gaga-begiashvili-interviu

გაგა ბეგიაშვილის ინტერვიუ

როდესაც ხერხემალში, რაიმე სახის დისკომფორტს განიცდის ადამიანი აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გამოკვლევა, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ძალიან სავალალო მდგომარეობამდე მივიდეს, რამაც შეიძლება ღრმა ინვალიდობამდე მიიყვანოს.

gaga-begiashvili

გაგა ბეგიაშვილი MD.

ნეიროქირურგი

ნეიროქირურგი გაგა ბეგიაშვილი, პირველად საქართველოში ჩაატარებს ხერხემლის მინი ინვაზიურ ქირურგიულ ოპერაციებს!

ჩვენი რუბრიკის სტუმარი, გვესაუბრება ნეიროქირურგიული პრობლემების მკურნალობის მეთოდებზე, პრევენციასა და სამომავლო გეგმზებზე. იმ საკითხებზე რომლებიც ყველა სქესის თუ ასაკის ადამიანს დააინტერესებს, ასევე ვისაუბრებთ ფეხმძიმობამდე აუცილებელ ვიზიტებზე, მოზარდებში ხერხემლის პრობლემებზე, ნეიროქირურგიულ დარღვევებზე ქალებსა და მამაკაცებში…

ზემოდხსენებულ მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება ნეიროქირუგიულ დარგში წამყვანი სპეციალისტი ექიმი-ნეიროქირურგი გაგა ბეგიაშვილი, რომელიც უახლოეს დროში გეგმავს მინი ინვაზიურ ქირურგიულ ოპერაციებს ნუკლეოპლასტიკას და სქოლიოზის კორექციას ენდოსკოპიური მეთოდით, რაც ქართველი პაციენტებისთვის გახლავთ სიახლე. ვინაიდან მსგავსი ტიპის ოპერაციული ჩარევა საქართველოში იქნება პირველი!

თქვენთვის ნებისმიერ პრობლემურ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ექიმ-ნეიროქირურგს, გაგა ბეგიაშვილს ნომერზე: 599 33 44 22

მოგესალმებით, გთხოვთ აგვიხსნათ როდის უნდა მივმართოთ ნეიროქირურგს?

პირველ რიგში, უნდა მივმართოთ ნეიროქირურგს, რადგან გამოირიცხოს ნეიროქირურგიული პრობლემა, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში პაციენტების უმრავლესობა, რამოდენიმე თვის ან წლის განმავლობაში ხვდებიან ნევროლოგებთან, მკურნალობენ კონსერვატიულად და ამის შემდეგ ნეიროქირურგთან ვიზიტი არის უკვე ძალიან დაგვიანებული. მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ზურგის ტვინი და მისგან გამომავალი ფესვები ან ნერვები ისე ღრმად არის დაზიანებული, რომ ზოგჯერ ოპერაციას აზრი ეკარგება. ამიტომ ნეიროქირურგთან ვიზიტისას პირველ რიგში შეფასდება ნერვული სისტემის მდგომარეობა და შემდგომ გადაწყდება მისი მკურნალობის ტაქტიკა, ეს იქნება კონსერვატიული თუ ოპერაციული.

ხერხემლის რომელი დაავადებები არის ყველაზე ხშირად გავრცელებული?

ხერხემლის დაავადებებიდან, ყველაზე ხშირად გვხვდება მალთაშუა დისკის თიაქრები, თავად დისკის თიაქრები კი ყველაზე ხშირად გვხვდება წელის დონეზე, რადგანაც წელის დონეზე არის ყველაზე სუსტად განვითარებული. ხოლო ხერხემლის ფიზიოლოგიური კორსეტი, პრაქტიკულად არ არსებობს და ამ შემთხვევაში სხეულის მთლიანი მასის დაწოლა მიდის, როგორც უკვე ვახსენე წელის დონეზე. ამიტომ ყველაზე ხშირი პათოლოგია გვხვდება ზემოდხსენებულ ადგილებში. ასევე, შედარებით იშვიათად გვხვდება კისრის დონეზე და ყველაზე იშვიათად გვხვდება გულმკერდის დონეზე. რაც შეეხება მალთაშუა დისკის თიაქრებს, ეს არის დაავადება რომლის დროსაც მალთაშუა დისკის მთლიანობა ირღვევა და მისი შიგთავსი ხდება ხერხემლის არხში, საიდანაც გამოდის ფესვები და აწვება მას, შესაბამისად იწვევს ტკივილს და ნევროლოგიურ დეფიციტს.

