მენოპაუზა
მენოპაუზა
– იგივე კლიმაქტერიული პერიოდი — ეტაპი ქალის ცხოვრებაში,რომელიც მენსტრუალური ციკლის მთლიანად გაქრობას და ქალის ნაყოფიერების შეწყვეტას გულისხმობს. როგორც წესი ეს პროცესი 45-იდან 55 წლამდე ასაკის შუალედში დგება. ხშირად მენოპაუზალური პერიოდის ათვლა იწყება მაშინ, როდესაც ქალს მენსტრუალური სისხლდენა უკვე 12 თვის განმავლობაში არ ჰქონია.
მენოპაუზა ყველა ქალის ცხოვრებაში სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს,მენოპაუზის ნიშნები აღმოცენებას ქალის სასქესო ჰორმონების კლება განაპირობებს. იგი ყველასთვის ინდივიდუალურია ზოგს არანაირი სიმპტომი, გარდა მენსტრუალური ციკლის შეწყვეტისა, არ აღენიშნება. ქალთა უმრავლესობას კი კლიმაქსისთვის დამახასიათებელი ბევრი ჩივილი აქვს:
- სხეულის პერიოდული წამოხურება;
- ღამით ოფლიანობა;
- ადვილი დაღლა;
- ამოციური ფონის ცვლილებები;
- ძილის დარღვევა.
აღსანიშნავია,რომ ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება გახანგრძლივდეს,მაგალითად:
- საშოს ლორწოვანის სიმშრალე, ქავილი, ინფექციები, ტკივილი სქესობრივი კავშირისას;
- შარდვასთან დაკავშირებული სიმპტომები: შარდის შეკავების უნარის შესუსტება, ხშირია საშარდე გზების ინფექციები.
ცხოვრების ჯანსაღი წესი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს მენოპაუზის დროს არსებულ სიმპტომებსა და დაავადებების განვითარების რისკს. მკურნალობა დამოკიდებულია მენოპაუზის მიმდინარეობაზე.
მენოპაუზის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართეთ გინეკოლოგს, რათა მიიღოთ შესაბამისი დანიშნულება მკურნალობა.
გინეკოლოგთან ვიზიტის დასაგეგმად გთხოვთ დაჯავშნოთ ვიზიტი
საკონტაქტო ინფორმაცია
დაჯავშნეთ ვიზიტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა
სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!