ივა კუტივაძე MD.

ივა კუტივაძე MD.

რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი

1566

ივა კუტივაძე - ცხოვრების კრედო

არასოდეს დანებდე! თუ გულით გინდა, გახდები მშობელი, მშობლობა კი ნიშნავს მისცე საუკეთესო მაგალითი შენს შვილებს, ბრძოლის, მცდელობის, მოთმინების, დისციპლინის, შენ უნდა შეძლო მისთვის წარუმატებლობის შემდეგ ისევ ძალების მოკრება და შენი მორიგი IVF თავგადასავლის გაგრძელება…

kutivadze-ge

სამუშაო ადგილი

GGRC ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი

ბარნოვის 51გ, თბილისი, საქართველო

(+995) 544 44 83 43

info@ivfggrc.com

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

ექიმის სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

სპეციალობა

სამეცნიერო ხარისხი

პროფესიული ინტერესები

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

უშვილობა

ორსულობის გართულებები

პროფესიული უნარები

ჯანდაცვა 100%
პაციენტთან ურთიერთობა 100%
პროფესიული განვითარება 100%

პერსონალური ინფორმაცია

ივა კუტივაძე

მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს სხვადასხვა პერსპექტივიდან უნაყოფობის დიაგნოსტიკაზე და მკურნალობაზე. მან შეიმუშავა და დანერგა მრავალი ახალი, დიაგნოსტიკური და დამხმარე რეპროდუქციული პროცედურები, პროცედურები უნაყოფობის სამკურნალოდ. კლინიკურ პრაქტიკასთან ერთად მედიცინის დოქტორი ივა კუტივაძე აგრძელებს სამეცნიერო მუშაობას. მისი საქმიანობის არეალს შეადგენს ქალისა და მამაკაცის უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ხელოვნური ინ-ვიტრო განაყოფიერების ყველა სახის პროცედურა და ოპერაცია, დაუდგენელი მიზეზებითა და იმუნოლოგიური ფაქტორებით განპირობებული უშვილობისა და ორსულობის გართულებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ენდოკრინული გინეკოლოგია, ორსულობის განმეორებითი დანაკარგების (ჩვეული თვითნებითი აბორტების, ორსულობის ჩვეული შეწყვეტის) მიზეზების დადგენა და პროფილაქტიკა. ყველა სახის გინეკოლოგიური პაციენტებისა და როგორც ფიზიოლოგიური, ასევე სხვადასხვა სახის გართულებებით მიმდინარე ორსულობების მართვა. ის არის ევროპის ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგთა ასოციაციის (ESHRE) წევრი და საქართველოს „რეპროდუქციული იმუნოლოგიის“ ასოციაციის პრეზიდენტი, კიბოს კვლევის მსოფლიო ცენტრის, კოლპოსკოპიისა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის მსოფლიო ფედერაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის ექსპერტ-ტრენერი.

საქმიანობის სფერო: რეპროდუქტოლოგია, გინეკოლოგია

საექიმო საქმიანობის სტაჟი: 2001 წლიდან

  • 1987–1993 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი;
  • 1993–1996 – ჩაჩავას სახ. მეანობა–გინეკოლოგიისა და პერინატალური მედიცინის ს/კ ინსტიტუტი; კლინიკური ინტერნატურა და ორდინატურა, სპეციალობით მეან–გინეკოლოგია;
  • 1996–2001- ჩაჩავას სახ. მეანობა–გინეკოლოგიისა და პერინატალური მედიცინის ს/კ ინსტიტუტი, ასპირანტურა – თბილისის სამედიცინო აკადემიის მეანობა-გინეკოლოგიის N1 კათედრა;
  • 1998 წელი სპეციალიზაცია მეან – გინეკოლოგიაში (სახელმწიფო სერთიფიკატი);
  • 2001 წელი სპეციალიზაცია რეპროდუქტოლოგიაში (სახელმწიფო სერთიფიკატი);
  • 2009 წელი კვალიფიკაცია – კლინიკა „ISIDA”, ინ ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტი (ქ. კიევი, უკრაინა);
  • 2012 წელი კვალიფიკაცია – კლინიკა “ASSUTA”, ინ ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტი ქ. თელ -ავივი, ისრაელი).
  • 2001–2010 – ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი, ენდოსკოპიური ქირურგიის განყოფილების ექიმი – რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი;
  • 2002 – 2006 – MIRT პროექტის საქართველოს განყოფილების მენეჯერი University of Washington, Swedish Hospital (Seattle, WA, USA);
  • 2003–2014 – ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი, რეპროდუქციული იმუნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი;
  • 2009–2014 – ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი, ხელოვნური – ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების ექიმი – რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი;
  • 2014-2020 – რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსი“, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური – ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების ხელმძღვანელი;
  • 2020 – დღემდე ქართულ – გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC, ექიმი მეან – გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი.
  • საქართველოს „რეპროდუქციული იმუნოლოგიის“ ასოციაციის პრეზიდენტი.
  • ევროპის ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგთა ასოციაციის (ESHRE) წევრი.
  • ქალისა და მამაკაცის უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ხელოვნურიინ ვიტრო განაყოფიერების ყველა სახის პროცედურა და ოპერაცია;
  • დაუდგენელი მიზეზებითა და იმუნოლოგიური ფაქტორებით განპირობებული უშვილობისა და ორსულობის გართულებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • ენდოკრინული გინეკოლოგია;
  • ორსულობის განმეორებითი დანაკარგების (ჩვეული თვითნებითი აბორტების, ორსულობის ჩვეული შეწყვეტის) მიზეზების დადგენა და პროფილაქტიკა;
  • ყველა სახის გინეკოლოგიური პაციენტების როგორც ფიზიოლოგიური, ასევე სხვადასხვა სახის გართულებებით მიმდინარე ორსულობების მართვა;
  • პრაკტიკულ საქმიანობასთან ერთად აქტიური სამეცნიერო მოღვაწეობა.

ქალისა და მამაკაცის  რეპროდუქციული ჯანმრთელობა, გინეკოლოგია, დაუდგენელი მიზეზებითა და იმუნოლოგიური ფაქტორებით განპირობებული უშვილობა და ორსულობის გართულებები.

ქართული – მშობლიური
რუსული – სრულყოფილად
ინგლისური – სრულყოფილად