თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

მეტი სიკეთე და მეტი გადარჩენილი სიცოცხლე.

კლინიკა დღეს

მისამართი

თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

თბილისი, გუდამაყრის ქ. 4

(032) 261 01 01

1clinic.tsmu@gmail.com

კლინიკის ისტორია

თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, აკადემიური და ტექნიკური პერსონალის ძალისხმევით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, 2015 წლის 25 მარტს დაარსდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალტექნოლოგიური და მრავალპროფილიანი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, რომლის მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა სტუდენტთა განათლების დონის ამაღლება, მათთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და კლინიკური გამოცდილების გაზიარება

კლინიკა დღეს

ჩვენი დევიზი – „ტრადიციებით მომავლისკენ,“ სათანადო მაღალი სტანდარტის სამედიცინო და საგანმანათლებლო ბაზის გარეშე, წარმოუდგენელია.

თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ორიენტირებულია საერთაშორისო აღიარებული მტკიცებითი მედიცინის სტანდარტებით მომსახურებაზე. ეს არის 145 საწოლზე გაშლილი თანამედროვე, მაღალი სტანდარის სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და სარეაბილიტაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტაციონარი, სადაც მოღვაწეობენ საქართველოსა და უცხოეთში აღიარებული პროფესორები, მედიცინის სხვადასხვა სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომელიც მომავალი სამედიცინო კადრის აღზრდის პარარელურად, მაღალკვალიფიციურ საექიმო მომსახურებას უწევენ საქართველოს მოსახლეობას.

კლინიკა სამედიცინო უნივერსიტეტის ორ ათეულამდე სასწავლო დეპარტამენტის კლინიკური ბაზაა; ეს კი ნიშნავს, რომ აქ მაღალხარისხიანი დიპლომამდელი და დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების მიღების პარალელურად, სტუდენტები და რეზიდენტები ორგანულად არინ ჩართულნი სამედიცინო საქმიანობაში. ასეთი ინტეგრაცია პროფესიული დახელოვნებისკენ მიმავალი საყოველთაოდ აპრობირებული უტყუარი და საიმედო გზაა.

კლინიკაში არის ყველა პირობა თანამედროვე კლინიკური და აკადემიური საქმიანობის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკური, ეპიდემიოლოგიური ინტერდისციპლინური კვლევების შესრულებისათვის, რაც საუნივერსიტეტო განათლების ორგანული კომპონენტია.

  • მიმღები განყოფილება (EMERGENCY)
  • ამბულატორია
  • ლაბორატორია
  • რადიოლოგია და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
  • თერაპია და ინტერვენციული კარდიოლოგია
  • შინაგანი მედიცინა
  • ტრავმატოლოგია-ორთოპედია
  • ოფთალმოლოგია
  • ონკოლოგია
  • ალერგოლოგია
  • ოტორინოლარინგოლოგია
  • ნევროლოგია
  • ზოგადი ქირურგია
  • ნეიროქირურგია
  • ყბა-სახის ქირურგია
  • სისხლძარღვთა ქირურგია
  • უროლოგია
  • პროქტოლოგია
  • ენდოკრინოლოგია
  • მეანობა-გინეკოლოგია
  • კათეტერიზაციის ლაბორატორია
  • სპორტული მედიცინა და რეაბილიტაცია
  • ანესთეზიოლოგია-რეანიმაცია
2232