დიანა ჭანუყვაძე - ცხოვრების კრედო
პასუხისმგებლობა, პატიოსნება, ყურადღება!
სამუშაო ადგილი
ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა
თბილისი, ლუბლიანას 2/6
დაჯავშნეთ ვიზიტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა
ექიმის სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!
პროფესიული უნარები
პერსონალური ინფორმაცია
დიანა ჭანუყვაძე
რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი
დაამთავრა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ), სამედიცინო ფაკულტეტი, სპეციალობა – სამკურნალო, რეზიდენტურა. დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის რეპროდუქტოლოგიის კათედრის ბაზაზე – ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სასწავლო კვლევითი ინსტიტუტში გაიარა.
რის შემდეგაც გახდა Ph.D. პროგრამის დოქტორანტი – თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე მეანობა-გინეკოლოგიის – რეპროდუქტოლოგიის კათედრაზე სადოქტორო პროგრამა – რეპროდუქტოლოგიაში. გავლილი აქვს რეზიდენტურის კურსი მეანობა–გინეკოლოგიაშიც.
პროფესიული საქმიანობა ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგად დაიწყო. 5 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და 10 სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე.
საქმიანობის სფერო: მეანობა, რეპროდუქტოლოგია, გინეკოლოგია
საექიმო საქმიანობის სტაჟი: 2011 წლიდან.
- 1997-2003 – საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ), სამედიცინო ფაკულტეტი, სპეციალობა – სამკურნალო.
- 2004-2009 – დიპლომის შემდგომი განათლება – რეზიდენტურა. დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის რეპროდუქტოლოგიის კათედრის ბაზაზე – ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სასწავლო კვლევითი ინსტიტუტი.
- 2009-2012 – Ph.D. პროგრამის დოქტორანტი – თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე მეანობა-გინეკოლოგიის – რეპროდუქტოლოგიის კათედრაზე სადოქტორო პროგრამა – რეპროდუქტოლოგიაში;
- 2012 – რეზიდენტურის კურსი მეანობა–გინეკოლოგია. სახელმწიფო ლეცენზირება მეან–გინეკოლოგიაში;
- 2009 – სახელმწიფო სერტიფიცირება, სპეციალობა – რეპროდუქტოლოგია.
- 2012 – სახელმწიფო ლიცენზირება, სპეციალობა – მეანობა-გინეკოლოგია.
- 2012 – მედიცინის დოქტორი – დისერტაციის დაცვა “კორელაციები ჰიპერანდროგენიზმის კლინიკურ და ჰორმონალურ მახასიათებლებს შორის”.
- 2013 – პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამა“კოლპოსკოპია”.
- 2014 – თელავივის უნივერსიტეტთან არსებული სურასკის სამედიცინო ცენტრში (ისრაელი) ინ ვიტრო განაყოფიერების სასწავლო პროგრამა;
- 2017 – უკრაინა კიევი კლინიკა „ისიდა“ინ ვიტრო განაყოფიერების სასწავლო პროგრამა.
- 2016 წლიდან – დღემდე – ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ექიმი რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი.
- 2011-2016 – ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი.
- 10 სამეცნიერო კონფერენცია.
- 5 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი
ქართული – მშობლიური
რუსული – სრულყოფილად
ინგლისური – სრულყოფილად