esgo-certificate-innova

კლინიკა „ინოვას“ მიენიჭა ESGO-ს სერთიფიკატი

გვინდა გახაროთ საამაყო ამბავი – კლინიკა „ინოვას“ მიენიჭა ESGO-ს სერთიფიკატი! ჩვენ გავხდით ESGO-ს აკრედიტებული ცენტრი.

irakli-todua

ირაკლი თოდუა MD.

მედიცინის დოქტორი, გინეკოლოგი, ონკოქირურგი

ESGO (ონკო-გინეკოლოგიის ევროპული საზოგადოება/European Society of Gynaecological Oncology) წარმოადგენს მსოფლიოს მოწინავე და მზარდ ორგანიზაციას ონკო-გინეკოლოგიის პროფილით. ის აერთიანებს ამ სფეროში მომუშავე 3000-ამდე წამყვან ექიმსა და მეცნიერს, მისი ეგიდით ტარდება უმსხვილესი კვლევები, მუშავდება ახალი მეთოდოლოგიები და გაიდლაინები. ESGO აწესებს მუშაობის ძალიან მაღალ სტანდარტებსა და შეიმუშავებს სააკრედიტაციო ნორმებს. მსგავსი სერთიფიკატის დაუმსახურებლად მოპოვება შეუძლებელია.

სერტიფიკატის მონიჭებამდე დეტალურად შემოწმდა ჩვენი სამწლიანი მოღვაწეობა – როგორ და რა პირობებში ტარდებოდა ოპერაციები, იყო თუ არა დაცული ESGO-ს პროტოკოლები ჩვენებებისა და სამკურნალო ტაქტიკების არჩევის დროს, მორფოლოგიური კვლევების ხარისხი და ლაბორატორია ფუნქციონირებდა თუ არა სათანადო დონეზე. ასევე, წარიმართებოდა თუ არა სწორად დოკუმენტაციის მართვა და სხვა მრავალი დეტალი. ასეთი მასშტაბური და დეტალური რევიზიის შემდეგ მივიღეთ სერტიფიკატი და მოლოცვის წერილი.

ჩვენს რეალობაში ეს გახლავთ მართლაც დიდი მიღწევა. უნდა აღინიშნოს, რომ ESGO-ს სერთიფიკატი პირველებს მოგვენიჭა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონშიც. გვეამაყება, რომ ESGO-ს აკრედიტებული ცენტრების მსოფლიო რუკაზე საქართველოც დაიკავებს საპატიო ადგილს. მადლობა ყველას, ვინც დაუღალავად იშრომა ასეთი შედეგის მისაღწევად!

წყარო: https://www.facebook.com/

irakli-todua

ირაკლი თოდუა MD.

გინეკოლოგი, ონკოქირურგი

საკონტაქტო ინფორმაცია

მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი “ინოვა”

თბილისი, ზ.ანჯაფარიძის I შეს. N6

(032) 2 232 232

info@innovamedical.ge

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

624