terpis-diagnostika

ქვემო კიდურებისა და ტერფის ხშირი პრობლემები, მათი დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ტერფის მრავალი დაავადება საწყისს იღებს ბავშვობაში. ამიტომ ადრეულ ასაკში მათი დიაგნოსტიკა ბევრ პრობლემას ააცილებდა ზრდასრულ ადამიანს.

ბავშვის რბილი, ხრტილოვანი შენების ტერფი მეტად ნაზია. ამიტომ, მნიშვნელოვანია მას მივცეთ ბუნებრივი განვითარების შესაძლებლობა და თან დავიცვათ.

0-დან 3 წლამდე ბავშვის ტერფზე თაღი გამოსახული არ არის. 4-დან 7 წლამდე იწყება ტერფის სიგრძივი და განივი თაღების ჩამოყალიბება. ხოლო 8-დან 12-მდე ტერფის ძვლოვანი სტრუქტურა საბოლოოდ  ყალიბდება და ბავშვის ტერფი ემსგავსება ზრდასრული ადამიანის ტერფს.

0-დან 2 წლამდე ბავშვის ტერფის მკურნალობა (განსაკუთრებული შემთხვევების გარდა) მიზანშეწონილი არ არის.

4-დან 12 წლამდე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვს ფიზიკური დატვირთვის დროს. იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა ისეთი ჩივილები, როგორიცაა: სწრაფი დაღლა, ტკივილი ტერფის, წვივის, მუხლის, წელის, ზურგის და თავის არეში, აუცილებელია მშობელმა მიმართოს ბავშვთა ორთოპედს და სასურველია ჩაუტარდეს ტერფის გამოკვლევა.

ინდივიდუალური ღაბაში

ინდივიდუალური ღაბაში გამოიყენება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა: ბრტყელტერფიანობა, მაღალი თაღი, ქუსლის დეზი, დიაბეტური ტერფი, ლიმფო-ვენური უკამრისობა, ლიმფოსტაზი, მძიმე ფეხის სინდრომი, ართრიტი, სკოლიოზი, სპორტული და პროფესიული დატვირთვა, (კისრის, ზურგის, წელის ტკივილი დატვირთვისას).

ინდივიდუალური ღაბაშის უპირატესობები:

  1. უჭირავს განივი და სიგრძივი თაღი;
  2. ამყარებს დგომასა და სიარულს;
  3. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას როგორც ტერფში, ისე მთელს ქვემო კიდურში;
  4. ამცირებს დატვირთვას ხერხემალზე, მენჯის, მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრებზე;
  5. იცავს ხერხემალს პათოლოგიური ცვლილებებისაგან;
  6. იცავს ტერფსა და მთელ ქვემო კიდურს გადაღლისგან.

ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება

ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება, ლიმფო-ვენური უკმარისობა, მძიმე ფეხის სინდრომი საკმაოდ ხშირად გვხვდება 40-60 წლის ასაკში, უმეტესად ქალებში.

ამ დაავადებების ეტიოლოგიაში ტერფის როლი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ტერფის სრულფასოვანი ფუნქციონირება უზრუნველყოფს ლიმფისა და სისხლის უკუდინებას ტერფიდან წვივისკენ. ტერფის „ვენური ტუმბო“ არის სისხლის უკუქცევის მთავარი რგოლი, რომელიც არ ფუნქციონირებს თუ ტერფის ანატომია არ არის ნორმაში.

ღაბაში არეგულირებს ლიმფისა და სისხლის მიმოქცევას ქვემო კიდურში. მისი გამოყენების დროს მკვეთრად მცირდება არსებული ჩივილები; სწრაფი დაღლა, სიმძიმის შეგრძნება, შესიება წვივის მიდამოში, კუნთების ტკივილი და სხვა.

ინდივიდუალური საკორექციო ღაბაში არის როგორც პრევენციის, ისე მკურნალობის მნიშვნელოვანი ატრიბუტი ლიმფო-ვენური უკმარისობის დროს.

ბრტყელტერფიანობა

ბრტყელტერფიანობა არის ისეთი პათოლოგია, რომელიც იზოლირებულად არასოდეს არ გვხვდება. ტერფის ასეთი დეფორმაცია იწვევს სერიოზულ ცვლილებებს მთელ ორგანიზმში.

ბრტელტერფიანობას თან სდევს ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა:

ტერფის მხრივ: სხვადასხვა ფასციიტები, ქუსლის დეზი, პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია, აქილევსის მყესის დაზიანება.

