giorgi-galdava

გიორგი გალდავას ინტერვიუ

ჩვენი მიზანია, რომ მუდმივად განვითარდეთ მუდმივად ვიყოთ ლიდერები ჩვენს დარგში. მუდმივად გვქონდეს ამბიცია პირველობისა რეგიონში!

giorgi-galdava

გიორგი გალდავა MD. PhD.

დერმატო-ვენეროლოგი

ჩვენს კლინიკაში სისტემატიურად იმართება პაციენტების უფასო კონსულტირების დღე. რაც გულისხმობს ექიმის მიერ გასინჯვას დანიშნულების მიცემას სრულიად უსასყიდლოდ.

სამედიცინო პორტალი VIPMED.GE-ს საავტორო გადაცემა „VIPMED TIME“-ში ვესაუბრებით, კანის და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ეროვნული ცენტრის პროფესორს, გენერალურ დირექტორს-გიორგი გალდავას.

დაავადება ათასგვარი არსებობს ჯანმრთელობა კი ერთი! თანამედროვე ცხოვრებაში თმა, კანი, ფრჩხილი. ჩვენს ყოველდიურობაში დიდ როლს იკავებს, როგორც სილამაზის ასევე ჯანმრთელობის კუთხით. მაგრამ რატომღაც გამოკვლევებისა და ზუსტი დიაგნოზის ჩატარების ნაცვლად ადამიანთა ნაწილი თმის, კანის და ფრჩხილების პრობლემების გადასაჭრელად თვითმკურნალობას ან კოსმეტოლოგიურ პროცედურებს მიმართავს, რასაც სამწუხაროდ არცთუ ისე კარგ შედეგებამდე მივყავართ.

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სწორედ იმ კლინიკის შესახებ, სადაც ზემოდხსენებულ პრობლემებთან ერთად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) დიაგნოსტირება და მკურნალობაც არის შესაძლებელი.რაც შეეხება სგგდ პრობლემების უგულებელყოფამ შესაძლოა მიგვიყვანოს მძიმე მდგომარეობამდე, ამიტომ უმჯობესია წინასწარ ვიცოდეთ თუ სად და როგორ ხდება ამ სგგდ-ს მკურალობა და დიაგნოსტირება.

ეს არის ის საჭირო იფორმაცია, რომელიც ნებისმიერი სქესის ადამიანს შეიძლება გამოადგეს. რა მაღალტექნოლოგიური აპარატურით ხდება მკურნალობა? რამდენად მომზადებული ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას გვთავაზობს კანის და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, დაგვჭირდება თუ არა სამკურნალოდ ან თუნდაც სადიაგნოსტიკოდ სხვა ქვეყნებში ანალიზების გადაგზავნა? პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ახლა უკვე ერთ სივრცეში არის შესაძლებელი. კანის და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრი-ლუბლიანას ქ. N 5-ში (დიღომი, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა). ამ და სხვა კიდევ ბერვ საინტერესო სიახლესა და ინფორმაციას შეიტყობთ, VIPMED.GE-ს საავტორო რუბრიკაში „ინტერვიუ ექიმებთან“. უფრო დაწვრილებით კი გვესაუბრება კლინიკის ხელმძღვანელი – ბატონი გიორგი გალდავა.

-წარგვიგინეთ თქვენი თავი.

გიორგი გალდავა კანის და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი.

-რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენი კლინიკა წარმოადგენს საქართველოში ორი წამყვანი (კანის და ვენსნეულებათა მიმართულების) დაწესებულების ერთობლიობას, რა მიმართულებით აგრძელებთ მუშაობას და რამდენ დეპარტამენტს მოიცავს იგი?

ჩვენი კლინიკა წარმოადგენს ორი ტრადიციული, უძველესი, პროფილური კლინიკების გაერთიანებას, რომელიც მოხდა 2011 წელს და ჩვენ მივიღეთ დღეს ულტრათანამედროვე მძლავრი, აღჭურვილი თანამედროვე აპარატურით და სადიაგნოსტიკო საშუალებებით ამიერკავკასიაში, ერთადერთი დერმატოვენეროლოგიური ცენტრი.

ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია დერმატოლოგია, დერმატოკოსმეტოლოგია. ეს ორი დარგი უამრავ ქვედარგს მოიცავს კიდევ მითუმეტეს მას შემდეგ რაც დერმატოვენეროლოგიის კომპეტენციები გაიზარდა და დღეს ჩვენი სპეციალისტები უკვე ისეთ მიმართულებებს ახორციელებენ თავის პრაქტიკაში როგორიც არის ვთქვათ დერმატოქირურგია, დერმატოონკოლოგია, კოსმეტოლოგია, გაახალგაზრდავების პროცედურები, კორექცია სხეულის და ა.შ აგრეთვე ჩვენი მიმართულებებია ტრადიციული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ისეთები როგორიც არის ვთქვათ ათაშანგი, გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი და სხვა…

ანდროლოგიური მიმართულება ძირითადად მამაკაცთა უშვილობას და სექსუალურ დისფუნქციას ემსახურება. ფიზიოთერაპიული მიმართულება რომელიც ესეოდენ მნიშვნელოვანია თანამედროვე დერმატოლოგიაში. სხივური თერაპიის დეპარტამენტი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სხივური დანადგარებით და სხვადასხვა დერმატოლოგიურ პათოლოგიების მკურნალბაში ერთერთი წამყვანი როლი ენიჭება. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის თმის კვლევის მიმართულება. ფრჩხილების მკუნალობისა და კვლევის მიმართულება და რაც ყველაზე მთავარია, დიაგნოსტიკა ამ ყველა ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების, რადგანაც თანამედროვე სადიაგნოსტიკო საშუალებების გარეშე თანამედროვე დერმატოლოგი და ისევე როგორც ვენეროლოგი და ასევე სხვა სამედიცინო სპეციალობების ექიმები ფაქტიურად შეუიარაღებელნი არიან და ფაქტიურად მათ ცარიელი თვალების და ხელების ამარა უწევთ პაციენტისატვის დიაგნოზის დასმა და შემდგომ ადეკვატური მკურნალობის ჩატარება. ასე რომ ჩვენი ლაბორატორიული მიმართულება-ლაბორატორიული დეპარტამენტი ერთერთი წამყვანია ამიერ კავკასიაში და ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც კი.

ეს არის ის ძირითადი მიმართულებები რომლებსაც ჩვენი ცენტრი ახორციელებს.

-საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ თუ არა პაციენტებს სტაციონარული მკურნალობა?

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რამეთუ თანამედროვე მედიცინა სტაციონარული მომსახურეობის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია ეს ნებისმიერ მიმართულებას ეხება სამედიცინო დარგებში, ჩვენდასაუბედუროდ დერმატოვენეროლოგია ერთადერთი დარგია სადაც სტაციონარული მომსახურების პრობლემები გვაქვს. ჩვენ გვქონდა სტაციონარი გახსნილი 12 საწოლზე, მაგრამ იმ სიდუხჭირის გამო რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და იმ პირობების გამო როდესაც მედიცინა ფაქტიურად კომერციულ საწყისებზეა და იგი მოგებაზეა ორიენტირებული. სტაციონარის დატვირთვა ვერ მოხდა, რადგანაც სადაზღვეო კომპანიები სახელმწიფო და თვითონ პაციენტის ჯიბიდან გადახდილი თანხაც კი მიუწვდომელია ზოგჯერ, იმ ხარჯების დასაფარად რაც ღამის სტაციონარული მომსახურება ითვალისწინებს. არადა ჩვენ გვყავს ისეთი კატეგორიის პაციენტები დერმატოვენეროლოგიაში არსებობს პათოლოგიები, რომელთა მკუნალობაც სტაციონარული მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია. მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე კვლავ გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯი ჩვები პაციენტებისაკენ და გავხსნათ დღის სტაციონარი, რომელიც პაციენტებს მოემსახურებათ 9-18 საათამდე მძიმე შემთხვევებში და შემდეგ მათ მოუწევთ ღამე მკურნალობის მიღება სახლის პირობებში.

