covid-19-vaccine-and-lymph-nodes

COVID-19 აცრა და ლიმფური კვანძები

რა უნდა ვიცოდეთ COVID-19 აცრის და ლიმფური კვანძების შესახებ?

teimur-gogitidze

თემურ გოგიტიძე MD.

მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი

უნდა ვიცოდეთ რომ ზოგიერთს ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება აღენიშნებოდეს იმავე მხარეს იღლიის ლიმფური კვანძების გადიდება და ეს ვლინდება იღლის არეში შეშუპებით და მტკივნეულობით. ეს ზოგადად იმუნური სისტემის ნორმალური პასუხია, რომელიც აცრის წყალობით მობილიზდება COVID-19 ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად და ეს გვერდითი მოვლენა არ წარმოადგენს საშიშ გართულებას.

თუმცა გადიდებულმა ლიმფურმა კვანძებმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც პაციენტის და ასევე ექიმის შეშფოთება, ვინაიდან ლიმფური კვანძების გადიდება ასევე არის ძუძუს კიბოს ნიშანი. პაციენტმა უნდა იცოდეს რომ თუკი კვლევისას გამოჩნდა გადიდებული ლიმფური კვანძები აცრის მხარეს იღლიაში უნდა აცნობოს ექიმს აცრის ფაქტის შესახებ.

გადიდებული ლიმფური კვანძები შეიძლება გამოჩნდეს ასევე სკრინინგულ მამოგრაფიაზე, რომელიც კეთდება ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის, და ამ ფაქტმა შეიძლება გამოიწვიოს დამათებითი კვლევების ჩატარების საჭიროება. ამიტომ თუ დაგეგმილია მამოგრაფია COVID-19 ვაქცინის მიღებისთანავე, მნიშვნელოვანია ექიმს აცნობოთ ეს და თუკი შესაძლებელია გადაიდოთ სკრინინიგის ვიზიტი.

ასევე ექსპერტები გვირჩევს, რომ ძუძუს კიბოს მკურნალობის პერიოდში ან ძუძუს კიბოს ისტორიის მქონე ადამიანებმა გაიკეთონ ინექცია მოპირდაპირე მხარეს. მაგალითად, თუ სიმსივნე არის ან ოპერაცია იყო მარცხენა მკერდის მიდამოზე, უმჯობესია ინექცია გაკეთდეს მარჯვენა მხარში. შესაბამისად აცრის გაკეთებისას მოემზადეთ ამ ინფორმაციის მიწოდებისთვის და თხოვეთ ექთანს გაითვალისწინოს ეს გარემოება.

გადიდებული ლიმფური კვანძები უმრავლეს შემთხვევაში რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვეში უბრუნდება თავის ჩვეულ ზომას და განსაკუთრებულ კონტროლს არ საჭიროებს.

მნიშნვნელოვანია – ლიმფური კვანძების არც მოსალოდნელი გადიდება ან აცრამდე არსებული რაიმე ლიმფური კვანძების ცვლილებები თუ დაავადებები არ წარმოადგენენ აცრის გაკეთების წინააღმდეგჩვენებას და შესაძლებელია აცრის გაკეთება განსაკუთრებული მომზადების და კვლევების გარეშე.

teimur-gogitidze

თემურ გოგიტიძე MD.

მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი

საკონტაქტო ინფორმაცია

კლინიკა ნიუ პლაზმა

ბათუმი, ჯავახიშვილის 19ა

+995 568 10 44 10

mamology@gmail.com

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

1250