რა ნიშნებით შეიძლება გამოვლინდეს დისკის თიაქარი და რა ნიშნებით შეიძლება მიხვდეს პაციენტი, რომ აწუხებს მას ეს პრობლემა?

დისკის თიაქრის შემთხვევაში, პირველ რიგში ჩვენ ვხვდებით ტკივილს. ტკივილი იწყება წელის არეში, რომელიც შემდგომ გადაეცემა ქვედა კიდურებში. აგრეთვე თან ახლავს დაბუჟება და ძალის დაქვეითება ტერფში, ასევე კისრის დონეზე ტკივილები იწყება კისერში და გადაეცემა ზედა კიდურებს, შესაბამისად შესაძლოა თითების დაბუჟება და ძალის დაქვეითება მტევნებში.

დისკის თიაქრის გარდა კიდევ, რომელი ხერხემლის დაავადებები გვხვდება ხშირად?

ხშირ შემთხვევაში გვხვდება სპინალური არხის ან ფესვების სტენოზი. უფრო დეტალურად, ხერხემალი შედგება მთლიანად სახსრებისგან ამიტომ ართროზების შემთხვევაში ვითარდება დეგენერაციული ცვლილებები და შესაბამისად სპინალური არხის და ფესვების გამომავალი არხების სტენოზი. ამ შემთხვევაში ჩვენ მივმართავთ სპინალური არხის ზურგის ტვინის ან მისგან გამომავალი ფესვების დეკომპრესიას, ვინაიდან მოხსნას ნევროლოგიური დეფიციტი და პაციენტმა შეძლოს დაუბრუნდეს სრულფასოვნად სოციალურ მდგომარეობას.

ხერხემლის სიმსივნეების შემთხვევაში, როგორი მკურნალობის მეთოდები არის ეფექტური და თქვენ მკურნალობის როგორ მეთოდს გვთავაზობთ?

რაც შეეხება ხერხემლის სიმსივნეებს, ამ შემთხვევაში ჩვენ ხშირად ვხვდებით ხერხემლის მეტასტაზურ დაზიანებებს. ეს არის მეორადი დაზიანება, როდესაც ძირითადი კერა იმყოფება სხეულის სხვა ნებისმიერ ორგანოში. მეტასტაზური დაზიანების დროს ზიანდება ხერხემლის მალები და შეიძლება მან გამოიწვიოს პათოლოგიური მოტეხილობა, რასაც პაციენტი მიჰყავს მძიმე სოციალურ მდგომარეობამდე. ხშირ შემთხვევაში ასეთი პაციენტები სამწუხაროდ ინვალიდის ეტლს არიან მიჯაჭვულნი. მისი მკურნალობის ტაქტიკას რაც შეეხება თანამედროვე ხერხემლის ქირურგიაში მიღებულია მეტასტაზური დაზიანების, ჯერ ქირურგიული მკურნალობა, ხოლო შემდგომ უკვე სხივური და ქიმიოთერაპია. რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას ეს არის ვერტებროპლასტიკა უფრო კონკრეტულად დაზიანების ადგილას სადაც იმყოფება მეტასტაზი მალის სხეულში შეგვყავს ცემენტი. ბიოლოგიური ცემენტით ხდება მეტასტაზის წვა, შემდგომში უკვე ქიმიო და სხივური თერაპიებით ხდება პროცესის შეჩერება.ზოგ შემთხვევაში არის დაფიქსირებული, რომ სიმსივნური პროცესი რამოდენიმე წლით შეჩერებულა.

ხერხემლის სიმსივნის შემთხვევაში, რა სახის სიმსივნეს შეიძლება შევხვდეთ?

ჩვენ შეიძლება შევხვდეთ, როგორც პირველად ასევე მეორად დაზიანებებს. ხერხემლის პირველად დაზიანების დროს ხშირ შემთხვევაში გვხვდება კეთილთვისებიანი სიმსივნეები. ხოლო, მეორადი როგორც წესი ეს არის მეტასტაზური დაზიანება.

საჭიროა თუ არა ფეხმძიმობამდე ქალბატონებმა მიმართონ ნეიროქირურგს ? დაგვიანების შემთხვევაში რა პრობლემების წინაშე შეიძლება რომ აღმოჩნდეს პაციენტი და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?

