ოსტეოპოროზი
ოსტეოპოროზი – ძვლების სისტემური დაავადებაა, რომელიც ძვლოვანი მასის შემცირებით, ძვლების სიმყიფის ზრდითა და მოტეხილობების განვითარების სიხშირით ხასიათდება.
რეაბილიტოლოგი-რევმატოლოგი
ოსტეოპოროზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 50 წლის ასაკის ზევით, ყოველი მე-3 ქალი და მე-5 მამაკაცი ოსტეოპოროზით არის დაავადებული
ოსტეოპოროზი ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მას ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს. გართულების შემთხვევაში კი ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან სხვა ძვლის მოტეხილობით იჩენს თავს. ოსტეოპოროზის დროული გამოვლენა და მკურნალობა შესაძლებელია, რაც მოტეხილობის თავიდან აცილების საწინდარია.
ოსტეოპოროზის სიმპტომები
ოსტეოპოროზს „ჩუმ“ დაავადებას უწოდებენ. ის შეიძლება წლების განმავლობაში ჩივილის გარეშე მიმდინარეობდეს. ოსტეოპოროზი ხშირად მოტეხილობის განვითარების შემდეგ ვლინდება. თუმცა, მის პროგრესირებასთან ერთად, ხშირად ვლინდება გარკვეული სიმპტომები:
- აღნაგობის ცვლილება: სიმაღლის კლება, ხერხემლის გამრუდება და სიარულის მანერის შეცვლა;
- წელის ტკივილი;
- ზურგის ტკივილი მძიმე საგნის აწევის ან მოუხერხებელი მოძრაობის შემთხვევაში;
- ადვილად დაღლა და ყრუ ტკივილები ზურგის არეში, სიარულის ან ერთსა და იმავე პოზაში დგომის დროს;
- სახსრების ტკივლი, რომელიც ერთ პოზაში ყოფნის ან მოძრაობის დროს იმატებს, დაწოლისას კი ქრება.
ოსტეოპოროზი ხასიათდება ძვლის მასის შემცირებით, რაც ძვლის სისუსტეს განაპირობებს. მდგომარეობის გამო იზრდება მოტეხილობის რისკი, მცირედი დატვირთვის შედეგადაც კი.
ოსტეოპოროზი და მოტეხილობა
ყველაზე ხშირად ოსტეოპოროზისას გამოხატულია შემდეგი სახის მოტეხილობები:
- ხერხემლის კომპრესიული;
- წინამხრის დისტალური ნაწილი;
- მხრის პროქსიმალური ნაწილი;
- ბარძაყის ძვლის პროქსიმალური ნაწილი.
აღსანიშნავია, რომ ოსტეოპოროზისთვის არ არის დამახასიათებელი კონკრეტული, კლინიკური ნიშანი, მაგრამ შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე სიმპტომი, რომელიც ყველაზე ხშირია და არ არის სპეციფიკური ამ დაავადებისთვის:
- ქრონიკული ან პირველად აღმოცენებული ტკივილი ხერხემლის სვეტის არეში;
- სიმაღლეში დაპატარავება 2 ან მეტი სანტიმეტრით ბოლო 3 წლის განმავლობაში, ან 4 სანტიმეტრი და მეტი 25 წლის ასაკთან შედარებით, რაც ხერხემლის მალათაშორის მანძილის შემცირებაზე მეტყველებს;
- როცა სიმაღლეში გაზომვისას, მანძილი კისერსა და საზურგე საყრდენს შორის 5 სანტიმეტრზე მეტია, რაც გულმკერდის კიფოზზე (კიფოზი – მოხრა ხერხემლის, გულმკერდის არეში “კუზი“) მეტყველებს;
- მანძილი ქვედა ნეკნებსა და თეძოს ძვლის ფრთებს შორის 2 თითი (4-5სმ) ან ნაკლებია, რაც მიუთითებს ხერხემლის სვეტის დამოკლებასა და ხერხემლის მალთაშუა კომპრესიაზე (კომპრესია – შეკუმშვა).