ეს დღის სტაციონარი გაიხსნება ნოემბრის თვიდან და შევხედავთ თუკი იქნება მომართვიანობა, თუკი დაიტვირთება – ჩვენი კლინიკა მზად არის, რომ გასხნას შემდგომში ღამის სტაციონარი და გარკვეულ ვთქვათ რისკებზე წავიდეს, რომ ის დაფინანსება რომელიც შეიძლება არ მოყვეს თითოეულ პაციენტს თავის თავზე აიღოს.

-რა თანამედროვე მიდგომებს სთავაზობთ კლინიკაში მოსულ პაციენტებს და თქვენს კლინიკაში არსებული ლაბორატორია იძლევა თუ არა სრული კვლევების ჩატარების დიაგნოსტიკას?

ჩვენს კლინიკაში მოსული პაციენტების უმრავლესობა კითხულობს პირველ რიგში იმ კვლევების შესახებ რომელიც, მას შესაძლოა დასჭირდეს და ექიმმა შეიძლება მას დაუნიშნოს. ჩვენს ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია ეგრედწოდებული შავი პიარი, როდესაც ადამიანს შეუძლია ყველაფერზე ილაპარაკოს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საუბედუროდ. მედიცინაშიც ვაწყდებით მსგავს პრობლემებს, როდესაც პაციენტებს ატყუებენ, მე ამ სიტყვის არ მეშინია და ხმამაღლა ვიძახი, ატყუებენ ეუბნებიან, რომ მათი ბიოლოგიური მასალა ეს იქნება ვთქვათ თმა, ფრჩხილი თუ კანის რაღაც ნაწილი ბიოფსიური ნაწილი უნდა გაიგზავნოს ევროპულ თმის ცენტრებში, ფრჩხილის ცენტრებში და სხვადასხვა არარსებულ ლაბორატორიებში.

ჩვენდა საბედნიეროდ და ჩვენი ქვეყნის საბედნიეროდ ჩვენს კლინიკას ყველა საშუეალება გააჩნია, რომ ადგილზე მოხდეს ყველა იმ კვლევის ჩატარება რომელიც ესაჭიროება ჩვენს პაციენტს. ფრჩხილი იქნება ეს, თმა იქნება, ბიოფსიური მასალა იქნება თუ ა.შ რადგანაც სპეციალისტები, რომლებიც ჩვენს კლინიკაში მუშაობენ გაზრდილები არიან წლების განმავლობაში, კვალიფიკაცია აქვთ გავლილი საზღვარგარეთის სხვადასხვა წამყვან კლინიკებში და მათ მიერ დასმული დიაგნოზი უტყუარია და დამერწმუნეთ ამიერკავკასიიდან და ჩვენი ქვეყნის მოსაზღვრე ქვეყნებიდან ძალიან მრავალი ადამიანი ჩამოდის დიაგნოზის გადასამოწმებლად ჩვენთან. ასე რომ მე მინდა ხმამაღლა განვაცხადო არანაირი ბიოლოგიური მასალის და კანის სხვადასხვა დანამატის გაგზავნას ჩვენ არ ვსაჭიროებთ არსად. ყველაერს ადგილზე ხარისხიანად და მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით ვასრულებთ.

-სადიაგნოსტიკო აპარატურა, რომელი ქვეყნებიდან არის შემოტანილი და რამდენად ხარისხიანი კვლევის შედეგებს იძლევა?

წინასიტყვაობაში ნათქვამი იმის შესახებ, რომ ჩვენ საკმაოდ მაღალი ხარისხის შედეგებს ვიძლევით, განპირობებულია იმით, რომ ფაქტიურად ჩვენ არ მოგვეპოვება ისეთი აპარატურა რომელიც 2012 წლამდე არის გამოშვებული. ყველა აპარატურა არის სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურა აბსოლიტურად თანამედროვე. ისეთი, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირისა და აშშს სტანდარტებს და ყოველწლიურად ხდება ამ აპარატურის ეგრედწოდებული კალიბრაცია (ანუ მისი შესაბამისობის განსაზღვრა სტანდარტებთან თუ რაოდენ ზუსტად ხდება მის მიერ შედეგების იდენტიფიცირება და შედეგების დადება)

-უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ პაციენტებს, რა მიდგომებს სთავაზობთ? აქვს თუ არა თქვენი კლინიკის მედ პერსონალს გავლილი, რაიმე სახის გადამზდების კურსი?

უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ჩვენ განსაკუთრებული მიდგომა გვაქვს რამეთუ ისინი პირდაპირპროპორციულად წარმოადგენენ ჩვენს რეკლამას საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენი პლიუსი იმაში მდგომარეობს, რომ მოსაზღვრე ქვეყნებთან შედარებით თანამედროვე ცენტრი გვაქვს, აღჭურვილი ყველა იმ საშუალებით, რომელიც სჭირდება დერმატოვენეროლოგიას. ზუსტად ამ პრიორიტეტით ვსარგებლობთ, როდესაც ჩვენი კოლეგები სასომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთი მოსაზღვრე და თურქეთის მოსაზღვრე ქალაქებიდან აგზავნიან, ჩვენთან რამეთუ დედაქალაქში წასვლა ვთქვათ ტრაპზონის მოსახლეს ან ვლადიკავკაზის მოქალაქეს უფრო შეიძლება ფინანსურად ძვირი დაუჯდეს და თბილისში ჩამოსვლით იგივე ხარისხის სერვისებს ღებულობს დაახლოებით ნახევარ ფასში.

რაც შეეხება ჩვენს კოლეგებს უპირველესი მოთხოვნა რაც ექიმებისთვის გვაქვს წაყენებული ცენტრში- ერთერთი უცხოენის ცოდნა. რის გარეშეც დამერწმუნეთ წარმოუდგენელია ახალი მეთოდოლოგიების გაცნობა, ახალი სამეცნიერო პუბლიკაციების გაცნობა შესწავლა იმ ყველა ახალი ნოვაციის, რომელიც ჩვენს დარგში წელიწადში რამოდენიმეჯერ ხდება. სულ ელემენტარულად, რომ ავიღოთ ყოველ წელიწადს ხდება ახალი პროგრამული მახასიათებლების გამოშვება ისეთი ძვირადღირებული და თანათანამედროვე ტექნოლოგიისათვის, როგორიც არის ციფრული დერმატოსკოპია ეგრედწოდებული კანის კვლევა ბრჭყალებში, რომ ვთქვათ ეხოსკოპიის დახმარებით რომელიც, მოსახლეობაში უფრო ამ ტერმინით არის ცნობილი იმის გარეშე რომ მან ენა არ იცოდეს წარმოუდგენელია აითვისოს ყოველწლიურად ახალი პროგრამა რათა მან თანაედროვე მიდგომით შეძლოს ზუსტი დიაგნოზის დასმა.

გადამზადება. ჩვენ ვამზადებთ, როგორც რეზიდენტებს და ჩვენ ვართ პირველები მთელ საქართველოში რეზიდენტების რაოდენობით, 24 რეზიდენტი გვყავს. ეს დამერწმუნეთ არის ის ჯამი, რომელიც მთლიანად საქართველოში სხვა კლინიკებს ერთად შეიძლება ჰქონდეს აღებული. რეზიდენტების გარდა, ახალგზარდა ექიმებს ყოველწლიურად ვაგზავნით ევროპის სვადასხვა ქვეყნებში უფასოდ. რაც მთავარია, კლინიკა იღებს თავის თავზე მათი ტრანსპორტირების ხარჯებს. კლინიკა თავის თავზე იღებს მათი იქ განთავსების ხარჯებს და დამერწმუნეთ იქაური კოლეგები გერმანიიდან ისრაელიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან და აღარ ჩამოვთვლი თურქეთიდან, ჩვენთვის მზად არიან უფასო სწავლება განახორციელონ ჩვენი ექიმებისათვის და რეზიდენტებისათვის. ამისკენ ჩვენ ძალიან დიდხანს მივდიოდით ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით და ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ეს ავტორიტეტი ნდობა და რაც მთავარია პატივისცემა მოგვეპოვებინა ჩვენი უცხოელი კოლეგების მხრიდან.

-რადმენად მაღალკვალიფიციური პერსონალისგან შედგება თქვენი კლინიკა?გადიან თუ არა ტრეინინგებს ან ესწრებიან თუ არა თქვენი ექიმები საერთშორისო კონფერენციებს, სიმპოზიუმებს და ა.შ. ?

