კიბოს დიაგნოსტიკაში რადგან მაღალია შეცდომის რისკი.
ონკოლოგისთვის უფრო ინფორმატიულია მორფოლოგიური კვლევა. ის უფრო დიდი ნაწილის შესწავლაა, ისევე როგორც პაზლის შემთხვევაში, წარმოიდგინეთ რომ ერთ და ორ პაზლს კიარა, მის რაღაც აწყობილ ნაწილს უყურებთ და შეგიძლიათ მეტი წარმოდგენა შეიქმნათ სრულ პროცესზე. მორფოლოგიისთვის მასალის აღება შესაძლებელია მხოლოდ კორ ბიოფსიით და ვაკუუმ რეზექციით.
ეს ბოლო, ბიოფსიის სახეობაა თუმცა რადგან ვაკუუმ რეზექციის შემდეგ კვანძს ან დაზიანებულ ნაწილს სრულად ვიღებთ, ამ მხრივ ის გაცილებით უკეთესი საშუალებაა ადრეულ დიაგნოსტიკაში.
- როგორ განვასხვავოთ ციტოლოგია მორფოლოგიისგან?
ციტოლოგიისთვის მასალა ჩვეულებრვი შპრიცით და ნემსით იღება. კორ ბიოფსია ან ვაკუუმ რეზექცია კი სპეციალური ნემსებით კეთდება მხოლოდ.
ციტოლოგიისთვის ბიოფსის გაკეთებას 1-2 წუთი სჭირდება, ხოლო კორ ბიოფსიას და ვაკუუმ რეზექციას 10-20 წუთი მაინც სჭირდება.
ციტოლოგიისთვის ბიოფსიას ხშირად ადგილობრივი გაუტკივარება არ უძღვის წინ, კორს და ვაკუუმს კი აუცილებლად.
ციტოლოგიის პასუხს რამდენიმე საათი ან 1-2 დღე სჭირდება, მორფოლოგიას კი მინიმუმ 1 კვირა.
- და ფასის შესახებ.
ციტოლოგია ნაკლები ღირს, რადგან მორფოლოგია უფრო რთული და შრომატევადი პროცესია. ციტოლოგიის ფასი თავისი ბიოფსიით 60-150 ლარია, კორ ბიოფსია მორფოლოგიით 200-500 ლარი, ვაკუუმ რეზექციის ფასი კი 1400 ლარიდან.
მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ და დავიჯეროთ, თუკი ექიმმა გითხრათ რომ ბიოფსიაა საჭირო, ეს არ ნიშნავს რომ კიბო გჭირთ! ნორმალური სკრინინგული კვლევისას 100-დან 10-ს შეიძლება სჭირდებოდეს ბიოფსია და კიბოს დიაგნოზი მხოლოდ 0.1% შია. ბიოფსიათა უმრავლესობა კეთილთვისებიანი დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება და ამიტომ არ უნდა გეშინოდეთ ბიოფსიის.
ასევე მნისვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თუკი ეჭვია ძუძუს სიმსივნეზე ან თუნდაც ცოტა გაურკვევლობაა, აუცილებლად დროულად უნდა გაკეთდეს კორ-ბიოფსია ან ვაკუუმ რეზექცია რადგან ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ შესაძლებელია დაავადების გვიან სტადიამდე მიყვანა გამოიწვიოს.
დროულად ჩატარებული ბიოფსია კი დროული დიაგნოზის და გამოჯანმრთელების გარანტიაა.
საკონტაქტო ინფორმაცია
დაჯავშნეთ ვიზიტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა
სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!