თინა ქიტუაშვილის ინტერვიუ
დერმატოლოვენეროლოგია მოიცავს არამხოლოდ კანის დაავადებებს, თმის და ფრჩხილის დაავადებებს და რაც ყველაზე ნიშვნელოვანია დერმატოკოსმეტოლოგია ეს არის დერმატოლოგიის ერთერთი მიმართულება, რომელიც ბევრმა არც იცის.
დერმატო-ვენეროლოგი
„თუ მშობელს ეჭვი ეპარება, ხომ არ არის ეს პათოლოგიური შემთხვევა უნდა მიმართოს დერმატოლოგს.“ – თინა ქიტუაშვილი
ჩვილობის ასაკიდან ხანდაზმულობამდე ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორც კანის ზედაპირზე გამოვლენილ სხვადასხვა სახის პათოლოგიებს, ასევე თმის და კანის პრობლემებს.
ნებისმიერი ცვლილება კანის ზედაპირზე, როგორც მცირე ასაკის ბავშვებში ისე მოზრდილებში აუცილებელია გავაკონტროლოთ დერმატოლოგის დახმარებით. ვინაიდან შესაძლოა ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებამ მიგვანიშნოს სხვა მრავალ სიღრმისეულ ჯანმრთელობის პრობლემებზე.
ფრჩხილის ფირფიტის განივი და სიგრძივი დაზოლვა, მტვრევა, ფერის ცვლილება ეს ის მცირე ჩამონათვალია რაც ყოველ მეორე ადამიანს აწუხებს… არის თუ არა საგანგაშო? ვის უნდა მივმართოთ?
ასევე ერთერთ აქტუალურ პრობლემად (გარემო ფაქტორების თუ შინაგანი მდგომარეობის უარყოფითი გავლენის გამო) თმის ცვენა, მტვრევა ან სულაც თმის ზრდის შეჩერება შეიძლება, რომ მოვიაზროთ. ეს პრობლემა ბავშვთა ასაკშიც გვხვდება მაგრამ მშობლები, როგორც კანის ასევე თმის პათოლოგიებსაც ბავშვთა მცირე ასაკს უკავშირებენ. რამდენად სწორად ვიქცევით ამ დროს? რა ნიშნები შეიძლება ჩავთვალოთ დერმატოლოგთან კონსულტირებისთვის? კითხვებზე გვპასუხობს კანის და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრის დერტმატოლოგი – თინა ქიტუაშვილი.
– წარგვიდგინეთ თქვენი თავი.
მე გახლავართ თინა ქიტუაშვილი კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის დირექტორი, სამეცნიერო სასწავლო დარგში. ამასთან ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ამასთან ვეწევი პრაქტიკულ საქმიანობას დერმატოვენეროლოგიაში.
– ყველაზე ხშირად, რომელი კანის ზედაპირზე გამოვლენილი პათოლოგიებით მოგმართავენ პაციენტები?
დერმატოვენეროლოგია მოიცავს 2000-მდე კანის დაავადებას ეს არის სხვადასხვა ტიპის კანის დაავადებები. არის ბაქტერიული, სოკოვანი ინფექციები, ვირუსული ინფექციები, ამ დაავადებებს უყვართ სხვადასხვა სეზონი მაგალითად გაზაფხულის პერიოდში ბაქტერიული ინფექციები ჭარბობს, ეს არის ჩირქოვანი დაავადებები. შემოდგომაზე ან გაზაფხულზე ჭარბობს ვირუსული ინფექციები. გაზაფხულზე იღვიძებს ალერგიული დაავადებები. როდესაც ატოპიური დერმატიტით დაავადებული ბავშვები მოგვმართავენ ხოლმე ხშირად.
სეზონური არის ზოგჯერ ფსორიაზი და სხვადასხვა ქრონიკული დაავადება.ზამთრის პერიოდში ქრონიკული პაციენტები მოგვმართავენ, ასე რომ პაციენტების სიმცირეს ჩვენ არ ვუჩივით. პაციენტი ყოველთვის არის წელიწადის ნებისმიერ დროს და ესენი არიან საკმაოდ დიდი რაოდენობით. ცნობილია, რომ ოჯახის ექიმის პრაქტიკაში 10% დერმატოლოგიური პაციენტია. ეს არის საკმაოდ დიდი ციფრი.