ჩვენ გარკვრეულ წილად ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა, ორ წელიწადში ერთხელ ჩვენთან სტუმრად ჩამოდიან ჩვენი უცხოელი კოლეგები და გვთავაზობენ ინოვაციების შესწავლას. ადილზე შესწავლას, რომელიც ბოლო ორ წელიწადში დაინერგა მათ კლინიკებსა თუ საავადმყოფოებში ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია, რამეთუ თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენს კლინიკაში დაახლოებით 60 ექიმი მუშაობს 60 ექიმის გასვლა საზღვარგარეთ რა ძვირადღირებული სიამოვნებაა მაშინ, როდესაც შეიძლება ჩვენი რამოდენიმე კოლეგა შეიძლება ჩამოვიდეს 2-3 წელიწადში ერთხელ და მათ ადგილზე შეასწავლოს ეს ყოველივე უფასოდ.

რაც შეეხება კონფერენციებში მონაწილეობას.ჩვენ მოვახერხეთ ის რომ 2010 წლიდან დღემდე, ჩავატარეთ სამი მსოფლიო დონის მასშტაბური საერთაშორისო კონგრესი. ჩვენს დარგში სხვადასხვა მიმართულებით, რომლის გულისთვისაც ევროპის ქვეყნებიდან და მოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები წლები ემზადებიან კონკურსებში იღებენ მონაწილეობას. ჩვენც მივიღეთ კონკურსში მონაწილეობა რათქმაუნდა, მაგრამ ჩვენს მიერ შეთავაზებული პირობები იმისა, რომ უცხოელი კოლეგები ჩამოგვეყვანა საქართველოში უფრო მიმზიდველი აღოჩნადა იმ საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისათვის და 2010, 2014 და 2016 წლებში საქართველოში უდიდესი მაშტაბის კონგრესები ჩატარდა, რომლის მსგავსი ხმამაღლა განვაცხადებ არცერთ მედიცინის დარგს არ ჩაუტარებია. რამეთუ თითოეულ კონგრესზე ჩამოდიოდა არანაკლებ 300-350 უცხოელი დელეგატი. ცნობილი გამოჩენილი პროფესორი და სამეცნიერო მოღვაწე დერმატოვენეროლოგიაში, რომელთა მიერ წაკითხული ლექციებში დამერწმუნეთ, რომ უცხოელი კოლეგები და ჩვენი ექიმები ფულს იხდიან რათა დაესწრნონ მათ კონგრესებს და აქ ჩვენ საშუალება მოგვეცა, რომ ქართველი ექიმებისათვის აი ამ პერიოდში წარმოიდგინეთ 6 წლის განავლობაში 3ჯერ ჩამოვიდნენ მსოფლიოს უდიდესი და პრაქტიკოსი ექიმები დერმატოვენეროლოგიაში. ეს დამერწმუნეთ არ ხდება მხოლოდ პატივისცემით, ამას დამსახურება სჭირდება. ჩვენ ეს დავიმსახურეთ, იმ 80 წლიანი არსებობის განვითარების სწავლებისა და შემოქმედების მანძილზე, რაც დერმატოვენეროლოგიაში არსებობს კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლვითი ეროვნული ცენტრი.

-სთავაზობთ თუ არა კლინიკაში მოსულ პაციენტებს ფასდაკლებებსა და აქციებს?

ჩვენს კლინიკაში სისტემატიურად იმართება პაციენტების უფასო კონსულტირების დღე. რაც გულისხმობს ექიმის მიერ გასინჯვას დანიშნულების მიცემას სრულიად უსასყიდლოდ. რაც შეეხება ფასდაკლებებს დამერწმუნეთ, რომ ჩვენ არ ვართ არც სავაჭრო ცენტრი, არც ვთქვათ რაღაც სხვა ისეთი დაწესებულება, რომელასაც შეუძლია 20- 30 % ფასდაკლება გააკეთოს მე არ მიმაჩნია და ზოგადად ჩვენი კლინიკის ექიმებსაც მიაჩნიათ, რომ ჯობია ექიმმა თავის ინტელექტი და განათლება სრულიათ უფასდ მიაიწოდოს თავის მომხმარებელს, ვიდრე 20-30% ფასდაკლება მისცეს. მაცივარს, ტელევიზორს, წამალს, მითუმეტეს ხომარ ვყიდით.

