ნათია ჩუბინიძე MD.

ნათია ჩუბინიძე MD.

რადიოლოგი

1169

ნათია ჩუბინიძე - ცხოვრების კრედო

ჩვენთან სასწაულები ყოველდღე ხდება, როცა ვხედავთ როგორ ისახება დედის სხეულში ახალი სიცოცხლე, ჩვენ ერთად ვისმენთ პირველ გულისცემას, ვაკვირდებით მის განვითარებას და ვასწავლით მშობლებს, რომ ისინი უკვე მარტონი აღარ არიან.

chubinidze-ge

სამუშაო ადგილი

GGRC ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი

ბარნოვის 51გ, თბილისი, საქართველო

(+995) 544 44 83 43

info@ivfggrc.com

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

ექიმის სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

სპეციალობა

რადიოლოგია

სამეცნიერო ხარისხი

პროფესიული ინტერესები

რადიოლოგია

პედიატრია

ინ ვიტრო

პროფესიული უნარები

ჯანდაცვა 100%
პაციენტთან ურთიერთობა 100%
პროფესიული განვითარება 100%

პერსონალური ინფორმაცია

ნათია ჩუბინიძე

ლენინგრადის პედიატრიის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრის დიპლომით 1995 წელს დაასრულა, მოგვიანებით ის რადიოლოგიით დაინტერესდა და კვალიფიკაცია ამ მიმართულებით გაიარა თბილისის კლინიკური მედიცინის კვლევით ინსტიტუტში.

მისი სპეციალიზაციის სფეროა მუცლის ღრუს ორგანოების, საშარდე სისტემის, წინამდებარე ჯირკვლის, ფარისებური და სარძევე ჯირკვლების, ასევე ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი კვლევები, ღვიძლის, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების მოცულობითი წარმონაქმნების პუნქციური ბიოფსიები დამიზნებითი ულტრაბგერითი კონტროლით, მცირე მენჯის ორგანოების კვლევა ტრანსაბდომინალური და ტრანსვაგინალური მიდგომით, სამეანო კვლევები და სხვა მანიპულაციები ულტრაბგერითი კონტროლით. ნათია საქართველოსა და ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრია.