– თქვენს კლინიკაში თუ გქონიათ რთული დერმატოლოგიური პაციენტების შემთხვევები და რა შედეგებზე გასულხართ?
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, როგორც ადრე უწოდებდნენ მას და ამჟამად ეროვნული ცენტრი, ყოველთვის იყო სათავო დაწესებულება. ასე რომ დისპანსერებისთვის, პოლიკლინიკის დერმატო ვენეროლოგებისათვის ეს იყო დასაყრდენი, როდესაც იყო რთული შემთხვეევა ისინი ჩვენთან აგზავნიდნენ ამ პაციენტებს და ჩვენ არაერთი შემთხვევა გვქონია ისეთი პაციენტებისა, რომლებიც მოვათავსეთ სტაციონარში და სიკვდილს გადავარჩინეთ. არის კანის მძიმე პათოლოგიები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ სტაციონარს. მე ვიტყვი, რომ საქართველოში არ არასებობს დერმატოვენეროლოგიური პროფილის სტაციონარი. ჩვენ ვიზრუნეთ ამაზე და ძალიან მალე, ნოემბრის თვეში ჩვენ გავხსნით დღის და ღამის სტაციონარს.
დღისით უმძიმეს პაციენტებს ვმკურნალობთ აქ არის რათქმაუნდა ყველა საჭირო მანიპულაცია, ყველა საჭირო პროცედურა, რომელიც შეიძლება ჩატარდეს მძიმე პაციენტთან.
– იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ქრონიკულად აწუხებს კანის ჩირქოვანი პათოლოგიები ვის უნდა მივმართოთ და რა გამოკვლევების ჩატარება არის საჭირო?
კანზე ქრონიკული პროცესები მიგვანიშნებს, რომ შესაძლებელია იყოს იმუნური სისტემის არასწორი პასუხი. ან იმუნოსუპრესია, როდესაც იმუნური სისტემა დაქვეითებულია მისი პასუხი არის დაქვეითებული, ან არასწორი პასუხი, კერძოდ შესაძლოა ეს იყოს რაიემ ავტოიმუნური პროცესი. თუ კერძოდ ჩირქოვან პროცესებს შევეხებით შესაძლებელია იყოს თვითონ მიკროორგანიზმი ბაქტერია, რომელმაც გამოიწვია ეს ჩირქოვანი პროცესი. იყოს რეზისტენტული ამ თერაპიის მიმართ კერძოდ ანტიბიოტიკების მიმართ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მივმართავთ ხოლმე, ჩირქის დათესვას ჩირქის ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას, როდესაც ვიგებთ რომელი ანტიბიოტიკის მიმართ არის მგრძნობიარე ესა თუ ის მიკრობი.
აკნეს თუ შევეხებით აკნესთან მიმართებაში საინტერესოა არა იმუნური სისტემა, არამედ ჰორმონული პროფილი. ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საკვერცხეების დისფუნქცია, როდესაც ჰორმონების დისბალანსია და აკნეს აქვს სხვა პათოგენეზური მექანიზმი და შესაბამისად ამ ჩირქოვან პროცესსაც აქვს სხვა საფუძველი. ასეთ შემთხვევაში სხვა კვლევები იქნება საჭირო.
– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია როგორც, ასევე და კოსმეტიკურ პრობლემებს, საინტერესოა შესაძლებელია თუ არა თმის ცვენის შეჩერება?
გეთანხმებით, დერმატოლოვენეროლოგია მოიცავს არამხოლოდ კანის დაავადებებს, თმის და ფრჩხილის დაავადებებს და რაც ყველაზე ნიშვნელოვანია დერმატოკოსმეტოლოგია ეს არის დერმატოლოგიის ერთერთი მიმართულება, რომელიც ბევრმა არც იცის. ჩვენ ვმკურნალობთ თმას, ფრჩხილებს და კანზე არსებულ ყველა პრობლემას.
თმასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში აწუხებს თმის ცვენა. თმის ცვენის მიზეზები მრავალფეროვანია. ეს შესაძლოა იყოს გენეტიკურად განპირობებული, როგორიც არის მაგალითად ანდროგენეტიკური თმის ცვენა ან და მძიმე დიეტის შემდეგ ან და მძიმე დაავადებების შემდეგ გამოვლინდეს. თმის ცვენის დიფუზური ხასიათის თმის ცვენა, როდესაც ამ მიმართულებით უნდა წავმართოთ გამოკვლევაც და მკურნალობაც. შესაძლებელია თმის ცვენას ჰქონდეს ავტოიმუნური ხასიათი, როგორიც გვაქვს ბუდობრივი თმის ცვენა. ადრე დადგენილი, ადგრე გამოვლენილი დაავადება, ადრე დაწყებული მკურნალობა, ჩვენ მკურნალობის კარგ შედეგს, გარანტიას გვაძლევს.
– თმის შენელებული ზრდა ბავშვთა ან მოზრდილთა ასაკში, რამ შეიძლება გამოიწვიოს და რა მკურნალობის მეთოდებს იყენებთ?
თმა განიცდის განვითარების ფაზებს, გარკვეულ ფაზებს, როდესაც ის იზრდება, როდესაც ის მოსვენების მდგომარეობაში გადადის და როდესაც ცვივა. ეს ციკლი არის პერიოდულად მეორდება მაგალითად, 1 თმის ფოლიკულს შეუძლია გააჩინოს ასე ვთქვათ 12-15 თმა და ეს იზრდება 3- 5 წლის განმავლობაში. შესაძებელია ეს თმის ზრდა პერიოდულად შეჩერდეს ან და ახალი თმის ამოსვლა შეფერხდეს და ეს არის აფსოლიტურად ფიზიოლოგიური. მაგალითად ორსულ ქალებში არის უფრო სწრაფი ზრდა. ამას ჰორმონები განაპირობებენ და როდესაც იმშობიარებს მშობიარობიდან 2- 3 თვის შემდეგ, შესაძლებელია აბსოლუტურად დაცვივდეს თმის ის რაოდენობა, რომელიც ამ პერიოდში ჭარბად გაიზარდა. ანუ ორსულობის პერიოდში გვაქვს ხშირი თმა და ორსულობის შემდგომ პერიოდში გვაქვს შედარებით თხელი თმა.
ასევე მოხუცებულობის ასაკში შეიძლება იყოს თხელი თმა. იმიტომ რომ თმის გარკვეულმა რაოდენობამ უკვე დაამთავრა თმის მოცემა და მას აღარ ძალუძს, რომ მოგვცეს ახალი თმა.
ბავშვთა ასაკში ეს შესაძლებელია ეს იყოს ფიზიოლოგიური ციკლი. როდესაც ბავშვი იბადება მას აქვს ხშირი თმა, შემდეგ ეს თმა აუცილებლად ცვივა და ის ჩანაცვლდება ახალი თმით. ასე რომ ეს შესაძლებელია იყოს ფიზიოლოგიური, მაგრამ შესაძლებელია იყოს პათოლოგიურიც. ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში თუ მშობელს ეჭვი ეპარება, ხომ არ არის ეს პათოლოგიური შემთხვევა უნდა მიმართოს დერმატოლოგს.
აქედან გამომდინარე თუ გავითვალისწინებთ, რომ შესაძლებელია თმის ზრდის შეჩერება იყოს ფიზიოლოგიური ის მკურნალობას არ საჭიროებს, მაგრამ თუ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, აქ არის საჭირო მკურნალობა, რომელიც ინდივიდუალურია და კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ექიმი-დერმატოლოგის მიერ.
– ლაქები ფრჩხილზე, ფერის შეცვლა, ფრჩხილის ფირფიტის განივი და სიგრძივი დაზოლვა რამ შეიძლება გამოიწვისო ეს პრობლემა, არის თუ არა საშიში?
