dermoskopiuli-kvleva

დერმოსკოპიული კვლევა

აქცია დერმოსკოპიული კვლევა!

ჩაიტარეთ დიაგნოსტიკური დერმოსკოპიული კვლევა უახლესი აპარატით!

დერმოსკოპია არის კანის ზედაპირის გამოკვლევა სპეციალური აპარატით (დერმოსკოპით).

რატომ ვიყენებთ დერმოსკოპიას?

  • მარტივია დიფერენცირება პიგმენტურ და არაპიგმენტურ წარმონაქმნებს შორის
  • არის არაინვაზიური და შედარებით ხელმისაწვდომი კვლევის მეთოდი
  • დერმოსკოპით შესაძლებელია თმისა და ფრჩხილის დაავადებათა დიაგნოსტირება
  • დერმოსკოპია ამცირებს არასაჭირო ბიოფსიების რიცხვს დერმატოზების დიაგნოსტირების მიზნით
  • შესაძლებელია წარმონაქმნების ცვლილებების კონტროლი პაციენტთა პერიოდული ვიზიტებით

უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევას დერმოსკოპიაში წარმოადგენს ციფრული დერმოსკოპი, რომლის ერთ–ერთი მოდელია “Molemax HD”.

ციფრული დერმატოსკოპიის უპირატესობები:

  • კანის ნაკლები ტრავმატიზაცია
  • გამოყენების სიმარტივე
  • დროის გამოყენება რაციონალურად
  • აპარატის ავტომატური რეჟიმის გამოყენებით კანის დაავადებების ანალიზი და მონიტორინგი
  • პაციენტის შესახებ სრულყოფილი დოკუმენტაციის შექმნა

ციფრული დიაგნოსტიკის მეთოდი გამოირჩევა დიდი სიზუსტით. ხალების შემთხვევაში დერმოსკოპიული მაჩვენებლების შეფასების შემდეგ (საზღვრები, სიმეტრიულობა, პიგმენტური ჩანართების არსებობა, შეფერილობა), პროგრამა ავტომატურად ითვლის ხალების ავთვისებიანობის ხარისხს და და გადაგვარების რისკს.

“Molemax HD” წარმოადგენს ბოლო თაობის დერმატოსკოპს, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის ციფრული გამოსახულებით, მონაცემების პროგრამული დამუშავების სიზუსტით, გამოყენების მრავალმხრივობით, რაც განაპირობებს მის ფართო გამოყენებას ყოველდღიურ დერმატოლოგიურ პრაქტიკაში.

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

sophio-liluashvili

სოფიკო ლილუაშვილი MD. Ph.D.

დერმატო-ვენეროლოგი

საკონტაქტო ინფორმაცია

კანვენი - კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი

კ. ჩაჩავას ქ. 1, თბილისი, 0159

(032) 2 95 77 44

geoncdv@gmail.com

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

1253