ჩვენ ვყიდით ექიმის განათლებას და ამიტომ უფრო ჰუმანურია ექიმის მხრიდან უფასო სამედიცინო გასინჯვების ჩატარება. ეს გასინჯვები წელიწადში რამდენჯერმე ტარდება, ემთხვევა ძირითადად სხვადასხვა დღეებს, რომელიც შეეხება კანის მიმართულებებს. ესე ვთქვათ არის ასეთი კანის ჯანმრთელობის დღეებს, რომელიც შეეხება კანის მიმართულებებს არის მსოფლიო კანის ჯანმრთელობის დღე, ფსორიაზის დღე აგრეთვე მელანომის დღე და ა. შ. ამ დღეებში ნამდვილად უფასო სამედიცინო გასინჯვები ტარდება ჩვენს კლინიკაში.

-მოგვახსენეთ თქვენი კლინიკის უკანასკნელი მიღწეკვები, ჯილდოები და სამომავლო გეგმები…

უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში. მას შემდეგ რაც ჩვენი კლინიკა განვითარდა მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე დიდი სახელი. ეს უყურადღებოდ არ დარჩენილა არც ქართული მასმედიისათვის არც ბიზნესწრეებისთვის და არც ვთქვათ ჩვენი კოლეგებისათვის. შედეგად ჩვენ მივიღეთ რა- 2014 წ დარგის ლიდერად დაგვასახელეს შემდგომ წლებში მივიღეთ ბიზნეს რეიტინგების მიერ წარმოებული გამოკითხვებში ბრინჯაოს პრიზი აგრეთვე მიღებული გვაქვს პრიზი სხვადასხვა ნომინაციებში. დასაქმებების მხრივ, საშუალო ანაზღაურების მხრივ და ა.შ.

რაც შეეხება ჩვენს მომავალ გეგმებს დამერწმუეთ სამედიცინო სფერო ეს ის ერთერთი სფეროა რომელიც მუდმივ განვითარებას და მუდმივ განახლებას საჭიროებს.

ჩვენ არ ვტოვებთ უყურადღებოთ არცერთ ახალ ტექნოლოგიურ ნოვაციას ცვენს დარგში ჩვენ არ ვტოვებტ უყურადრებოთ არც ერტ ახალ სადიაგნოსტიკო მიმართულებას ჩვენს დარგში ეს შეეხება ასევე სამკურნალო მიმართულებებსაც. თუკი მსოფლიოში სადმე გამოჩნდა ახალი სადიაგნოსტიკო ან სამკურნალო საშუალება, რომელიც აპრობირებულია და მოწონებულია ევრკავშირის ქვეყნების მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, დამერწმუნეთ შემოდგომ წელს ტუ აარა 2 წლის შემდეგ იგივე მეთოდოლოგია იგივე აპარატურით ჩვენს კლინიკაშიც არის დანერგილი. ჩვენი მიზანია, რომ მუდმივად განვითარდეთ მუდმივად ვიყოთ ლიდერები ჩვენს დარგში. მუდმივად გვქონდეს ამბიცია პირველობისა რეგიონში.

-იმატა თუ არა მომართვიანობამ ბოლო წლებთან შედარებით?

ჩვენთან მომართვიანობა ყოველ წელიწადს მატულობს, რაც წინა წლებთან შედარებით საშუალდ 10-15 % უფრო მაღალია ეს რათქმაუნდა არ მოდის ისე. ყოველწლიურად განახლებული სერვისების მიწოდება, ნოვაციები, ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ მეტი პაციენტი მოვიზიდოთ რაც მთავარია ეს ყველაფერი ხდება ყოველგვარი შავი პიარის ტყუილების და ათასი მახინაციების გარეშე.

giorgi-galdava

გიორგი გალდავა MD. Ph.D.

დერმატო-ვენეროლოგი

საკონტაქტო ინფორმაცია

კანვენი - კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი

კ. ჩაჩავას ქ. 1, თბილისი, 0159

(032) 2 95 77 44

geoncdv@gmail.com

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

923