დიახ, საშიში ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს შესაძლოა გამოიწვიოს შინაგანი ორგანოთა დაავადებების, რომელიმე გამოვლინება, შესაძლებელია იყოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემით გამოწვეული, ან და იგივე არასწორი კვებით გაოწვეული და ა.შ. ფრჩხილის დისტროფიული დაზიანებები, რომელიც შეიძლება აი ამ ტერმინით გავაერთიანოთ, შესაძლებელია იყოს კანის, რომელიმე პათოლოგიის მანიშნებელიც. მაგალითად ფსორიაზის, მაგალითად ლიქენიის, მაგალითად იქთიოზის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ფრჩხილის სხვადასხვა დაზიანება სხვადასხვა ფორმით. შეიძლება ეს იყოს ფერის შეცვლა, იყოს გაყვითლება ფრჩხილის, როგორიც არის მაგალითად ომიქონიკოზების დროს, როდესაც ფრჩხილი ზიანდება სოკოვანი ინფექციით, ანდა იყოს გაწითლება ფრჩხილის ფირფიტა არის გაწითლებული, როდესაც გვაქვს წითელი ბრტყელი ლიქენის შემთხვევაში. შესაძლებელია იყოს განშრევებადი მტვრევადი, როგორიც გვაქვს მაგალითად ფსორიაზის შემთხვევაში და ა.შ. ეს სათანადო მიმართულებით გამოკვლევას და სათანადო მიმართულებით მკურნალობას საჭიროებს.
– რა თანამედროვე კვლევის და დიაგნოსტიკის მეთოდებს იყენებთ კლინიკაში?
კლინიკაში ვიყენებთ დიაგნოსტიკის და კვლევის ყველა სათანადო მეთოდს. ჩვენი ექიმები არიან ევროპის დერმატოვენეროლოგთა აკადემიის წევრები და მათ აქვთ საშუალება ყოველწლიურად 2 ჯერ მაინც დაესწრნონ ამ აკადემიის ორგანიზებულ კონფერენციებს და კონგრესებს. გაიგონ ყველაფერი ახალი რაც კი მსოფლიოს ზურგზე ხდება და დანერგონ ისინი. რათქმაუნდა ადმინისტრაცია ხელს უწყობს ამ ინიციატივებს და ჩვენ დღეისათვის გვაქვს აბსოლიტურად ყველა სადიაგნოსტიკო მეთოდი, რომელიც კი დერმატოლოგიაში გამოიყენება ეს არის ციფრული დერმოსკოპია, ეს არის ტრიქოსკოპია, თმის კველვა, კანის ხალების გამოკვლევა, ხომ არ ხდება მათი ტრანსფორმაცია ავთვისებიან მელანომაში და ა.შ.
ლაბორატორია აბსოლიტურად გამართულია სოკოს დიაგნოსტიკაში და მაგალითად ისეთი პერფიგუსის და ასეთი ბულუზური დერმატოზების დიაგნოსტიკაში, როდესაც უჯრედულ დონეზე შესაძლებელია იქნას აღმოჩენილი, რომელიმე პათოლოგია. ეროვნულ ცენტრში დანერგილია ბიოფსიის მეთოდები, კერძოდ პანჯ ბიოფსია ძალაიან ატიურად გამოიყენება შემდგომი პატომორფოლოგიური კვლევისათვის იგზავნება წამყვან პათომორფოლოგიურ დეპარტამენტში. საკვლევი მასალა კერძოდ კანის პატარა ნაჭერი, რომელიც სპანჯ ბიოფსიის შედეგად მიიღება და ჩვენ გავქვს საშუალება გავაკეთოთ პათომორფოლოგიური დიაგნოსტიკაც ამა თუ იმ პათოლოგიის. რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს. აქაც მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ერვნული ცენტრი არის ინიციატორი, ბევრი გაიდლაინის დანერგვის. ანუ სამინისტროში წარდგენილია ჩვენი ექიმების მიერ და დერმატოვენეროლოგთა ასოციაციის მიერ წარდგენილი რამოდენიმე გაიდლაინი, რომელიც მოქმედებს და კიდევ გრელდება მუშაობა ამ მიმართულებით. ასე რომ იმ მეთოდოლოგიას, რომელიც იხმარება გამოიყენება მსოფლიოს მრავალ წამყვან კლინიკაში სამკურნალოდ ვიყენებთ ჩვენც. არის ფოტო თერაპიის დიდი დეპარტამენტი, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი. გვაქვს ფრჩხილის დამუშავების აპარატული მეთოდი უახლოეს ხანებში ლაზერული მეთოდიც დაინერგება, ასე რომ მე ვფიქრობ გარდა ინტელექტუალური რესურსებისა, რომელსაც ჩვენ ვფლობთ ჩვენი ექიმები ფლობენ აქ ინსტრუმენტული და სხვა მეთოდებიც არის დანერგილი და ვფიქრობ ეს მეთოდოლოგია არ განსხვავდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მკურნალობის მეთოდოლოგიისაგან.
