
ინგა ივანიშვილი
რეაბილიტოლოგი, მანუალური თერაპევტი
ინგა ივანიშვილი - ცხოვრების კრედო
უფალი ჩემი მწყემსია

დაჯავშნეთ ვიზიტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა
ექიმის სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!
სპეციალობა
რეაბილიტოლოგია, მანუალური თერაპია
სამეცნიერო ხარისხი
პროფესიული უნარები
პერსონალური ინფორმაცია
ინგა ივანიშვილი
დაბადების თარიღი: 30.01.1969
პროფესია: ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდის მასაჟისა და რეაბილიტოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ექიმი-რეაბილიტოლოგი, მანუალური თერაპევტი, ტრენერი
სამუშაო ადგილი: კლინიკა თინომედი
საქმიანობის სფერო: რეაბილიტოლოგია, მანუალური თერაპია.
საექიმო საქმიანობის სტაჟი: 2001 წლიდან
- 1989-1995 წ. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, სამკურნალო საქმის სპეციალობით
- 1997-2001 წ. სვეტლიაკოვა კრავჩენკოს მანუალური თერაპიის აკადემია (მანუალური თერაპიის ტიბეტურ-უკრაინული სკოლა).
- 2001 წ. – ქ. თბილისის ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველოს სპორტული მედიცინა და რეაბილიტაციის ცენტრთან არსებული მასაჟის, სამკურნალო ფიზკულტურისა და ფიზიოთერაპიის გადამზადების კურსი და მიენიჭა მასაჟისტის კვალიფიკაცია
- 2001-2003 – ქ. თბილისის ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველოს სპორტული მედიცინა და რეაბილიტაციის ცენტრი, ხელმძღვანელობდა მასაჟის პრაქტიკულ კურსს და ეწეოდა პრაქტიკულ მოღვაწეობას.
- 2003 წლიდან აქვს დამოუკიდებელი, კერძო, უწყვეტი პრაქტიკა, როგორც პრაქტიკულ მოღვაწეობაში, ასევე ინდივიდუალურ და ჯგუფურ სწავლებაში.
ბავშვთა და მოზრდილთა ორთოპედიული და ნეირორეაბილიტაციის სრული სპექტრი. სამკურნალო მასაჟისა და მანუალური თერაპიის სრული სპექტრი: ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი, პროტრუზიო, ნერვალგიები, ართროზი, კოქსართროზი, სქოლიოზი, ბრტყელტერფიანობა, ვალგუსი, ბავშვთა ორთოპედიული პათოლოგიები, (პედიატრიული მასაჟის სრული სპექტრი) ინსულტისა და ნეიროგენული წარმოშობის სხვა პათოლოგიების საყრდენ მამოძრავებელი სისტემისმხრივი გამოვლინებები (რბილი და სპასტიური დამბლა, კონტრაქტურა) არასრული ჩამონათვალია იმ პათოლოგიებისა, რომელთა მკურნალობაშიც წამყვანი როლი ეკუთვნის მანუალურ თერაპიასა და კინეზოთერაპიას.
ქართული – მშობლიური
რუსული – სრულყოფილად
ინგლისური – საშუალოდ