ძვალ-სახსროვანი სისტემის მხრივ: სკოლიოზი, კოქსართროზი, დისკის თიაქარი, ხერხემლისა და ზურგის კუნთების ტკივილი.

ქვემო კიდურის ვენური სისტემის დაავადებები: ვარიკოზული დაავადება, ლიმფო-ვენური უკმარისობა, მძიმე ფეხის სინდრომი.

ამიტომ, ინდივიდუალური ღაბაშის გამოყენება, ზემოთ ჩამოთვლილი დიაგნოზების შემთხვევაში მკვეთრ გაუმჯობესებას იძლევა.

დიაბეტური ტერფი

შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა დიაბეტური ტერფი. ის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა 70%-ს უვითარდება. დიაბეტური ტერფი არის როგორც სამედიცინო, ისე სოციალური პრობლემა. ეს სინდრომი 10-დან 5 შემთხვევაში პაციენტის ინვალიდიზაციით მთავრდება.

დიაბეტური ტერფის განვითარების მიზეზი არის ქვემო კიდურში ინერვაციისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ამ დროს მკვეთრად დარღვეულია მგრძნობელობა როგორც ტაქტილური, ისე ტემპერატურული. ტერფში მგრძნობელობის დაკარგვის გამო მასზე მოსული დატვირთვა ადეკვატურად არ აღიქმება. ამიტომ სიარულის დროს ზეწოლისა და ხახუნის ადგილას შესაძლოა განვითარდეს წყლული. სწორად შერჩეული ფეხსაცმელი იცავს დიაბეტურ ტერფს ტარვმებისგან. ხოლო ინდივიდუალური ღაბაში უზრუნველყოფს დიაბეტური ტერფის სრულ პრევენციას (სრულფასოვან დაცვას გართულებებისგან), თუ მისი მოხმარება ადრეულ ეტაპზეა დაწყებული.

ხერხემლის გამრუდება

იცით თუ არა, რომ ბრტყელტერფიანობა და ხერხემლის გამრუდება ხშირად თანმხვედრი პრობლემაა?

სქოლიოზი არის მოზარდებში ძალიან გავრცელებული დაავადება, რომელიც შეიძლება განვითარდეს არასწორი ჯდომით, შეუფერებელი ავეჯის გამოყენებით, ცალ ხელში ტვირთის ტარებით, ნაადრევად სპორტსა და ცეკვაზე სიარულით და სხვა.

ინდივიდუალური სუპინატორი ასწორებს რა ტერფის ბიომექანიკურ პარამეტრებს, უზრუნველყოფს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სრულფასოვან დატვირთვას. შესაბამისად, სპეციალურ ვარჯიშებთან და ცურვასთან ერთად, ის წარმოადგენს პრევენციის საშუალებას, რომელიც იცავს ხერხემალს გამრუდებისგან.

ინდივიდუალური სამკურნალო-საკორექციო ღაბაშის გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

ტერფის ბიომექანიკის დიაგნოსტიკისა და კორექციის ცენტრი ,,ტერდი” დაგეხმარებათ ინდივიდუალური სამკურნალო-საკორექციო ღაბაშის დამზადებაში, რომლის გამოყენება მიზანშეწონილია შემდეგი დაავადებების დროს:

➡️ ბრტყელტერფიანობა;
➡️ ტერფმრუდობა;
➡️ დიაბეტური ტერფი;
➡️ ღრუ ტერფი;
➡️ ნამგლისებრი ტერფი;
➡️ სქოლიოზი;
➡️ ვენური უკმარისობა;
➡️ მძიმე ფეხის სინდრომი;
➡️ ლიმფოსტაზი;
➡️ ქუსლის დეზი;
➡️ ართროზი;
➡️ ჭარბი წონა;
➡️ აქილევსის მყესის დაზიანება;
➡️ I თითის ვალგუსური დეფორმაცია;
➡️ სხვადასხვა ფასციტები;
➡️ პროფესიული და სპორტული დატვირთვა.

დიაგნოსტიკაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

მის: თბილისი, ქავთარაძის 40, მე-3 სართ.

ქუთაისი, ჯავახიშვილის #85. ტელ.:  599 580 781

ქ.ბათუმი, გ.ბრწყინვალეს 81.  ტელ.:: 0422 227171

ტელ.: 2 253 602

1950