– ბავშვებში რა ასაკიდან გვხვდება გამონაყარი?
კანის, თმის, თუ ფრჩხილის პრობლემა ნებისმიერ ასაკში შეიძლება წარმოეშვას ადამიანს. ჩვენ 0 ასაკიდან ვმკურნალობთ პაციენტებს. ბავშვებში ძალიან ხშირია და განსაკუთრებული მიმდინარეობით გამოირჩევა კანის დაავადებები. ასე რომ ჩვილი ასასკის ბავშვებს სხვა პრობლემები აქვთ, მოზრდილ ასაკის ბავშვებს სხვა პრობლემები აქვთ ხანდაზმულ ასაკის ადამიანებს.
ასაკობრივი დაჯგუფებები არსებობს ჩვენთან, ასაკობრივი დაყოფა არსებობს კანის ზოგიერთ დაავადებას უყვარს ბავშვთა ასაკი, ზოგს მოზრდილთა ასაკი, ასე რომ ყველა ასაკის ადამიანს სჭირდება დერმატოლოგის დახმარება.
– რა სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა მიმდინარეობს თქვენს სამეცნიერო ცენტრში?
როგორც სახელწოდება გვიჩვენებს კანის და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ეროვნული ცენტრის ერთერთი მიმართულება არის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა. ჩვენი ეროვნული ცენტრი არის ბაზა რამდენიმე საერთაშრისო მნიშვნელობის კვლევისა, როგორიც არის ატოპიური დერმატიტის მიმართულებით, აკნეს მიმართულებით, ფსორიაზის მიმართულებით ძალიან საინტერესო კვლევები გვაქვს. ეხლახანს დაიწყება ატოპიური დერმატიტებში ფაგების კვლევა, რომლის ხელშეკრულებაც ჩვენ უკვე გაფორმებული გვაქვს და დეკემბრის თვიდან სავარაუდოდ იქნება უკვე ფსორიაზთან დაკავშირებული ერთერთი კვლევა, ძალიან საინტერესო პრეპარატი, რომელიც მსოფლიოში უკვე აღიარებულია ფსორიაზის სამკურნალოდ. გვექნება საშუალება, რომ შევთავაზოთ პაციენტებს და მათ ჩაიტარონ მკურნალობა ამ პრეპარატით. პრეპარატი საკმაოდ ძვირადღირებულია მინდა გითხრათ და ყველასთვის საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი.
კანის და ვენსნეულებათა სამეცნიერო ეროვნული ცენტრი წარმოადგენს სასწავლო ბაზას ბევრი სამედიცინო უნივერსიტეტებისათვის. ასეთია უპირველეს ყოვლისა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ძველადწოდებული აიეტი და ახლა ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი, სდასუ, გეომედი, ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი და სხვა. ასე რომ, ეს არის აკვანი მრავალი სამედიცინო დაწესებულების სუდენტთათვის, რომ დაეუფლონ დერმატოვენეროლოგიის საფუძვლებს და შემდგომ თუ მათი სურვილი იქნება, გააგრძელონ სარეზიდენტურო პროგრამა რეზიდენტურაში და გამოვდნენ საბოლოოდ დერმატოვენეროლოგები. ამის საშუალებას სრულყოფილად იძლევა კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ეროვნული ცენტრი.
– რა აზრის ხართ სამედიცინო პორტალ VIPMED.GE -ზე ?
მე მინდა გითხრათ რომ ნებისმიერ შემთხვევაში არ აწყენს სამედიცინო დაწესებულებას ცნობადობისათვის რომ განთავსებული იყოს მისი ინფორმაცია რომელიმე სამედიცინო პორტალზე, ამის საშუალებას შესანიშნავად იძლევა VIPMED.GE და დიდი მადლობა ამისათვის.
საკონტაქტო ინფორმაცია
კანვენი - კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი
კ. ჩაჩავას ქ. 1, თბილისი, 0159
დაჯავშნეთ ვიზიტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა
სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!