დავით ნიკოლეიშვილის ინტერვიუ
მედიქლაბჯორჯიას წარმატების მთავარი ფორმულა: „ჩვენს კლინიკას ექსკლუზივი აქვს ოპერაციების გაკეთებისა და უახლესი აპარატურის თვალსაზრისით.“
უროლოგი, ონკოლოგი
XXI საუკუნის კონკურენტულ პერიოდში განვითარებული ტექნოლოგიებისა და აპარატურის საშუალებით სულ უფრო მეტად იხვეწება სამედიცინო მომსახურების სფერო. უახლესი ტექნოლოგიები ექიმებს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და ეფექტურად დასვან დიაგნოზი და ამ დიაგნოზის საფუძველზე სწორი მკურნალობა დაუნიშნონ პაციენტებს.
კლინიკა „მედიქლაბჯორჯია“ წლების განმავლობაში წარმატებით განაგრძობს უმაღლესი სტანდარტებით სამედიცინო მომსახურებას. ინოვაციური ტექნოლოგიებისა და პროფესიონალთა გუნდის წყალობით კლინიკა მოწინავე პოზიციებს არასოდეს თმობს. რა სახის ოპერაციები კეთდება მედიქლაბში? რა აქციებს სთავაზობენ პაციენტებს კლინიკის უროლოგიურ დეპარტამენტში? – ამ და სხვა საკითხებზე სამედიცინო პორტალ “VIPMED.GE”-ს ჟურნალიტს „MediClubGeorgia“-ს უროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, საერთაშორისო ლაპაროსკოპიული ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ნიკოლეიშვილი ესაუბრა.
– ბატონო დავით, გვიამბეთ თქვენი კლინიკის უროლოგიური განყოფილების შესახებ?
– კლინიკა „მედიქლაბში“ უროლოგიური განყოფილება და მიმართულება დაახლოებით ორი წლის წინ ჩამოყალიბდა. მანამდე ჩვენს კლინიკაში უროლოგიური კონსულტაციები თითქმის დაარსების დღიდან ტარდებოდა. თუმცა უროლოგიური განყოფილების დაარსებას გარკვეული დრო დასჭირდა, დროთა განმავლობაში მომწიფდა სიტუაცია და შეიქმნა გარემოებები რამაც განაპირობა ამ სამსახურის შექმნა “მედიქლაბჯორჯიას” ბაზაზე. კლინიკის ხელმძღვანელობასთან მოხდა შეთანხმება რომ უროლოგიური განყოფილება უზრუნველყოფილი იქნებოდა ულტრათანამედროვე და უახლესი აპარატურით. ამან საშუალება მოგვცა შეგვექმნა უროლოგიური მიმართულება და დაგვესახა განვითარების გეგმა.
– როგორია თქვენი კლინიკის სტრუქტურა უროლოგიური განყოფილების თვალსაზრისით?
– უროლოგიური განყოფილება ჯერჯერობით ახალი ჩამოყალიბებულია, ვფიქრობ, რომ ორი წელი საკმარისი დრო არ არის იმისთვის, რომ სრულყოფილად წარმოაჩინო შესაძლებლობები, მაგრამ სიამაყით შემიძლია განვაცხადო რომ ამ მოკლე ხანში წარმატებულად დავიმკვიდრეთ თავი ძალიან კონკურენტულ გარემოში. ჩვენი მუშაობის მოცულობა საკმაოდ დიდი და შთამბეჭდავია.
განყოფილების სპეციფიკიდან გამომდინარე ოპერაციების აბსოლუტური უმრავლესობა მინიმალურად ინვაზიური მეთოდით კეთდება, ესენია: ლაპაროსკოპიული ქირურგია, რომელიც ონკოლოგიური და არაონკოლოგიური ოპერაციების დროს გამოიყენება და ენდოსკოპიური ქირურგია, როგორც შარდ-კენჭოვანი დაავადების დროს, ასევე პროსტატის, ჰიპერპლაზიის და შარდის ბუშტის სიმსივნური დაავადებების შემთხვევაში. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენს კლინიკას აქვს ექსკლუზივი, რამოდენიმე ოპერაცია არათუ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონსა და „დსთ“-ის ფარგლებში არ კეთდება. ექსკლუზივი გვაქვს უახლესი და თანამედროვე აპარატურის თვალსაზრისითაც.
მინდა დაბეჯითებით ავღნიშნო, რომ პირველად საქართველოში უახლესი ენდოსკოპიური და ლაპაროსკოპიული აპარატურა დაიდგა, რომელიც მთელი პოსტსაბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არ არსებობდა, ამ საკითხშიც ნამდვილად ლიდერები ვართ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს კლინიკაში უროლოგიის მიმართულება, არის გამორჩეული და საერთაშორისო სტანდარტებს უტოლდება. ამ ყველაფერს გამორჩეულობის ელფერი კიდევ უფრო ემატება ლაპაროსკოპიული და ენდოსკოპიური საერთაშორისო სასწავლო ლაპაროსკოპიული ცენტრის შექმნით, სადაც ახალგაზრდა და გამოცდილი ექიმები მთელი დსთ-ს მასშტაბით ეუფლებიან, ლაპაროსკოპიულ, ონკოლოგიურ და სხვა ენდოსკოპიურ ოპერაციებს.
