ჯერარსი ნეიროფიდბექი

კლინიკა დღეს

მისამართი

ჯერარსი ნეიროფიდბექი

ილია ჭავჭავაძის გამზ. 49ბ, თბილისი, 0179

+995 599 00 28 58

samadashvilidaduna@gmail.com

კლინიკის ისტორია

სტრესი თითქმის ყველა ასაკის, სქესის და სოციალური წრის ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. უფრო და უფრო მეტი ადამიანი უჩივის ქრონიკულ გადაღლას, რაც ხშირად ხდება მიზეზი მეხსიერების და კონცენტრაციის პრობლემების.

სამეცნიერო და ტექნიკურმა პროგრესმა თავის მხრივ წარმოქმნა არა ერთი ფსიქოლოგიური პრობლემა ბავშვებშიც. კერძოდ, გაჯეტების ხშირმა გამოყენებამ გამოიწვია ადიქციის, სოციალური შფოთვის და სენსომოტორული განვითარების სირთულეები.

ექიმები და ნეიროფსიქოლოგები დიდხანს ცდილობდნენ შეექმნათ რაიმე საშუალება, რომელიც დაეხმარებოდა ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. სწორედ ზემოთ აღნიშნული და მრავალი სხვა პრობლემისგან განთავისუფლების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა ნეიროფიდბექი.

კლინიკა დღეს

ნეიროფიდბექი არის თერაპიის ყველაზე თანამედროვე მეთოდი. იგი საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ პაციენტის ტვინის ტალღების აქტივობის დონე და ამის შემდეგ დავგეგმოთ თერაპიული ტრენინგი. ნეიროფიდბექის პროგრამის მეშვეობით ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს მყისიერი უკუკავშირი საკუთარი ტვინისა და სხეულის მდგომარეობის შესახებ ვიზუალური და ხმოვანი სიგნალების სახით. შედეგად, პაციენტი ავტომატურად სწავლობს თავის ტვინის ფუნქციონირების რეგულირებას და აქტივობის დონის გაუმჯობესებას. ყოველივე ეს უზრუნველყოფს ნევროლოგიური, ფსიქოლოგიური და ასევე ზოგიერთი სომატური დაავადებისგან განკურნებას.

მომსახურება

კლინიკაში შესაძლებელია:

წამყვანი ამერიკული და ევროპული კლინიკები უკვე ათეულობით წელია ეფექტურად იყენებენ ნეიროფიდბექს ისეთი მდგომარეობების გასაუმჯობესებლად როგორებიცაა:

  • მეხსიერების პრობლემები
  • ყურადღების კონცენტრაციის სირთულეები
  • შფოთვითი აშლილობები
  • დეპრესია
  • ძილთან დაკავშირებული პრობლემები
  • მუდმივი დაღლილობის შეგრძნება
  • სენსომოტორული კოორდინაციის პრობლემები
  • კომპიუტერ და თამაშ დამოკიდებულება
  • ქრონიკული ტკივილის სინდრომი და სხვა
2174