საქმიანობის სფერო: რადიოლოგია პედიატრია ინ ვიტრო

საექიმო საქმიანობის სტაჟი: 2007 წლიდან

  • 1989-1995 – ქ. ლენინგრადის პედიატრიული სამედიცინო ინსტიტუტი (სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო პედიატრიული სამედიცინო აკადემია);
  • ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი (კვალიფიკაცია პედიატრი);
  • 2007-2009 – ფ. თოდუას სახელობის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამედიცინო რადიოლოგიის რეზიდენტურის სრული კურსი. ნებადართული სპეციალობა – ექიმი რადიოლოგი.
  • 2007-2009 – კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი – ექიმი რეზიდენტი;
  • 2010 წლიდან დღემდე – სამეანო-გინეკოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი “ვენუს-ჯორჯია” – ექოსკოპისტი;
  • 2015 წლიდან დღემდე – ბელა მეტრეველის ესთეტიკური გინეკოლოგიის ცენტი – ექოსკოპისტი;
  • 2020 წლიდან დღემდე – ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის ექოსკოპისტი.
  • მუცლის ღრუს ორგანოების, საშარდე სისტემის, წინამდებარე ჯირკვლის, ფარისებური და სარძევე ჯირკვლების, ასევე რეგიონალური ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი კვლევები;
  • ღვიძლის, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების მოცულობითი წარმონაქმნების პუნქციური ბიოფსიები;
  • დამიზნებითი ულტრაბგერითი კონტროლით;
  • მცირე მენჯის ორგანოების კვლევა ტრანსაბდომინალური და ტრანსვაგინალური მიდგომით;
  • სამეანო კვლევები – ორსულთა სკრინინგი ნაყოფის მუცლად ყოფნის მთელ პერიოდში (I- III ტრიმესტრი) 3D / 4D რეჟიმში. ნაყოფის შეფასება დოპლეროგრაფიული კვლევით;
  • სხვა და სხვა მანიპულაციები ულტრაბგერითი კონტროლით – ინსემინაცია, მილების გამტარობა (ექოსალპინგოგრაფია), ვაკუუმასპირაცია
  • საქართველოსა და ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრი
  • 2010 – მსოფლიო რადიოლოგთა 1 კონგრესი. თბილისი;
  • 2011 – დუბროვნიკის ინტერნაციონალური უნივერსიტეტი (ხორვატია). იან დონალდის სამედიცინო ულტრაბგერის სკოლა. 1 კურსი . ულტრაბგერა გინეკოლოგიასა და მეანობაში;
  • 2011 – ევროპის ონკოლოგ-გინეკოლოგთა მე -17 მსოფლიო კონგრესი (ESGO). მილანი. იტალია;
  • 2012 – პარიზის გინეკოლოგთა მე -11 საერთაშორისო კონგრესი;
  • 2012 – ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის (WRA) პირველი ინტერნაციონალური კონფერენცია;
  • 2014 – ლონდონი. დიდი ბრიტანეთი. IFCPC – ყელის პათოლოგიებისა და კოლპოსკოპისტთა მე-15 მსოფლიო კონგრესი;
  • 2014 – ექიმთა საერთაშორისო კონფერენცია “ტექნოლოგიური პროგრესიდან სრულყოფისაკენ”;
  • 2015 – ქალთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ასოციაციის (WRA) II საერთაშორისო კონფერენცია;
  • 2015 – 47 -ე ინტერნაციონალური კონგრესი ორსულთა პატოფიზიოლოგია. დუბროვნიკის ინტერნაციონალური უნივერსიტეტი იან დონალდის სამედიცინო ულტრაბგერის სკოლა. მე-3 კურსი; დიპლომი – ულტრაბგერა გინეკოლოგიასა და მეანობაში;
  • 2016 – საქართველოს რადიოლოგთა IV კონგრესი;
  • 2016 – თანამედროვე ლაპარასკოპიული ქირურგია გინეკოლოგიაში;
  • 2017 – მედიცინის უახლესი მიღწევები და ტექნოლოგიები მომავალი თაობების ჯანმრთელობისათვის;
  • 2017 – გულის თანდაყოლილი არითმიების ანტენატალური მკურნალობა. ნაყოფის არითმიები, არითმიები ორსულობის დროს;
  • 2017 – ევროპის ონკო-გინეკოლოგთა მე-20 საერთაშორისო კონგრესი. ვენა. ავსტრია;
  • 2017 – საქართველოს ექიმთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. დუბროვნიკის ინტერნაციონალური უნივერსიტეტი იან დონალდის სამედიცინო ულტრაბგერის სკოლა. მე-4 კურსი. დიპლომი – ულტრაბგერა გინეკოლოგიასა და მეანობაში;
  • 2019 – საქართველოს რადიოლოგთა საერთაშორისო კონგრესი და მოწვეულ პროფესორთა პროგრამა – “მუცლისა და მცირე მენჯის ღრუს ონკოლოგიური დიაგნოსტიკა”;
  • 2019 – Oncologic imaging of The abdomen and pelvis – Professionship program Georgia within the ESR support initiative;
  • 2019 – ASCO International multidisciplinary Cancer management course in Gynecologic Cancers;
  • ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის კონგრესების სტუმარი და თავისუფალი მსმენელი
  • ულტრაბგერითი კვლევის შესაძლებლობები სარძევე ჯირკვლების ფიბროადენომების დიაგნოსტიკაში.
  • კორელაცია ჰისტოლოგიურ მონაცემებთან. (რენტგენოლოგიის და რადიოლოგიის მაცნე 2009წ.)

ქართული – მშობლიური
რუსული – სრულყოფილად
ინგლისური – სრულყოფილად