– რა სახის ოპერაციები კეთდება თქვენს კლინიკაში?
– როგორც უკვე გითხარით, ჩვენთან ძირითადად ლაპაროსკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციები კეთდება, თუმცა ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი კლინიკის უროლოგიურ მიმართულებაში ყველა სახისა და მასშტაბის ოპერაციებს ვაკეთებთ როგორც ღია, ასევე ლაპაროსკოპიული წესით. ესენია: ონკოლოგიური ოპერაციები, პროსტატის კიბოს, შარდის ბუშტის კიბოს, სათესლე ჯირკვლების კიბოს, თირკმლის კიბოს, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეების დროს.
ვაკეთებთ შარდკენჭოვანი დაავადებების ოპერაციების ფაქტობრივად სრულ სპექტრს, შარდსაწვეთის კენჭებისა და თირკმლის კენჭების დაშლა ლაზერის საშუალებით. ოპერაციებს ვაკეთებთ პროსტატის ადენომის, შარდის ბუშტის სიმსივნეების დროს. ასევე ბავშვთა უროლოგიაში თითქმის ყველა სახის ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს, რეკონსტრუქციული და პლასტიკური უროლოგიაც ფართოდ არის წარმოდგენილი. თამამად ვიტყვი, რომ “მედიქლაბჯორჯიაში” ყველანაირი უროლოგიური ოპერაცია ძალიან მაღალ დონეზე კეთდება და ეს ყველაფერი უმაღლესი დონის პროფესიონალებისა (აქ ვგულისხმობ: უროლოგებს, ანესთეზიოლოგებს, საოპერაციო და ინტენსიური განყოფილების მედდებს) და ულტრა თანამედროვე აპარატურის ხელშეწყობით ხდება. ჩვენი საოპერაციოსა და თვითონ უროლოგიური განყოფილების აღჭურვილობა საუკეთესო და სამაგალითოა მთელ რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში.
გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ კლინიკა პაციენტის თანამედროვე სტანდარტებით მკურნალობის, მომსახურების ხარისხსა და უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული. ამ ყველაფრის დამადასტურებელი კი ის გახლავთ, რომ გასულ წელს „მედიქლაბჯორჯიამ“ JCI აკრედიტაცია მიიღო. ეს არის ამერიკული სტანდარტის აკრედიტაცია რომელიც პაციენტის უსაფრთხოებისა და სერვისების უმაღლეს ხარისხობრივ კატეგორიას განსაზღვრავს. ეს აღიარება საქართველოში და მთელს რეგიონში მარტო ჩვენს კლინიკას ერგო წილად.
– რა სერვისებს სთავაზობთ თქვენთან მოსულ პაციენტებს უროლოგიურ დეპარტამენტში?
– ჩვენს კლინიკაში გარდა ოპერაციებისა, მრავლადაა ამბულატორიული პაციენტები. მოგვმართავენ ისეთი დაავადებებით როგორიცაა: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ერექციული დისფუნქცია, ე.წ. გართულებული თუ არაგართულებული პროსტატიტი, ჩვენ შეგვიძლია რეკომენდაციების გაწევა ანდროლოგიური მიმართულების მხრივაც, მაგალითად: მამაკაცის მხრიდან გამოწვეული უშვილობის დროს.
გვაქვს იმის შესაძლებლობაც, რომ პაციენტები ამბულატორიულად ვმართოთ და ეს ქალთა კონტინგენტსაც ეხება, მაგალითად ე.წ. ხშირი ცისტიტის, არაგართულებული ან გართულებული საშარდე ინფექციების შემთხვევაში. შეგვიძლია ისეთი პაციენტების ამბულატორიულად მართვაც, რომელთაც აქვთ შარდის შეუკავებლობა, შარდის გაპარება და ა.შ.
– ბატონო დავით, რას გვეტყვით თქვენი კლინიკის ტექნოლოგიებზე?
– ჩვენს კლინიკაში უროლოგიის განხრით ძირითადად ორი საოპერაციოა, სადაც გვიწევს ოპერაციების კეთება.
პირველ საოპერაციოში ძირითადად ლაპაროსკოპიული და ღია სახის ოპერაციები კეთდება. ჩვენი აპარატურა არის საუკეთესო ენდო-ვიდეო სისტემის მქონე ლაპაროსკოპიული სისტემა რომელიც 2017 წლის მარტში გამოვიდა პირველად. ეს არის მეორე თაობის სამგანზომილებიანი ენდო-ვიდეო სისტემა, რომლის მსგავსი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ჯერჯერობით არსად დგას. აღნიშნული აპარატურა საშუალებას გვაძლევს, რომ დიდი სირთულის ოპერაციები უფრო დახვეწილად და მეტი სიზუსტით გავაკეთოთ.
