phlebology

“ფლებოლოგია” – იგორ მიქაძე

ფლებოლოგია.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ფლებოლოგიამ სერიოზული განვითარება განიცადა და უკვე ზოგიერთ მოწინავე ქვეყანაში ჩამოყალიბდა, როგორც ცალკეული დისციპლინა.

იგორ მიქაძე MD. D.M.Sc.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
სისხლძარღვთა ქირურგი, ანგიოლოგი

მედიცინის ამ სფეროს დიდი ყურადღება ეთმობა,  რადგან სხვადასხვა მონაცემებით მოსახლეობის 50-70% -მდე განიცდის ვენურ პათოლოგიას ამ თუ იმ ფორმას.  ვენების დაავადების გართულებები ინვალიდობის ხშირი მიზეზი ხდება, თრომბოემბოლიური გართულებები კი შეიძლება გახდეს სიკვდილის მიზეზი. გარდა ამისა ვარიკოზული ვენები ქმნიან სერიოზულ კოსმეტიურ პრობლემას.

პრობლემის ამდაგვარი მდგომარეობა ასტიმულირებს ახალი ცოდნის და მკურნალობის ახალი მეთოდების განვითარებას.

ვენების დაავადების თანამედროვე კლასიფიკაცია იხვეწება და ხდება საყოველთაოდ მიღებული.  ამასთან ერთად, შემუშავდა საერთო ტერმინოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს ექიმებს მთელ მსოფლიოში ილაპარაკონ ერთ ენაზე.  დღესდღეობით CEAP კლასიფიკაცია გამოიყენება თითქმის მთელ მსოფლიოში.

გამოკვლევის თანამედროვე მეთოდები აადვილებს დიაგნოზის დადგენას.

ქვედა კიდურების ვენების დუპლექს/ტრიპლექს სკანირება გახდა მთავარი, უაღრესად ინფორმაციული, არაინვაზიური მეთოდი, რომელიც  ხშირ შემთხვევაში საშუალებას იძლევა შეამციროს ძვირადღირებული უფრო ტრავმული მეთოდების გამოყენება.

ვენური პათოლოგიის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები იყოფა რამდენიმე ჯგუფად, რომელთა სისტემატიზაციას და ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ვენური პათოლოგიის მქონე პაციენტების მკურნალობაში.

თერაპიული მკურნალობა, ელასტიურ კომპრესიასთან ერთად შეიძლება გახდეს ვენური დაავადების პრევენციის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულება.

რადიკალური  კურნალობის ყველაზე ეფექტური მთოდი რჩება  ქირურგიული ჩარევა, რომელიც გვაძლევს საშუალებას აღვადგინოთ ჰემოდინამიკა დაზიანებულ ქიდურში.

ახალმა თექნოლოგიებმა და ცოდნამ ქირურგიული მკურნალობა გახადა რუტინული, ბევრ შემთხვევაში ხდება ამბოლატორიულად და საშუალებას იძლევა ოპერაციის შემდეგ პაციენტი გაეწეროს სახლში.

სკლეროთერაპია და ლაზერული აბლაციის მეთოდები, გარდა კოსმეტირუი ეფექტისა იძლევა კარგ სამკურნალო ეფექტს.

რათქმაუნდა, არ არსებობს არაფერი იოლი და მარტივი, თუ არ ფლობ ამ სფეროში ძირფესვიანად ყველა პრობლემას და ცოდნას.

ვენების პათოლოგიის მკურნალობა რთული ამოცანაა როგორც ფლებოლოგისთვის, ასევე თავად პაციენტისთვის. ეს გამოწვეულია დაავადების სხვადასხვა ფორმებით და სტადიებით და  მოითხოვს პაციენტის მინიმალურ ტრავმატიზაციას  და  რაც შეიძლება სწრაფ რეაბილიტაციას. დღესდღეობით არსებული მკურნალობის უაღრესად ეფექტური და, ამავდროულად, ეკონომიური ქირურგიული მეთოდები.

ამრიგად, ამ სფეროში ცოდნის სისტემატიზაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირველი ზოგადი წიგნი ქართულ ენაზე, რომელიც ასე აუცილებელია ჩვენი თანამემამულეებისთვის.

იგორ მიქაძე

igor-mikadze

იგორ მიქაძე MD. D.M.Sc.

სისხლძარღვთა ქირურგი, ანგიოლოგი

საკონტაქტო ინფორმაცია

გ. აბზიანიძის სახ. ანგიოლოგია–ანგიოქირურგიის აკადემიური კლინიკა

თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13, (მრავალპროფილური საავადმყოფო, მე-5 სართული)

+995 571 233 006

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

545