ორსულობამდე აუცილებელია , რომ ყველა ქალბატონმა გაიაროს ნეიროქირურგთან კონსულტაცია და მოხდეს ხერხემლის სვეტის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არის მალთაშუა დისკების გარკვეულ დონეზე დაზიანება, რომელიც შემდგომში ორსულობის პერიოდში შესაძლებელია, რომ უფრო მეტად გაიზარდოს და შეუქმნას საკმაოდ მძიმე პრობლემები, რამაც შეიძლება ქალბატონი მიიყვანოს ოპერაციამდე. ამიტომ ნეიროქირურგისგან საჭიროა მოხდეს შეფასება. უნდა ურჩიოს ქალბატონებს მშობიარობის ტაქტიკა, ეს იქნება ფიზიოლოგიური თუ საკეისრო კვეთა. ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვხვდებით მალთაშუა თიაქრებს ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს აღნიშნული თიაქრის ზომა მატულობს და სწორედ ასეთი პაციენტები ხვდებიან ნეიროქირურგებთან ოპერაციის გამო.

მომართვიანობის მხრივ ქალბატონები უფრო მიმართავენ ნეიროქირურგს თუ მამაკაცები?

ყველაზე ხშირად ნეიროქირურგთან ხერხემლის დაავადებებთან დაკავშირებით გვხდებიან ქალბატონები. ვინაიდან ქალბატონები თავის ცხოვრების მანძილზე კარგავენ დიდი ოდენობით კალციუმს და შესაბამისად მათ უფრო მეტი რისკი აქვთ, რომ განუვითარდეთ ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებები, ხოლო მამაკაცების შენთხვევაში დეგენერაციულ ცვლილებებთან ერთად ხშირად ვხვდებით ფიზიკური დატვირთვის დროს მიღებულ ხერხემლის დაზიანებებს.

რომელი ასაკიდან გვხვდება ხერხემლის დეფორმაციები უმეტესად და რა იწვევს ამ დეფორმაციებს?

ხერხემლის დეფორმაციები უმეტესად გვხვდება მოზარდობის ასაკში, ვინაიდან ხერხემლის სვეტის განვითარება ზოგ შემთხვევაში ვერ ეწევა კუნთოვანი სისტემის ჩამოყალიბებას, შესაბამისად ვითარდება დეფორამციები. ამიტომ მშობლები უნდა იყვნენ ყურადღებით მოზარდების მიმართ, შეუზღუდონ მძიმეების აწევა, უნდა ასწავლონ მერხთან ან მაგიდასთან მეცადინეობისას სწორად ჯდომა და აუცილებელია ყველა მოზარდისთვის ჯანსაღი ცხოვრება, მაგალითად ცურვა არის ყველაზე იდეალური ხერხემლის სვეტის განვითარებისთვის.

რა სავალალო შედეგამდე შეიძლება მივიდეთ თუ დროულად არ მოხდა ხერხემლის პრობლემის აღმოფხვრა?

როდესაც ხერხემალში, რაიმე სახის დისკომფორტს განიცდის ადამიანი აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გამოკვლევა, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ძალიან სავალალო მდგომარეობამდე მივიდეს, რამაც შეიძლება ღრმა ინვალიდობამდე მიიყვანოს. ამიტომ ყველამ დროულად უნდა მიმართოს ნეიროქირურგს რათა დროულად მოხდეს ნეიროქირურგიული პრობლემის აღმოფხვრა.

როგორც ვიცით ხშირად ესწრებით სხვადასხვა სიმპოზიუმებს. რა სიახლეები ინერგება დღესდღეობით სამედიცინო სფეროში და რა სიახლეებს სთავაზობთ პაციენტებს?

უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, მინი ინვაზიურ ქირურგიულ ჩარევებს. ეს არის ნუკლეოპლასტიკა და ეს არის სქოლიოზის ენდოსკოპიური კორექცია.

gaga-begiashvili

გაგა ბეგიაშვილი

ნეიროქირურგი

საკონტაქტო ინფორმაცია

თელავის რეფერალური საავადმყოფო სს “ევექსის ჰოსპიტალი”

ქ. თელავი, სეხნიაშვილის ქ. 1

+995 599 33 44 22

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

1830