- ოსტეოპოროზი ძირითადად გავრცელებულია ქალებში, პოსტმენოპაუზური პერიოდის შემდეგ, როდესაც ორგანიზმში ესტროგენების რაოდენობა მცირდება. ამ დროს ძვალში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაში ხდება დისბალანსი, უფრო დიდი რაოდენობით ძვლოვანი ქსოვილი შთაინთქმება, ვიდრე წარმოიქმნება, რის შედეგადაც ირღვევა ძვლოვანი არქიტექტონიკა და ძვალი ხდება უფრო სუსტი. ეს პროცესები ყველაზე მეტად გამოხატულია ძვლის ღრუბლისებრ ქსოვილში.
– რა იწვევს ოსტეოპოროზს, რისკ–ფაქტორები, რა ზრდის ამ დაავადების განვითარების რისკს?
– ოსტეოპოროზის კონკრეტული გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს რისკ–ფაქტორები, რომლის გამოც ოსტეოპოროზის რისკი იზრდება. ეს რისკ–ფაქტორები შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად: მოდიფიცირებადი და არამოდიფიცირებადი რისკ–ფაქტორები.
- მოდიფიცირებადი რისკ–ფაქტორები:
- თამბაქო;
- კვების რაციონში კალციუმით მდიდარი საკვების დეფიციტი;
- D ვიტამინის დეფიციტი;
- ალკოჰოლის სისტემატიური მიღება;
- ხანგრძლივი დროის მანძილზე დაბალი ფიზიკური აქტივობა, იმობილიზება (უმოძრაობა).
არამოდიფიცირებადი რისკ–ფაქტორები:
- ასაკი 65 წელზე მეტი;
- მდედრობითი სქესი;
- ევროპული რასა;
- წარსულში მოტეხილობა;
- დაბალი ძვლოვანი მინერალური სიმკვრივე;
- გენეტიკური მიდრეკილება;
- ჰიპერგონადიზმი (დიდი რაოდენობით სასქესო ჰორმონების გამომუშავება) როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში;
- კრეატინინის კლირენსის დაქვეითება, გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითება;
- სხეულის მასის ინდექსი 2 ან 57კგ-ზე დაბალი წონა.
ასევე შეიძლება ამ რისკ–ფაქტორებს მივამატოთ ფაქტორები, რომელიც ზრდის დაცემის რისკს, შესაბამისად, მოტეხილობების საფრთხეს, მაგალითად:
- დაბალი ფიზიკური აქტივობა;
- თავბრუსხვევის გამომწვევი პრეპარატები;
- სისუსტე;
- მხედველობის დაქვეითება;
- ძილის დარღვევა.
ოსტეოპოროზი ძალიან ბევრ დაავადებასთანაა შეჭიდული!
ენდოკრინული სისტემის დაავადებები:
- ენდოგენური ჰიპერკორტიციზმი „იცენკო კუშინგის სინდრომი“;
- თირეოტოქსიკოზი;
- ჰიპერგონადიზმი;
- ჰიპერპარათირეოზი;
- პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი.
რევმატოიდული დაავადებები:
- რევმატოიდული ართრიტი;
- სისტემური წითელი მგლურა;
- მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი „ბეხტერევის დაავადება“;
- თირკმლის დაავადება;
- თირკმლის უკმარისობა;
- აციდოზი;
- ფანკონის სინდრომი.
სისხლის დაავადებები:
- მიელომა;
- თალასემია;
- ლეიკოზი;
- ლიმფომა.
მკურნალობაზე მიმართეთ რევმატოლოგ ირაკლი შელიას
ტელ: +995 555 78 77 72
საკონტაქტო ინფორმაცია
აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი
თბილისი, ლუბლიანას ქ. 18/20
დაჯავშნეთ ვიზიტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა
სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!