მეორე საოპერაციოში ასევე გვაქვს საუკეთესო, ყოველნაირად აღჭურვილი რენტგენ-საოპერაციო, სადაც თანამედროვე რენტგენ-სისტემაა, რომელსაც სამგანზომილებიანი რეკონსტრუქციის გაკეთების საშუალება აქვს. ამ საოპერაციოში ჩვენ ვაკეთებთ და მომავალში უფრო დიდი მასშტაბით გავაკეთებთ შარდკენჭოვანი დაავადების ყველა ოპერაციას.
აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო დიაგნოსტიკაზე. შევიძინეთ ულტრასონოგრაფიის აპარატი, რომელიც ოპერაციისა და ინვაზიური მანიპულაციებისთვის გამოდგება. მისი გადამწოდები ძალიან მაღალი ხარისხისა და გარჩევადობისაა. ასეთი აპარატი მთელ ამიერკავკასიაში არავის აქვს. ჩვენ ამ აპარატის საშუალებით პროსტატის, თირკმლის ბიოფსიასა და პუნქციებს ვანხორციელებთ. ლაპაროსკოპიული ოპერაციების დროს ვიყენებთ ლაპაროსკოპიულ გადამწოდს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ გაჭრის გარეშე დავათვალიეროთ ნებისმიერი ორგანო, დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ ოპერაციის დროს და საჭიროების შემთხვევაში ტაქტიკა შევცვალოთ.
აპარატურის თვალსაზრისით ჩვენი კლინიკა ყველანაირად უზრუნველყოფილია და ლაბორატორიული იქნება თუ რადიოლოგიური იმდენად მაღალი ხარისხისაა, რომ პაციენტს სხვაგან წასვლა არ სჭირდება. მომავალშიც ვაპირებთ მაღალი დონის აპარატურის შეძენასა და ამით გაძლიერებას.
– რა აქციებს სთავაზობთ თქვენთან მოსულ პაციენტებს?
– ამ ეტაპზე ვგეგმავთ, რომ შევთავაზოთ მოსახლეობას აქცია დიაგნოსტიკისა და სკრინინგის თვალსაზრისით. ეს პირველ რიგში პროსტატის დაავადებებს შეეხება და მომავალში სხვა აქციებსაც შეგთავაზებთ. პირველ ხანებში შეიძლება გვქონდეს ექიმის უფასო კონსულტაცია, გარკვეულ კვლევებსა თუ ანალიზებზე ფასდაკლება, რათა ეს ანალიზები ფართო მოსახლეობისათვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს. აღნიშნული აქციების შესახებ ძალიან მალე ვამცნობთ მოსახლეობას ჩვენი ვებგვერდისა და სოციალური ქსელის საშუალებით.
– ძირითადად, რა ასაკის ადამიანები მოგმართავენ უროლოგიური პრობლემებით და უფრო ხშირად რომელი სქესის ადამიანები მოდიან თქვენთან?
– უროლოგიური პრობლემებით ორივე სქესისა და ყველა ასაკობრივი ჯგუფის მომართვიანობაა. როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენ გვაქვს ბავშვთა უროლოგიური მიმართულება, სადაც ბავშვთა და მოზარდთა მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. ისინი მათი ასაკისთვის დამახასიათებელი უროლოგიური პათოლოგიებით მოგვმართავენ, რომელთა კორექცია ჩვენი პრეროგატივაა.
ასევე არიან ახალგაზრდა მამაკაცები და ქალბატონები, რომელთაც საშარდე ინფექციები ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები გააჩნიათ. ხანშიშესული მამაკაცები ძირითადად პროსტატის ჯირკვლიდან გამომდინარე გამოწვეული პრობლემებით მოგვმართავენ და რათქმა უნდა ონკოლოგია, ძირითადად უფრო ხანშიშესულ პაციენტებში ვლინდება, თუმცა ონკოლოგიური დაავადებები ახალგაზრდა პაციენტებსაც შეიძლება ჰქონდეთ. ამიტომ, თითქმის ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება დასჭირდეს უროლოგიური დახმარება.
– რას ფიქრობთ სამედიცინო პორტალ “VIPMED.GE”-ზე?
– სამედიცინო პორტალი “VIPMED.GE” საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული პორტალია. თქვენთან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება შეიძლება ექიმებისა და კლინიკების შესახებ. თუ რომელიმე ჩემს კოლეგას სურვილი გაუჩნდა, რომ ამ პორტალის მეშვეობით თავის პაციენტსა თუ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს, ეს “VIPMED.GE”-ზე სრულიად შესაძლებელია. ვფიქრობ, თქვენთან საქმე ძალიან მაღალ დონეზე კეთდება.
ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე:
მობ.: +995 597 32 32 24
სამს.: +995 599 95 19 91
დაჯავშნეთ ვიზიტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა
სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!